სიზმარში ვნახე რომ დედამიწაზე ყველაფერი მიწასთან სწორდებოდა, შენობები რამდენიმე წამში მიწაში ჩადიოდა, ადამიანებიც და ყველაფერ ყველაფერი… მართლა ძალიან შემეშინდა და ასეთი შეშინებული რომ ვიყავი და არ ვიცოდი რა მექნა…ამ დროს ჩემთან მოვიდა ვიღაც უცნობი კაცი, მომკიდა ხელი და პირდაპირ მიწაში ჩამიყვანა… ჩამიყვანა კი არა, აი წყალში რომ გადახტები, ეგრე ჩავეშვით მიწაში…

საოცარი შეგრძნება იყო, აი ალბათ ისეთი შენ რომ ფრენის დროს გიჩნდება… მსიამოვნებდა ის რომ მიწაში ჩავდიოდი… და დედამიწის გულში რომ ჩავედით იყო ტბა, ძალიან ლამაზი, გარშემო იყო სტალაქტიტები და სტალაგმიტები… და საოცარი სიმშვიდე იყო…

ხმა არ ამოუღია ამ კაცს, უბრალოდ მიმანიშნა ტბაზე, მაგრამ ის რაც მნიშვნელოვანია ალბათ, მიუხედავად იმისა რომ ხმა არ ამოუღია, ვგრძნობდი პატივისცემას ჩემს მიმართ, როგორც პატრონს რომ სცემ პატივს დაახლოებით ისეთს, რაღაც მონურიც იყო მასში…

და ამ ტბაში რომ ჩავიხედე დავინაზე ჩემი ანარეკლი, რომელიც ჩემი ყოველდღიური ანარეკლისგან ძალიან განსხვავდებოდა, მაგრამ ჩემთვის ბევრად უფრო ნაცნობი და ახლობელი იყო…

About these ads