ზამთრის მეორე დღეს რა ხდება… ძლივს ავდექი ჯერ კიდევ დამრჩა ალკოჰოლი ორგანიზმში… 2 დღის წინ ანუ შემოდგომის ბოლო დღეს ჩემი დიდი სიყვარულის დაბადების დღე იყო და ახლა ზამთრის მეორე დღესაც ჯერ კიდევ ისე არ ვარ როგორც უნდა ვიყო… როგორც ჩანს 1 ბოთლი კონიაკი 20 წლის დაძველებით სადღაც ტვინში მიდევს და ყველაფერში ხელს მიშლის…
რას ვამბობდი, დილით რომ ავდექი დიდის გაჭირვებით და ვისაუზმე??? სარკეში არც ჩავიხედე ისე გამოვედი, დეპრესია რომ არ დამწყებოდა… ესე უფრო ადვილად ვიჯერებ რომ არც ისე ცუდად გამოვიყურები… ეხლა სამსახურში ვარ, ყავა დავლიე, მოვწიე, კიდევ დავლევ ყავას არ მიშველის, მაგრამ მაინც იმედით დავლევ რომ მიშველის…
მოვიწყინე, დავიღალე, მეძინება და ვიფიქრე დავწერთქო…რაღაცის დაწერა მინდოდა და ვერ ვიხსენებ…
პ.ს. დიახ… გამახსენდა… მინდოდა დამეწერა რომ ზამთარზე ვგიჟდები ისე მიყვარს…
თანაც ჯერ კიდევ გუშინ, მაგრამ მხოლოდ დღეს მივხვდი რომ უკვე ზამთარია… მომიტევეთ…
დეკ 02, 2009 @ 19:52:47
ზოგჯერ ზამთარი მართლაც კარგია,,,,, ოგონდ თოვლჭყაპს ვერ ვიტან…. ყველაზე მაგარია დილით რომ ადგები გაიხედავ ფანჯრიდან და დაინახავ თოვლით დაფარულ ტოტებს, დაბლა რო დახრილან სიმძიმისგან,,, დაფიფქულ გზაზე, რომ მიაბიჯებ და ტოვებ შენს ნაფეხურებს… 🙂 მაგარია არა..
დეკ 02, 2009 @ 20:16:07
ani ragacnairad miyvarxar, arvici , ai ragacnairad ra :user:
დეკ 03, 2009 @ 07:15:12
გმადლობ ყურადრებისთვის… და საერთოდ ერთგულებისთვის, ჩემი მკითხველის ფანი ვარ :)))))
დეკ 03, 2009 @ 10:55:34
20 წლის დაძველების კონიაკი, თუნდაც ერთი ბოთლი, ფანტასტიურია, მაგრამ მეორე დილით ყავა, უმჯობესია, სამსახურის მაგივრად სადმე, რომელიმე ძველი უბნის ღია კაფეში დალიო.. მხოლოდ ყავა და სიგარეტი. წვრილი და გრძელი. თან თუ დეკემბრის დილაა, მზიანი და ჯერ კიდევ რომ ძალიან არ ცივა, რაღაც საყვარელი, კომფორტული და გემრიელი უნდა გეცვას, მაგიდაზე სიგარეტის კოლოფი, სანთებელა და სათვალე უნდა გედოს და არსად არსად არსად გეჩქარებოდეს…
აი ასეთი კონიაკი მიყვარს მე 🙂
დეკ 03, 2009 @ 11:18:03
კაპუჩინო :)))) მნიამ მომეწონა…
დეკ 03, 2009 @ 12:51:31
კარგი ზამთრის დილა გამოვიდა 🙂
იან 10, 2010 @ 16:48:54
me ar vici mikvars tu ar mikvars zamtari..xan ki xan ara..ertaderti ram rac martla mikvars..es satobad gamzadebuli mogrubluli ca da garindebuli are_marea..