ერთი ლექციაღა დარჩა და დასრულდება. მთელი სემესტრი გავიდა უკვე…
დღეს გვქონდა ბოლო შუალედური წერა, კარგები არიან… მე მომეწონა ძალიან, იმედია კიდევ წავუკითხავ რამეს მომავალ სემესტრში…
მონდომებულები არიან ძალიან… ფაქტიურად არაფერი იცოდნენ, ზოგს კომპიუტერთან შეხებაც კი არ ქონდა აქამდე და ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგეს ამ ერთ სემესტრში…
მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ…
არადა მახსოვს ამ ჯგუფს რომ მაბარებდნენ მითხრეს რთული ჯგუფიაო..
და პირველად დეკანს რომ ვუთხარი კარგები არიანთქო შუბლზე აუვიდა თვალები… (მისი სახე არ მავიწყდება)
არადა ჩვენი გაცნობა ზუსტად ისე მოხდა როგორც არ მინდოდა…
პირველი ლექციის ჩასატარებლად რომ მივედი რექტორის კაბინეტთან დამხვდნენ, რაღაცას აპროტესტებდნენ მე როგორც გავიგე, დიდად არც დავინტერესებულვარ, მაგრამ რაც ძალიან არ მესიამოვნა ის იყო რომ ჯერ ერთი პირველი ლექცია ამის გამო გამიცდა და მეორე მოკლე წარდგენის გაკეთება რექტორის კაბინეტში მომიწია…
არც ისე კარგად დაიწყო, მაგრამ თავიდანვე მქონდა იმედი რომ ყველაფერი გამოვიდოდა და დავაინტერესებდი, რამეს მაინც ვასწავლიდი და დროს უქმად არც მე და არც ისინი არ დავკარგავდით…
მგონი ეს გამოვიდა…
შემდეგ ლექციაზე პატარა სურპრიზები მინდა გავუკეთო და იმედია გაუხარდებათ…
და რითიც დავიწყე… დღეს შუალედური წერა ქონდათ და უნდა დაეწერათ როგორ მოეწონათ, არ მოეწონათ, რას ელოდნენ, რას არ ელოდნენ, მოკლედ შთაბეჭდილებები ახალი მედიის კურსის შესახებ…
დღეს პირობა მივეცი რომ მეც დავწერდი ჩემს შთაბეჭდილებას რომ უფრო სამართლიანი ყოფილიყო…
და აი პირობაც შევასრულე 🙂
რაც მთავარია წარმატებები “ჩემებს” იმედი მაქვს ყველაფერს მიაღწევენ რაც მიზნად აქვთ დასახული.. 🙂
დეკ 18, 2009 @ 13:20:09
:))))
დეკ 18, 2009 @ 13:35:25
usayvarlesi xar ani……..da zalian miyvarxar,,,martlac bevri ram viswavlet shengan
დეკ 18, 2009 @ 13:40:13
ესე იგი პირველი პოსტი ჩემი სტუდენტისგან :)))) მადლობა :)))
აბა ვნახოთ რამდენი სტუდენტი კითხულობს ჩემს ბლოგს :))))
დეკ 21, 2009 @ 18:40:59
აი მეც ვკითხულოობ.. 😀 მაგარია ძაალიან ბევრი ვისწავლეეეე .. :*
იან 04, 2010 @ 09:41:25
zalian kargi xar HAG…