med_gallery_460_3_82698პირს ვაღებ და ჰაერს ვატან სიტყვებად ქცეულ არარსებულ ფიქრებს. წაღმა მხარეს გადმობრუნებული და ჩემი ფანჯრის წინ, თოკზე გადაკიდებული სარეცხივით ვარ. ყველამ დამინახეთ რა ლამაზი ვარ, ყველამ მაქეთ, იამაყეთ და გამცვითეთ. გადმომაბრუნე ნაკერები უნდა მოვიხსნა, ნეკნები გავწიო სუსტი თითებით და ამოვიღო რაც დამრჩა შიგნით. ჩემი ღვიძლი ისე დაბერდა, მოხუც ძაღლს გავს სახლში რომ არ უნდა სიკვდილი. ჩემი ფიქრები და ჩემი სხეული ისე შორს არიან ერთმანეთისგან, კიდევ კარგი თორემ ტკივილი ჩემს ფანტაზიას კახპასავით ახდიდა ნამუსს.

Advertisements