ერთი წელია ველოდები ამ დღეს… 8 დღის შემდეგ ჩემი შვილის დაბადებისდღე იქნებოდა…

ყოველ დღე ვიხსენებ და ვერაფერს ვერ ვაკეთებ რომ არ გავიხსენო… სულ ვფიქრობ ნეტა ეხლა როგორი იქნებოდა, რას გააკეთებდა, სიარულს ისწავლიდა, ლაპარაკს, პირველ სიტყვას რას იტყოდა, რა ფერის თმა ექნებოდა, როგორი ხმა…

ჯოჯოხეთში ვარ… ეს არის ჯოჯოხეთი… საერთოდ ამაზე არ ვსაუბრობ… საერთოდაც პირველად ვწერ იმაზე, რომ გამუდმებით მასზე ვფიქრობ… დღეში რამდენიმეჯერ არა, ათჯერ ან უფრო მეტჯერ, შეიძლება ითქვას სულ…

ჩემი მდგომარეობა იმას მაგონებს დაღმართზე დიდი გაქანებით რომ მორბიხარ, ვეღარ ჩერდები, კონტროლს კარგავ და ბოლოს ვარდები… მეც დავვარდები ალბათ ასე თუ გავაგრძელე… ოღონდ ხანდახან ისე მიჭირს, რომ ვფიქრობ ნეტა მალე დავვარდე, იმიტომ რომ ამ დაღმართზე სირბილით უკვე ძალიან დავიღალე…

ეს პოსტი 6 დეკემბრისთვის მქონდა შემონახული, მაგრამ ვერ მოვითმინე… საერთოდ რაც დრო გადის უფრო ნაკლებს იფიქრებო დამამშვიდეს და მე პირიქით ვარ უფრო მეტს ვფიქრობ, უბრალოდ უფრო ნაკლებს ვსაუბრობ ამაზე… ერთმა ქალმა მითხრა სხვა გეყოლება არ ინერვიულოო, ტირილი ვერ შევიკავე მაშინ, სხვა სხვაა მე ეს აღარ მყავს უკვე… თან რამდენიმე ხნის წინ შევნიშნე რომ მომწონს კიდეც მასზე უფრო ხშირად რომ ვფიქრობ… მგონია რომ ასე მარტო არ გრძნობს თავს, მაგრამ არ ვიცი საერთოდ თუ გრძნობს რამეს…

აი ამ აზრამდე რომ მივდივარ მერე ვცდილობ საერთოდ აღარ ვიფიქრო არაფერზე… სულ აქ ვჩერდები…

ისტერიკა მაქვს 8 დღეში ჩემი შვილი ერთი წლის გახდებოდა …

Advertisements