მას შემდეგ რაც უკვე 10 წელია ვატარებ სახელს HAG უამრავ ადამიანს უკითხას რას ნიშნავს ეს სიტყვა, არცერთს არ უკითხავს მიზეზი რატომ ჰაგ, რატომ ალქაჯი?

სინამდვილეში არა იმიტომ რომ ალქაჯი :) მიზეზი სხვაა, მაგრამ ამის ახსნას იმდენი დრო, ენერგია და სიტყვა დასჭირდებოდა, რომ ყოველთვის მეზარებოდა ეს პროცესი, თანაც არასდროს ვყოფილვარ დარწმუნებული, რომ ნამდვილი მიზეზი ანუ ის რასაც ქვემოთ დავწერ სინამდვილეში ვინმეს დააინტერესებდა, მაგრამ დღეს დავწერ :)

ძველ ინგლისში ალქაჯებს მოიხსენიებდნენ როგორც HAG, მაგრამ სინამდვილეში ამ სიტყვას ბევრად უფრო ძველი ფუძე აქვს და ის სათავეს რუნებიდან იღებს. HAG მომდინარეობს რუნის სახელიდან HAGALAZ. ჰაგალაზთან მჭიდროდაა დაკავშირებული ძველგერმანული სიტყვა HACHEL – ალქაჯი, ის შეესაბამება ანგლოსაქსურ სახელს HAEGTESSA – ალქაჯი, საიდანაც სწორედ წარმოსდგება სახელი HAG. შესაძლოა ბევრი რამ რასაც ახლა წაიკითხავთ ყველასთვის გასაგები არ იყოს, მაგრამ შევეცდები მაქსიმალურად გასაგებად დავწერო.

ჰაგალაზი არის მეორე ეტის პირველი რუნა. ის მდედრობითი ენეტგეტიკის მატარებელია და არის გარდამავალი “გზა” ალგხეიმისა და მუსპელხეიმის სამყაროებს შორის. (მომავალში კიდევ ბევრს დავწერ, რუნებზე, სამყაროებზე და ბევრ საინტერესო რამეებზე, ახლა კი არ დაიძაბოთ და უბრალოდ სახელებად აღიქვით წინათქმული, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ნაკლებად მნიშნელოვანია)

რუნა ჰაგალაზი როგორც ვთქვი მდედრობითი ენერგეტიკის მატარებელია, ის აერთიანებს ორ სტიქიას წყალს და ჰაერს. შესაბამისად ის ყინულია, ასევე გამოისახება როგორც ფიფქი. არ ვიცი რამდენად კარგად ერკვევით ასტროლოგიაში, მაგრამ ყველა თქვენგანმა იცის ზოდიაქოს რომელ ნიშანს მიეკუთვნება, აი ეგ რაც თქვენ იცით პირად რუკაში მხოლოდ მზით გამოისახება, მაგრამ ასევე ყველა თქვენგანს იმავე რუკაში აქვს სხვა პლანეტებიც რომელიც სხვადასხვა ნიშნებშია გაფანტული და საბოლოოდ თქვენ და თქვენი არსებობის ყველა სხვა ალტერნატიულ “თქვენებს” გქმნით. მზე ანუ ის ნიშანი რაც თქვენ იცის გამოგხატავთ არა თქვენ სრულყოფილად, არამედ მხოლოდ თქვენს გარსს, თქვენს ცნობიერს. მთვარე – გამოხატავს ქვეცნობიერს. შესაბამისად როდესაც კითხულობთ ნიშნის აღწერას რომელშიც მზე გყავთ ეს ნიშნავს, რომ თქვენ ასე აცნობიერებთ თქვენს არსს. ხოლო როცა გაეცნობით იმ ნიშანს რომელშიც მთვარე გყავთ მაშინ გაეცნობით თქვენი ქვეცნობიერის ნაწილს. რა შუაში ეს? განვაგრძობ…

რუნა ჰაგალაზი – დედა რუნა. ის თავისი ფორმით ყველა დანარჩენ რუნას აერთიანებს. ამიტომაც მას ეძახიან დედარუნას. ჰაგალაზი როგორც ვთქვი გაყინული წყლისგან შედგება და ის სეტყვის სტიქიის მმართველია. სეტყვა გამანადგურებელია დიახ. მხოლოდ ისევე როგორც სეტყვა განადგურების შემდეგ დნება და იქცევა სიცოცხლის მომტან წყლად. ასევეა ჰაგალაზი ის ანადგურებს, რომ განავითაროს. ამიტომ ლოგიკურია რომ ჰაგალაზი არ არის სამყარო ის არის გარდამავალი გზა/პერიოდი სამყაროებს შორის, სიკვდილი არა როგორც შედეგი არამედ როგორც პორცესი/გარდასახვა/რეინკარნაცია. და მივედით ყველაზე საინტერესო ჰაგალაზის ოკულტურ და ფსიქოლოგიურ მნიშვნელობამდე. ის რაც ჩვენს თავებშია იმის მიუხედავად იცით თუ არა ამის არსებობის შესახებ. ვსაუბროდი სიკვდილზე. ცოცხლებისთვის კი მკვდრები ასოცირდებიან წარსულთან. აქ გავიხსენებ სკანდინავიურ მითოლოგიას სამყაროს შექმნის შესახებ, როდესაც ეთუნხეიმიდან მოვიდა სამი გოლიათი (მდედრობითი სქესის), იგივე ნორნები – ბედისწერის ქალღმერთები, ისინი სამივე ერთად განასახიერებენ დროს რომელშიც სამყარო არსებობს. ვერდანდი განასახიერებდა აწმყოს, სკულდი – მომავალს, ხოლო ურდი განასახიერებდა წარსულს შეგვიძლია ის ჰაგალაზის რუნის ეზოთერულ მმართველადაც მივიჩნიოთ. გამოდის რომ ჰაგალაზი მართავს წარსულს? არა! პირიქით წარსულის “მქსოველი” ბედისწერის ნორნა განაგებს ჰაგალაზს. მაშინ რას განაგებს ჰაგალაზი?

განასახიერებს თუ არა ჰაგალაზი სიკვდილს ან წარსულს? ეს ძალიან პრიმიტული გაგებაა. წარსული არის ჩვენთვის წარსული, რომელიც ოდესღაც იყო აწმყოც და მომავალიც, ისევე როგორც სიკვდილი არის შედეგი ცოცხლებისთვის, პროცესი მომაკვდავისთვის და განცდილი გარდაცვლილთათვის, მხოლოდ ეს ბოლო გაუცნობიერებელი და ამაში ბევრი არ დამეთანხმება სავარაუდოდ ვინც წაიკითხავს. დამშვიდდით და ღრმად ისუნთქეთ, რადგან ეს მხოლოდ დასაწყისია :) მივედით წრემდე. ნუ ჩემი გამოცდილებით, რადგან მე მქონია მცდელობა ამ ყველაფრის ვერბალურად გადმოცემის, ამ მომენტში ყველა თუ არა ბევრი მაინც წამოიძახებს ხოლმე “ანუ წრეზე დავდივართ?” არა, წრეზე არ დავდივართ!

განვაგრძობ, ჰაგალაზი არის განადგურების რუნა, ამ სიტყვას ვინახავდი არ მინდოდა თავშივე მეთქვა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს, ვინც კითხულობთ ეს სიტყვა ჯერ კიდევ არასწორად გესმით, ანუ ისე როგორც მე მას არ ვგულისხმობ. განადგურება როგორც ელემენტი პროგრესის, იმისათვის რომ ზემოთწამოძახებული წრიდან გამოვიდეთ და არ ვიაროთ მართლაც წრეზე. ის ბუნებრივი ცვლილებების მამოძრავებელი ძალაა, აუცილებელი იმისათვის, რომ დაკარგული ბალანსი აღადგინოს სამყაროში და შექმნას განვითარების და წინსვლისთვის სასურველი გარემო. ჰაგალაზი არის რუნა რომელიც ერთი შეხედვით გამანადგურებელი, უმართავი ენერგიის ამოფრქვევას გავს, მაგრამ სინამდვილეში ის ტრანსფორმაციის და განახლების უდიდეს პოტენციალს ფლობს და განწმენდის სიმბოლოა, რომელიც კონკრეტულ სიტუაციებში აუცილებელი საფუძველია განვითარებისთვის.

ჰაგალაზი როგორც განადაგურების რუნა. ის არ არის აბსოლუტური განადგურების აღმნიშვნელი. ის გამორჩევით განადგურების აღმნიშვნელია, სხვანაირად რომ ავხსნა ანადგურებს იმას რამაც თავისი დრო მოჭამა, რასაც აღარ აქვს უფლება არსებობისთვის, რაც თავისი არსებობით ხელს უშლის წინსვლას. რუნა აქტიურად გამოიყენებოდა მაგიაში, ამიტომ მეომრები მას ხშირად გამოიყენებდნენ მოსალოდნელი ბრძოლის წინ, როგორც ნათქვამია ცოდვების და შეცდომებისგან გასათავისუფლებლად რომ ბრძოლისას ისინი სრულყოფილნი ყოფილიყვნენ და მათი გონება ვნებებსა და ცდუნებებს არ გაეფანტათ.

ჰაგალაზი როგორც ვთქვი ანადგურებს იმას რამაც დრო მოჭამა, არა ზემოდან, არამედ აცლის ფეხებიდან მიწას, რაზეც დგას, რასაც ეყრდნობა, აცლის საფუძელს იმას რასაც ანადგურებს. ძირფესვიანად აცალმტვერებს. არის მკვეთრი და ძლიერი. მე ზემოთ მეწერა სიკვდილზე და წარსულზე. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ჰაგალაზი ანადგურებს კომპლექსებს, რომელიც ხელს გვიშლის წინსვლაში და ჩვენს დესტრუქციულ წარსულს განასახიერებს.

ჰაგალაზი არსებობის უპირველეს კანონს ეფუძვნება, ყველაფერი რაც ოდესღაც დაიბადა უნდა მოკვდეს, ყველაფერი რაც დაიწყო უნდა დასრულდეს. მითოლოგიურად ჰაგალაზი მთლიანად შეესაბამება ხელხეიმს და მის მმართველს ხელს. ხელი ბნელი დედოფლის და ლოკის შვილია. ის აბსოლუტურად არ არის პირველქმნილი არსება, ის როგორც ჰაგალაზი მხოლოდ მაშინ ჩნდება როცა მისი არსებობის აუცილებლობა იქმნება. ჰაგალაზი, ის ჩნდება მაშინ როცა აუცილებელია გარდაქმნა, ის არ არსებობს თავისთავად და უწყვეტად, მას ქმნის აუცილებლობა განადგურების. ისევე როგორც სიკვდილი არსებობს კონკრეტული ადამიანისთვის, მაშინ როდესაც ის კვდება. ისევე როგორც ვუშვებთ რომ სამყაროში არსებობს უამრავი რამ რის შესახებაც ჩვენ შესაძლოა არც კი ვიცოდეთ, მაგრამ ისინი არსებობენ. ასევე შესაძლოა რიგ შემთხვევებში ჩვენ ვიცოდეთ რაიმეს არსებობის შესახებ, მაგრამ ის არ არსებობდეს – სიკვდილი, მხოლოდ ჩემი, შენი და ვიღაცის. ის მოვლენაა, რომელიც ძალიან კონკრეტული და ინტიმურია, იმის მიუხედავად იცი თუ არა მისი არსებობის შესახებ, ის არ არსებობს იქამდე სანამ არ დგება მომენტი სიკვდილის. ეს ერთობლივია პროცესია, ორმხრივი, რომელსაც იწვევს ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა ეს სუიციდი იქნება თუ უბრალოდ დაბერება, გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი. მიზეზი გამომწვევი არის ადამიანი, პროცესი კი არის ერთობლივი და უნიკალური. ამ კონტექსტში ჰაგალაზი არის არა განადგურება, არამედ შექმნა პირობის, რომ ადამიანს ქონდეს საშუალება რეინკარნაციის – თავიდან დაბადების. სწორედ ამიტომ ჰაგალაზი ასევე განასახიერებს პირველყოფილ ქაოსს, მაგრამ რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა მოგეჩვენოთ ქაოსის ყველა მამოძრავებელი ძალა ხელთან ერთ დონეზე თანაბრდება, ვგულისხმობ იმას რომ ეს ძალები, ქაოსის ძალები ემსახურებიან კოსმიურ ძალებს, ხოლო სიკვდილი მხოლოდ ეხმარება იმაში რომ აღდგეს ბალანსი, ბალანსი რომელსაც არღვევს სიცოცხლე. ჰაგალაზი განასახიერებს სიკვდილისა და სიცოცხლის ყველაზე ღრმა კავშირს სტიქიებთან, რომლებიც სრულიად არ არიან დაუმორჩილებლები.

სკანდინავიურ მითოლოგიაში ხეიმდალი – საწყისის ასი ასევე შეესატყვისება რუნა ჰაგალაზს, ხეიმდალი, თეთრი ასი, რომელიც სამყაროების გზაჯვარედინზე დგას და იცავს სამყაროს შექმნის საწყისს, ერთმანეთთან აკავშირებს ურთიერთსაპირისპირო სამყაროებს და იცავს მათ შორის ბალანსს. ხეიმდალი არის არა მარტო სიცოცხლის მამა, წერტილი საიდანაც ყველაფერი იწყება, ის ასევე განასახიერებს სიკვდილსაც, წერტილს სადაც მთავრდება. სწორედ ამიტომ ჰაგალაზის რუნა როგორც დასაწყისში ვთქვი დედა რუნადაც მოიხსენიება, ის ყველა სხვა რუნას აერთიანებს თავის თავში და გზაჯვარედინს განასახიერებს. სამყაროების გზაჯვარედინს.

ასტროლოგიაში ჰაგალაზი შეესატყვისება მერწყულის ნიშანს, მერწყული ჰაერის სტიქიით არის მართული. მას ხშირად ადარებენ სუნთქვის გაჩერებას, როდესაც რაიმე ისეთი დამანგრეველი ისე სწრაფად ცვლის ყველაფერს, რომ სუნთქვა გეკვრით და როდესაც ჩაისუნთქავთ უკვე ყველაფერი სხვაგვარადაა. აი ასეთი სწრაფი, ძლიერი და დამანგრეველია ჰაგალაზი, მაგრამ აუცილებელი. როდესაც რუნებში მე ამომდის ხოლმე ჰაგალაზი ვხვდები რომ ამ კონკრეტულ სიტუაციაში არაფრის გაკეთებას არ აქვს აზრი, სანამ ყველაფერი თავისთავად და ერთბაშად არ შეიცვლება და როდესაც ეს ხდება, შემდეგ მშვიდად განვაგრძობ მოქმედებას.

ასტროლოგიაში ჰაგალაზის მოქმედებას კარმულ ვალსაც უკავშირებენ. კარმული ვალი, მარტივად რომ ავხსნა იმის შედეგია როგორც ჩვენ ვიცხოვრეთ უკვე. შეცდომები რომელიც უნდა გამოვასწოროთ. ადამიანები რომლებიც არ ცნობენ კარმულ კანონებს, ხშირად კარმულ ვალს ჰაგალაზის მოქმედების სფეროში იხდიან – ანუ მტკივნეულად. ვგულისხმობ როდესაც ადამიანის მიერ დაშვებული შეცდომები იმდენად მნიშნელოვანი და მძიმეა და ის იმდენად ვერ ხვდება ამას და არ აკეთებს არაფერს, მისი გარდასახვა ხდება მტკივნეული და შესაძლოა დამანგრეველი მისთვისვე.

ჰაგალაზის მოქმედება უფრო მარტივად რომ ავხსნა კარმული თვალსაზრისით გავს მეხს, რომელიც დაარტყამს ტყვეს და მას ბორკილებს ახსნის, თუმცა უკვე ტყვეზეა დამოკიდებული რამდენად შეეჩვია ის ბორკილებს და მოუნდება თუ არა მათ გარეშე სიცოცხლე. ამის მიუხედავად ეს მისთვის ახლის დასაწყისია.

როგორც ვთქვი ჰაგალაზის რუნა უკავშირდება მერწყულის ნიშანს. მერწყული განასახიერებს მომავალს, რომელიც იჭრება აწმყოში. მომავლის აწმყოში შემოჭრას უკავშირდება ძველი ჩარჩოების, შეხედულებებისა და დამოკიდებულებების განადგურება.

ჰაგალაზი ძალიან მძიმედ სატარებელი რუნაა, ის ადამიანს ემუქრება ფსიქიკური აშლილობითაც თუ მას არასწორად მოიხმარს. როდესაც ადამიანი იციკლება, იკეტება, როდესაც მისთვის რაიმე, ღირებულება იქნება ეს, შეხედულება თუ სხვა რამ ხდება უცვლელი. როდესაც ის თავიდანვე გამორიცხავს რაიმეს ცვლილებას, საკუთარი აზრებისასაც კი. როდესაც ამბობ რომეს ასეა და სხვანაირად ვერ იქნება და გამორიცხავ იმას რომ ოდესმე შეიცვლი აზრს და იციკლები ამაზე. სწორედ მაშინ ამუშავდება ჰაგალაზი. ის განასახიერებს ნაჭუჭის გამომტვრევას და არა მასში ჩაკეტვას, თუმცა ბევრი ადამიანი ზუსტად მისი მოქმედების შემდეგ იკეტება ნაჭუჭში და ეს მტკივნეული ხდება ისევ მათთვის, ასეთ შემთხვევაში ჰაგალაზს მიყავს ის ეგოს განადგურებამდე.

ჰაგალაზი მითოლოგიურად ასევე ასოცირდება დიონისესთან, დიონისე კი ასტროლოგიაში ასოცირდება ლომთან, ლომი კი მერწყულის ოპოზიციაა. ანუ მისი საპირისპირო. ხშირად არასწორად იგებენ, უფრო სწორად ერთმნიშვნელოვნად იგებენ სიტყვას “ოპოზიცია”. სინამდვილეში ერთმანეთის ოპოზიციურ ნიშნებს კი აქვთ შანსი ერთამენთს აბსოლუტურად არ დაეთანხმონ, მაგრამ სამაგიეროდ აქვთ ასევე შანსი ერთამენთი ისე შეავსონ როგორც არავინ სხვამ. რადგან ისინი ერთმანეთის აბსოლუტურ ორ საპირისპოროს, ორ აბსოლუტურად განსხვავებულს წარმოადგენენ, მაგრამ ერთი ფლობს იმას, რაც არ აქვს მეორეს. ეს ერთი მთლიანის ორი ნახევარია. მერწყულისთვის ასეთია ლომი :) და პირიქით.

დავუბრუნდეთ დიონისეს. მერწყული ეს მომვლიდან აწმყოში შემოჭრილი რევოლუციონერია. ლომი ეს რევოლუციის შედეგად ტახტზე ასული მონარქია, რომელსაც აქვს შანსი შექმნას ახალი კანონები და დაამყაროს მშვიდობა.

ყურადღებით თუ გაეცნობით მისტიკების, ხელოვანების და სხვა ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს, მათი შექმნა შედეგია რაღაც ფაქტის, გადატრიალების, განადგურების რაც მოხდა მათ ცხოვრებაში, ანუ ჰაგალაზის გამოვლინების. იმის თქმა მინდა რომ კოსმოსი ადამიანს ავითარებს ჰაგალაზის მეშვეობით. ე.წ. გამოღვიძების/გამოფხიზლების იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი უნდა გათავისუფლდეს ჩვეულისგან და დაიწყოს ფიქრი სხვაგვარად, რადგან ზუსტად ჩვევები არ აძლევს მას განვითარების საშუალებას.

და ბოლოს დავამთავრებ ფრაზით რომელიც დაახლოებით იმდენივე წლის წინ ვთქვი, რამდენი წელიც ვატარებ რუნას ჩემს სახელად.

ადამიანი არ ირჩევს გზას, ადამიანი თვითონ არის გზა.

მათ ვინც ეს დამღლელი და გაუგებარი პოსტი ბოლომდე წაიკითხა, წარმატებულ წელს ვუსურვებ და ბევრ დადებით, უმტკივნეულო ცვლილებას. ჩემს თავს კი ვეტყვი, კეთილი იყოს შენი დაბრუნება ჰაგ :)