P104036425 მიყურებს სარკიდან. ჩემი ოცდახუთი ანარეკლი შემიძლია დავინახო. იმ რუსულ სათამაშოს ვგავარ ერთმანეთში რომ არის ჩალაგებული. 25 ქალი ვარ, 25 დარდი მაქვს და 25 ხასიათი, 25ჯერ ვწუხვარ და 25ჯერ უფრო მარტო ვგრძნობ თავს ვიდრე გუშინ. ოცდახუთსაც შევეცდები შევეჩვიო, ყოველთვის ასეა, რომ ვიწყებ შეჩვევას მაშინ მემატება კიდევ ერთი ანა. დოღში მინდა გადავუსწრო ცხოვრებას, ფსონი ჩემზე დადე.

Advertisements