ისე როგორც მეგობრის თვალზე დაფარებული პატარა ხელი, იმიტომ რომ ღრმად ისუნთქოს და გულზე მოეშვას, იმიტომ რომ სითბო გაუყო ბევრს და არ დაგიბრუნდეს, მაგრამ გული არ დაგწყდეს, იმიტომ რომ მერე შენც დაგაფარებს ვინმე ხელს თვალებზე, შენ რომ ისუნთქო ღრმად და არ გაიბერო. დიდი ხანია არ გიფიქრია იმაზე, რომ დედამიწა ბრუნავს, არც იმაზე რომ ამის გამო რამდენიმე ბევრი საუკუნის წინ ვიღაც დაწვეს კოცონზე და ახლა მისი ვინმე შვილიშვილის ვიღაც შვილიშვილი დადის, იმიტომ რომ დედამიწა ბრუნავს. იმიტომ რომ ერთხელ შეიძლება დაიბადო კატად და მიხვდე, რომ სამოთხე არ არსებობს და რომ ნეკნი არ ყოფილხარ პირველ ცხოვრებაში. რომ გედი არ მღერის და შეიძლება პინგვინს უბრალოდ ფრენა ეზარება. იმიტომ რომ შეიძლება იმის გამო რომ რაღაც განსხვავებულს ამბობ დაკარგო თავისუფლება და გამოგკეტონ საგიჟეთში და შენ არ იცი რა მოხდება მერე თუ ვინმე არ დაგაფარებს თვალებზე ხელს, იმიტომ რომ შეიძლება შადრევნით ვინმემ კედელი არ გაამტვრიოს, იმიტომ რომ შეიძლება ვინმე ჩეხი არ აღმოჩნდეს და ვიღაცამ უბრალოდ არ იცის ინდიელთა გამოთქმა: “ვინ სახლიდან ვინ სახლში ვინ გუგულის ბუდეში”
იმიტომ რომ დედამიწა ბრუნავს
ოქტომბერი 23, 2009
დღიური ანა სიდამონიძე, ბიოგრაფია, დედამიწა, დღიური, მილოშ ფორმანი, ჯორდანო ბრუნო დატოვე კომენტარი
კომენტარის დატოვება