ყველაფერი შენი სიკვდილით დაიწყო. დილით სისხლისგან დაცლილმა გავიღვიძე და მერე დიდი ხანი არ მახსოვს რა ხდებოდა. ჩემს სუნთქვას ისე უფრთხილდება ყველა, რომ მრცხვენია და დამთქნარებისას ვწითლდები. ვენები სულ დამიჩხვლიტეს და დამილურჯეს. სისხლი აღარ დამრჩა ძარღვებში და მცივა. მგონი მეც მოვკვდი იმ დილას შენთან ერთად და ჯოჯოხეთში ვარ
შვილი… ისევ…
ოქტომბერი 23, 2009
დღიური ბიოგრაფია, დღიური, სიკვდილი, სისხლი, შვილი %(count)s კომენტარი
აპრილი 22, 2010 @ 18:36:12
გამარჯობა ანა, მე შენი მოგვარე ვარ. შემთხვევით გიპოვე და როგორც ახლობელ ადამიანს, თავს უფლება მივეცი, შენობით დაგლაპარაკებოდი. ისეთი შეგრძნება დამრჩა ამ პირქუში, საშინელი სურათიდან, თითქოს ძალიან ტანჯული, სულიერად დანაწევრებული ადამიანი ხარ. იქნებ ჩემი გაცნობის სურვილი გაგიჩნდეს, გამომეხმაურე?!