მთელი სამყარო ჩემს მხრებზე წევს, დაგროვილ გრძნობებს ჩანთაში ვაწყობ, ფეხზე ვიცვამ ვულკანურ ლავას და მხრებიდან ვიხსნი დაძველებულ დედამიწას. ჩემი ვარსკვლავიანი ფარდა რეალობას მიმალავს. ვარსკვლავიან ფარდას გადავწევ ჩემი ერთადერთი ფანჯრიდან, რომ მზის სხივმა უფრო ღრმად შეაღწიოს ჩემს გაყინულ გულში.  მხოლოდ ცდა არის საჭირო, მაგრამ უკვე 10943–ჯერ ვსინჯე, ჩემი ყინული ივლისის ყველაზე მწველმა მზემაც ვერ გაადნო. ჩემს ფანჯარას გამადიდებელი შუშები აქვს და მზეც ამიტომ ჩანს დიდი. მზე მზე არ არის, მზე მწერია, რომელიც გამყინვარებას გადაურჩა და განდიდების მანიამ შეიპყრო. მზე მზეა, სანამ მე მჯერა ამის და ამიტომაც უბრძანა ვარსკვლავიან ფარდას ჩემთვის რეალობის დაფარვა.

ფარდას გადავწევ და ფართოდ გავაღებ ფანჯარას, მაგრამ მეშინია სული არ გამეყინოს და არ დამემსხვრეს…