მთავარი

დატოვე კომენტარი

თითებით ვიფრცქვნი სულს. ფრჩხილებში ხორცი მაქვს ჩარჩენილი და ცოტა ტკივილიც. ერთმანეთის მიყოლებით ვსვამ წამლებს, რომ გავყუჩდე… არ მოქმედებს. სული მინდა ჩავიხშო… გამომრთეთ

დატოვე კომენტარი

კარი ჩავრაზე ურდულით და სარკმელი ამოვაშენე. ჩემი სხეული ჩემი ციხესიმაგრეა. გამოვიკეტე

დატოვე კომენტარი

ყველა ქალს შეუძლია ეკუთვნოდეს ერთს და უყვარდეს ერთი

ყველა ქალს არ შეუძლოა ეკუთვნოდეს ბევრს, მაგრამ მხოლოდ ერთი უყვარდეს

და მხოლოდ მე შემიძლია არავის ვეკუთვნოდეს და მიყვარდეს ბევრი

მისი უდიდებულესობა მარტოობა

3 Comments

ყველაფერი დაწერილია უკვე, ჩემი მარტოობაც ისეთი ძველი და ბებერია, ათასჯერ გამოცდილი, ათასი ადამიანის მიერ განცდილი და გადატანილი და მაინც ჩემი სულის კართან მოსული, როგორც უპატრონო ძაღლი, ჩემს გულში თავშესაფარის მძებნელი. ამ საუკუნეში პირველი ვარ ვინც მარტოობამ აირჩია . ჩემი მარტოობა უკვდავია და ყველასგან განსხვავებული. ჩემი მარტოობა ისაა ვიზეც წერდნენ და ვინც აწერინებდა. ამიტომაც მე ის მიყვარს.

რა შემიძლია…

დატოვე კომენტარი

ათასი სისულელე გავაკეთე, მაგრამ სულ გიფრთხილდები, გიფრთხილდები, გიფრთხილდები… ერთი წყენა ვერ მაპატიე… მაშინ გამიშვი. მე არც დამარცხებას გთხოვ და არც გამარჯვებას ვითხოვ. მე სიამაყით არ გიყურებ ზევიდან და ყინულივით ცივ სიტყვებს არ გესვრი შორიდან. მე არ ვლაპარაკობ შენზე მესამე პირში შენი თანდასწრებით

მე არაფერს არ გთხოვ არასდროს… უბრალოდ ვარ და ერთადერთი რაც შემიძლია აღარ ვიყო

პირველად იყო სიტყვა

დატოვე კომენტარი

DSC_0304 [1024x768]მთელი ღამე შიშველი ვიდექი სარკის წინ და იმ პირველ სიტყვას ვეძებდი შენ რომ ამახიე ტანიდან და წაიღე უკან. მინდა მოვძებნო ის ადგილი და საკუთარი ხელით აგიფრცქვნა მთელი ტანიდან. გული დავიკაწრე და დავიხიე სხეული. მინდა წავიდე… ვეღარ ვუძლებ და დაგიტოვო ყველაფერი რაც შენ გეკუთვნის

უჩინარი ვარ და ჩემ მარტოობად ქცეული

რა მნიშვნელობა აქვს აქ ვიქნები თუ არა

სადაც მე არ ვარ იქ ერთით ნაკლები უბედურებაა

გავცვალოთ…

%(count)s კომენტარი

IMAG0018 [640x480]მინდა ჩემი გული გაგიცვალო შენს მხარში. მე თავს დავადებ და ყველაფერს მოვუყვები, თორე ტუჩები შეახორცდა ერთმანეთს. შენ წინ დაიდებ ჩემს გულს და შეძლებ რომ აწამო.

Older Entries Newer Entries

%d bloggers like this: