ვიღაცამ ფანქრები დამიმალა და ჩემს ცხოვრებას ამიტომ ვეღარ ვაფერადებ. დარჩენილი შავი ფერით მაინც დავხატავ სახლს ტბის პირას. ჩემი ოცნების სახლი შავ–თეთრიც მომწონს და უფერულიც. ჩემი ოცნების სახლის უკან რომ ტყეა იქ ცოცხალი სოკოები იზრდება, ყოველ საღამოს ტყეში ციცინათელებს ვაგროვებ, მერე სოკოებს ვაჭმევ და ჩემი ოცნების სახლში ოთახი, რომ მაქვს იმას ვანათებ. ჩემი ოცნების სახლის წინ რომ ტბაა, იქ ოქროს თევზები ცხოვრობენ და ყოველ დილით სამ სურვილს მისრულებენ. ჩემი ოცნების სახლის ზემოთ რომ ცაა, მაშინ იღრუბლება როცა მოწყენილი ვარ და მაშინ წვიმს როცა ვტირი. ჩემი ოცნების სახლის თავზე რომ მზეა, მაშინ მათბობს როცა მარტო ვარ და მთვარე მაშინ მოდის როცა ვენატრები. ჩემი ოცნების სახლის ქვემოთ რომ მიწაა, ძალას მმატებს და მამხნევებს, რომ მყარად ვიდგე ფეხზე. ჩემი ოცნების სახლი მინდა იყო…
სახლი
ოქტომბერი 23, 2009
დღიური ანა სიდამონიძე, ბიოგრაფია, დღიური, ოცნება დატოვე კომენტარი
კომენტარის დატოვება