მე ჩემი სიზმარი მინდა მოგიყვე, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ შემაშინა და ამიტომ დავხატე და რომ დავხატე მერე აღმოვაჩინე, რომ ჩემი ავტოპორტრეტი იყო.
დედამიწაზე ყველაფერი მიწასთან გასწორდა და მე გველის ხვრელში ჩავედი, მიწაში უფრო და უფრო ღრმად ჩავდიოდი, დედამიწის ყველა შრეს რომ გავცდი მიწის ქვეშ გამოქვაბულში აღმოვჩნდი მიწისქვეშა ტბასთან და წყალთან მისულს ძალიან შემეშინდა, რადგან იქ საოცარი არსება, დავინახე, დრაკონის თავით, გველის ტანით და თევზის ფარფლებით.
როცა დავხატე მასში ძალიან ნაცნობი და ახლობელი არსება აღმოვაჩინე და მივხვდი, რომ ეს ჩემი ანარეკლი იყო
არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც მნიშვნელობა არ აქვს შენს ამ ქვეყნიურ ფორმას და ერთ ერთი მათგანი ალბათ მე ვარ…
კომენტარის დატოვება