მთავარი

HAG SHOW

6 Comments

მოკლედ ახალი წლიდან ვიწყეეეეებ…

აქამდე ველოდები ზუსტ პასუხს უფროსისგან, რომელსაც ჩემი დიქცია და ზოგადად პილოტი ძალიან მოეწონა და გამოვიდაააააა…

ახალი წლიდან შეგიძლიათ მოუსმინოთ HAG SHOW – ს HAG – თან ერთად… FM 107.4 ზე … მწვანე ტალღის ეთერში… :))))))))

ყველაზე თამამ, სექსუალ და ამბიციურ შოუს ქალებისთვის… :)))))))))

უკეთესად, დალაგებულად და ცივ გონებაზე მერე დავწერ ყველაფერს აქ

ახალი მედიის კურსი

5 Comments

ერთი ლექციაღა დარჩა და დასრულდება. მთელი სემესტრი გავიდა უკვე…

დღეს გვქონდა ბოლო შუალედური წერა, კარგები არიან… მე მომეწონა ძალიან, იმედია კიდევ წავუკითხავ რამეს მომავალ სემესტრში…

მონდომებულები არიან ძალიან… ფაქტიურად არაფერი იცოდნენ, ზოგს კომპიუტერთან შეხებაც კი არ ქონდა აქამდე და ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგეს ამ ერთ სემესტრში…

მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ…

არადა მახსოვს ამ ჯგუფს რომ მაბარებდნენ მითხრეს რთული ჯგუფიაო..

და პირველად დეკანს რომ ვუთხარი კარგები არიანთქო შუბლზე აუვიდა თვალები… (მისი სახე არ მავიწყდება)

არადა ჩვენი გაცნობა ზუსტად ისე მოხდა როგორც არ მინდოდა…

პირველი ლექციის ჩასატარებლად რომ მივედი რექტორის კაბინეტთან დამხვდნენ, რაღაცას აპროტესტებდნენ მე როგორც გავიგე, დიდად არც დავინტერესებულვარ, მაგრამ რაც ძალიან არ მესიამოვნა ის იყო რომ ჯერ ერთი პირველი ლექცია ამის გამო გამიცდა და მეორე მოკლე წარდგენის გაკეთება რექტორის კაბინეტში მომიწია…

არც ისე კარგად დაიწყო, მაგრამ თავიდანვე მქონდა იმედი რომ ყველაფერი გამოვიდოდა და დავაინტერესებდი, რამეს მაინც ვასწავლიდი და დროს უქმად არც მე და არც ისინი არ დავკარგავდით…

მგონი ეს გამოვიდა…

შემდეგ ლექციაზე პატარა სურპრიზები მინდა გავუკეთო და იმედია გაუხარდებათ…

და რითიც დავიწყე… დღეს შუალედური წერა ქონდათ და უნდა დაეწერათ როგორ მოეწონათ, არ მოეწონათ, რას ელოდნენ, რას არ ელოდნენ, მოკლედ შთაბეჭდილებები ახალი მედიის კურსის შესახებ…

დღეს პირობა მივეცი რომ მეც დავწერდი ჩემს შთაბეჭდილებას რომ უფრო სამართლიანი ყოფილიყო…

და აი პირობაც შევასრულე 🙂

რაც მთავარია წარმატებები “ჩემებს” იმედი მაქვს ყველაფერს მიაღწევენ რაც მიზნად აქვთ დასახული.. 🙂

დამთავრდი

%(count)s კომენტარი

ვერ ვწერ… დეკემბერში ვიცლები და მილეული წელივით მეც ვმთავრდები, ვცოტავდები, ვპატარავდები და ვთავდები…

ყველაზე მეტად რა არ მიყვარს რომ მკითხო დეკემბერია…

მოგონებებითაც, განწყობითაც და ზოგადად არ მიყვარს დეკემბერი…

დღეს დილით 7 ზე გამეღვიძა ცხოვრებაში პირველად… მარტო დეკემბერში თუ დამიფრთხებოდა ასე დილის ძილი…

და ყავის სმის დროს ვფიქრობდი რატომ მიყვარდა ასე ძალიან ახალი წელი, ის ჰომ დეკემბერშია…

და მივხვდი ახალი წელი კი არ მიყვარს, 31 დეკმებერი რომ არის და 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1 იანვარია, ეს მიყვარს…

ფორუმზე დაკარგული პოსტი

დატოვე კომენტარი

კი არ მომბეზრდა და დავიღალე კი არა, გადავეჩვიე, ან უფრო ავითვალწუნე არადა გული ავიცრუე, უფრო სწორად დავიზარე კი არა დავივიწყე და უბრალოდ კიდევ ერთხელ დავპოსტე ამ თემაში

ფიქრის ჯუჯის მოტყუების 10 გზა

4 Comments

ყველა ნორმალურ ადამიანს ჰო ყავს მუზა და მე მყავს პატარა ფიქრის ჯუჯა… ყველაფერი რასაც მე ვფიქრობ სანამ თქმას ან დაწერას მოვასწრებ მპარავს და ყლაპავს… ამ ბოლო დროს ძალიან გამისუქდა და დიეტაზე მინდა დავსვა… უნდა მოვიტყუო და ჩემი ფიქრები მოვპარო…

თორემ ნამცეცებით დაკმაყოფილება მიწევს ბოლო დროს…

მხოლოდ როცა ცუდად ვარ, უხასიათოდ ან რამე პრობლემა მაქვს, მაშინ ვეცოდები ეტყობა და საცოდავად ერთ ორ არაფრისმაქნის და მეორად ფიქრს მომიგდებს ხოლმე, მაინც რით დავიმსახურე მისგან ასეთი მოპყრობა მიკვირს…

ასეთი ცუდი და უგემური ფიქრები მაქვს რომ სულ უმადურია, თუ ისეთი გემრიელია რომ ვერ იმეტებს???

ნებისმიერ შემთხვევაში მჭირდება გზები ფიქრის ჯუჯის მოსატყუებლად…

პირველ რიგში

1. გაციების საწინააღმდეგო წამლების მიღება შევწყვიტე, რომ ცოტა სიცხე მაინც ამიწიოს და შევებრალო
2. ხასიათს ვიფუჭებ? ახლა ვარ კარგ ხასიათზე ზუსტად როცა არაფერში მჭირდება
3. მისი ყოველნაირად დამცირება
4. საკუთარი ფიქრებისა და ნააზრევის მიწასთან გასწორებას, რომ არ შეერგოს :))))
5. მისი იგნორირება, რომ იფიქროს თითქოს დამავიწყდა და თავის შეხსენება მოუნდეს
6. თავში გაჩენილი აზრისა და ფიქრის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, რომ ბოლოს და ბოლოს თუ აქამდე ჩამოთვლილმა ხუთმა პუნქტმა არ იმოქმედა მოვიდეს და დამელაპარაკოს
7. ყოვლად უგემოვნო ფიქრების ხელოვნურად გავრცობა, იმისთვის რომ ხელი ჩაიქნიოს და ჩემს მიერ “წარმოებულ” უგემოვნო “პროდუქტზე” უარი თქვას, რაც დამეხმარება წარმატებით განვახორციელო მერვე პუნქტი
8. პერიოდულად ხარისხიანი ფიქრების გავრცობა, იმისთვის რომ მოდუნებულ ფიქრის ჯუჯას, რომელიც ჩემგან უკვე კარგს არაფერს ელის ფიქრი მოვპარო და მივითვისო :)))
9. დავწერო რაც შეიძლება ბევრი სისულელე მის შესახებ, იმისთვის რომ პროტესტის გრძნობა გაუჩნდეს, მდგომარეობიდან გამოვიდეს და დაამტკიცოს რომ მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაყოფი არ არის და ის ნამდვილად არსებობს
10. და ბოლოს, მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილისა ჩემს ფიქრის ჯუჯას მინდა ვუთხრა რომ მიყვარს და ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ არ მიმატოვოს… :)))))

პირველად იყო სიტყვა

5 Comments

დღეს დიდი დღეა… ჩემს გადაცემას დღეს სული უნდა ჩავუდგა და ხვალ გავაცოცხლო…

დღეს ქუდებს ვწერ უკვე… მთელი რიტუალი იყო ჩემთვის საუნდის არჩევა გადაცემისთვის…

ხვალ პილოტი მექნება…ხელში მეჭირება და ალბათ ასჯერ მაინც მოვუსმენ და ვიტყვი რომ უკეთაც შემეძლო…

ვნერვიულობ, განვიცდი, ვღელავ და რაც მთავარია ბედნიერი ვარ…

დღეს ყველაზე სექსუალური, პრეტენზიული და ამბიციური გადაცემა დაიბადება…

ღორის გრიპის მოლოდინში :)

%(count)s კომენტარი

გუშინ მეგონა ალერგია მქონდა და იმიტომ მქონდა სპაზმები…

დღეს დილით უკვე მივხვდი რომ გაციებაა ან უარესი… გაურკვეველი წარმოშობის ვირუსი…

არადა ყოველთვის როცა რამე ძალიან მინდა არასდროს გამომდის, როცა არც ისე ძალიან, ადვილად…

დღეს რადიოწამყვანების კონკურსზე კარაოკე უნდა მემღერა და მთელი “მწვანე ტალღა” ჩემს იმედზე იყო, ჰოდა მგონი იმედები გავუცრუე, იმიტომ რომ ჯერ ერთი ვერ და მეორეც არ ვიმღერებ ესეთი ყელით…

გული დამწყდა… კარაოკეს მანიაკი ვარ…

კარაოკეს და დღევანდელ კონკურსს რომ თავი დავანებო, საქართველო ღორის გრიპის ეპიდემიის ზღვარზე რომ არის ბოლო 1 კვირაა ვკითხულობ და დღეს გამიჩნდა გენიალური იდეა… რომ ღორის გრიპი მაქვს :)))) ან რამე ახალი ვირუსი…მუტირებული ღორის გრიპის ვირუსი :)))

არადა მართლა…

პ.ს. მგონი სიცხე მაქვს და ვბოდავ…

Older Entries

%d bloggers like this: