ყველაფერი დაწერილია უკვე, ჩემი მარტოობაც ისეთი ძველი და ბებერია, ათასჯერ გამოცდილი, ათასი ადამიანის მიერ განცდილი და გადატანილი და მაინც ჩემი სულის კართან მოსული, როგორც უპატრონო ძაღლი, ჩემს გულში თავშესაფარის მძებნელი. ამ საუკუნეში პირველი ვარ ვინც მარტოობამ აირჩია . ჩემი მარტოობა უკვდავია და ყველასგან განსხვავებული. ჩემი მარტოობა ისაა ვიზეც წერდნენ და ვინც აწერინებდა. ამიტომაც მე ის მიყვარს.
აგვისტო 31, 2010 @ 11:56:02
ar xar marto
🙂
shens gverdit yoveltvis aris adamiani visac uyvarxar da shentan yofna surs ubralod ver amchnev
თებ 14, 2014 @ 00:02:10
თითოეულის მარტოობა ასევე უკვდავი (?) და განუმეორებელია.. თანაც, მარტოობისთვის, სულაც არ არის აუცილებელი პირობა მარტოდ დარჩენა.
თებ 14, 2014 @ 01:06:54
გეთანხმებით ლია, ჭეშმარიტი მარტოობა სულიერი მდგომარეობაა და არა ფიზიკური