მთავარი

მამა

დატოვე კომენტარი

მამაჩემი ოკეანის იქით ცხოვრობს…

ამაზე არ ვლაპარაკობ, რომ უფრო მეტი ვიფიქრო, მაგრამ ყველას ეგონოს რომ ბევრად ნაკლებს ვფიქრობ მასზე…

იმაზე მეტად რომ ათასობით კილომეტრი გვაშორებს, არ მომწონს რომ მას შეუძლია დაუშვას ეს და ოკეანის იქით იცხოვროს უჩემოდ…

ბოლო 10 წელი…

არც არაფერი… ზოგს საერთოდ არ ან აღარ ყავს მამა…

მაგრამ მე ჩემის მონატრება ვერ დავიმსახურე…

 

“ნატურალური” სიზმარი

დატოვე კომენტარი

კანი გადმოვიბრუნე და ფანჯრის წინ გაჭიმულ სარეცხის თოკზე გადავეფინე შეგრძნებებისგან დასაწურად. ჩემი შეგრძნებები მკლავს. ყოველ დილით სარკეში ვიხედები და ერთ ნაწილს ვიბრუნებ შიგნიდან გარეთ. ნეკნებს გავიწევ და ჩემს შიგნით დატყვევებულ ორგანოებს გავათავისუფლებ ჩემგან ტყვეობისგან. ისეთი ავადმყოფური ვარ, რომ მეცოდებიან… დღითიდღე უფრო და უფრო…

ეს შეგრძნებები მკლავს, რომელიც ჩემი ტვინიდან მოდის… მარტოობის შეგრძნებამ მიმატოვა, თანაგრძნობის შეგრძნებამ, დაღლილობის შეგრძნებამ, სიყვარულის შეგრძნებამ…

ტკივილის შეგრძნება ნელნელა მტოვებს, ეს კარგი იქნებოდა გაყუჩების შეგრძნებას რომ არ მივეტოვებინე დიდი ხნის წინ…

მარტო სუიციდი დამრჩა… ეს შეგრძნება არ დამტოვებს… მე უნდა დავტოვო… პრობლემა მხოლოდ გამბედაობის შეგრძნებაშია, რომელიც მებღაუჭება…

მინდა გადმოვბრუნდე, უკუღმა მხრიდან დავინახო ჩემი თავი სარკეში, გული მქონდეს ჩემი მაისურის ჯიბის ადგილას, და ტვინი თმის ნაცვლად… ასე ყველაფერი ბევრად მარტივი იქნებოდა… და ალბათ ჩემი ცისფერი თვალებიც მომიხდებოდა… ჩემი თვალები შიგნიდან ცისფერია… ვიცი…

გადმომაბრუნე…

%(count)s კომენტარი

შეგიძლია წარმოიდგინო რა შეგრძნებაა, როცა გაბრუნებენ უკუღმა მხარეს.. შიგნიდან გარეთ… ოღონდ რატომღაც არ კვდები და აი ყველაფერს გრძნობ…

როგორც ტანსაცმელი რომ ამოაბრუნო უკუღმა მხარეს ზუსტად ისე…

როგორ გაძრობენ ტყავს და ყველა კიდურს გიბრუნებენ შიგნიდან გარეთ… და ხედავ რომ ორგანოები გარედან გაქვს, ყველა ადგილზეა და მუშაობს, შენს ჩონჩხს ხედავ რომელიც შიგნით იყო და გარეთააა, შენი ტვინი ზევიდან არის… გული ფილტვები ყველაფერს ხედავ და გრძნობ…

და ყველაზე ბოლოს გიბრუნებენ თვალებს და ეს არის იმ ტკივილზე უარესი, იმიტომ რომ უკვე ხედავ იმას რაც შენს შიგნით ხდება… შენი თავის ტყვე ხდები… საკუთარ თავში გამოკეტილი…

ამას ვერ წარმოიდგენ…

ჯოჯოხეთი…

დატოვე კომენტარი

სიზმარში ვნახე რომ დედამიწაზე ყველაფერი მიწასთან სწორდებოდა, შენობები რამდენიმე წამში მიწაში ჩადიოდა, ადამიანებიც და ყველაფერ ყველაფერი… მართლა ძალიან შემეშინდა და ასეთი შეშინებული რომ ვიყავი და არ ვიცოდი რა მექნა…ამ დროს ჩემთან მოვიდა ვიღაც უცნობი კაცი, მომკიდა ხელი და პირდაპირ მიწაში ჩამიყვანა… ჩამიყვანა კი არა, აი წყალში რომ გადახტები, ეგრე ჩავეშვით მიწაში…

საოცარი შეგრძნება იყო, აი ალბათ ისეთი შენ რომ ფრენის დროს გიჩნდება… მსიამოვნებდა ის რომ მიწაში ჩავდიოდი… და დედამიწის გულში რომ ჩავედით იყო ტბა, ძალიან ლამაზი, გარშემო იყო სტალაქტიტები და სტალაგმიტები… და საოცარი სიმშვიდე იყო…

ხმა არ ამოუღია ამ კაცს, უბრალოდ მიმანიშნა ტბაზე, მაგრამ ის რაც მნიშვნელოვანია ალბათ, მიუხედავად იმისა რომ ხმა არ ამოუღია, ვგრძნობდი პატივისცემას ჩემს მიმართ, როგორც პატრონს რომ სცემ პატივს დაახლოებით ისეთს, რაღაც მონურიც იყო მასში…

და ამ ტბაში რომ ჩავიხედე დავინაზე ჩემი ანარეკლი, რომელიც ჩემი ყოველდღიური ანარეკლისგან ძალიან განსხვავდებოდა, მაგრამ ჩემთვის ბევრად უფრო ნაცნობი და ახლობელი იყო…

ბევრი მე

დატოვე კომენტარი

პირველი იყო რამდენიმე დღის წინ… როცა დამესიზმრა რომ ბევრი ვიყავი და საკუთარი თავი შემეძლო გვერდიდან დამენახა.

ჩემი “ბევრი მეს” ნებისმიერის თვალით დანახვა შემეძლო, ერთდროულად ყველა “მეს” თვალით და თან ცალ ცალკეც….

სიზმარი იყო მოკლე, უბრალოდ როცა ეს ყველა “მე” შევერთდი და გავერთიანდი ერთი დიდი შავი და ბლანტე გუბე დარჩა, ცოცხალი ორგანიზმი იყო…

ამ შავმა მასამ მკითხა მინდოდა თუ არა გამეგო ვინ ვიყავი სინამდვილეში, ოღონდ კი არ მითხრა თითქოს ჩემში იყო ეს ხმა, შიგნით მესმოდა… და ამ დროს ისე შემეშინდა ვიფიქრე სადაც გინდა იქ ვიყო ოღონდ აქ არათქო და ამ დროს გამეღვიძა…

მეორე იყო რამდენიმე დღის შემდეგ… სიზმარში ვხედავ, რომ ჩემს სახლში, სამზარეულოში ვზივარ და კარს მიღებს ჩემი ერთ-ერთი მე, მერე მეორე შემოდის და აივანზე რომ გავედი მთელს ეზოში “მე” ვიდექი, ქუჩაშიც რომ გავედი სულ სავსე იყო, ნემსს ვერ ჩააგდებდი…

და ამ დროს ისევ ის ხმა იყო ჩემში შიგნით, რომელმაც მკითხა, მინდოდა თუ არა გამეგო ვინ ვიყავი…

ამ დროს ყველა “მემ” სათითაოდ დაიწყეს ცოტა შეცვლა, ფიზიკურად კი არა მენტალურად ისე რომ გარეგნობაზეც აისახა, რაღაც ცხოველური იყო ყველაში… როგორც ველურ ცხოველებს ახასიათებთ გამოხედვა სახის მიმიკა, დგომა სიარული, ზოგი ოთხზე დადგა, და ყველა ეს ჩემი “მეები” დამედევნნენ…

მახსოვს რომ ავედი სახლის სახურავზე იმიტომ რომ მარტო იქ არ იყვნენ მაგრამ ამომყვნენ და ბევრი სირბილის შემდეგ ერთი მაღალი სახლის სახურავზე აღმოვჩნდი საიდანაც სხვა სახურავზე ვერ გადავიდოდი, არადა უკან ისინი ანუ “მე” ვიდექი

და ცხოვრებაში პირველად მთელი გულით ვინატრე რომ მქონოდა ფრთები, იმიტომ რომ უეჭველად უნდა გადავმხტარიყავი იქიდან…

რომ გადმოვხტი გული ისე მიცემდა ვიფიქრე რომ გასკდება მორჩა და ამ დროს გავჩერდი ჰაერში და კი არ გავჩერდი, დავეკიდე თითქოს, მთელი ზურგი ამტკივდა საშინლად… თავი რომ მივატრიალე ღამურას ფრთები მქონდა და ჰაერში ვფარფატებდი… ფრთის ყველა მოძრაობა მტკიოდა

და გამეღვიძა…

შვილი

დატოვე კომენტარი

06_deathსული მემტვრევა. სიტყვებს ვერ ვპოულობ, რომ დავწერო, როგორ მტკივა ჩემი ამოგლეჯილი შვილი.

დატოვე კომენტარი

რამდენი ხანია ჩემი ამბავი აღარ გიკითხავს. ჩემი თვალები ცისფერია შიგნიდან. გადმომაბრუნე, წაღმა მხარეს მიცნობს ყველა. ჩემი უკუღმართი სახე დაგანახო და ჩემი ლურჯი თვალები შიგნიდან, სულში რომ იყურება. ცრემლებად ვიღვრები, ავივსე და ვეღარ მეტევა გული ნეკნებში. ჩემი ტკივილი გადამიტანს. მინდა ჩემი გული შენს მხარში გაგიცვალო. მე თავს დავადებ და ყველაფერს მოვუყვები, თორე პირი შემიხორცდა. შენ გულს დაიდებ წინ და აწამებ.

დატოვე კომენტარი

თითებით ვიფრცქვნი სულს. ფრჩხილებში ხორცი მაქვს ჩარჩენილი და ცოტა ტკივილიც. ერთმანეთის მიყოლებით ვსვამ წამლებს, რომ გავყუჩდე… არ მოქმედებს. სული მინდა ჩავიხშო… გამომრთეთ

დატოვე კომენტარი

კარი ჩავრაზე ურდულით და სარკმელი ამოვაშენე. ჩემი სხეული ჩემი ციხესიმაგრეა. გამოვიკეტე

დატოვე კომენტარი

ყველა ქალს შეუძლია ეკუთვნოდეს ერთს და უყვარდეს ერთი

ყველა ქალს არ შეუძლოა ეკუთვნოდეს ბევრს, მაგრამ მხოლოდ ერთი უყვარდეს

და მხოლოდ მე შემიძლია არავის ვეკუთვნოდეს და მიყვარდეს ბევრი

Older Entries

%d bloggers like this: