გუშინ ერთად შევხვდით ახალ წელს… დავლიეთ… ბევრი დავლიეთ… არაყი…
მერე მახსოვს რომ მანქანით მივდიოდით… მერე მახსოვს რომ გაჩერდა მანქანა და მერე მახსოვს მაგიდას ვალაგებდი…
შუალედებში რა ხდებოდა ახლაც ვერ ვიხსენებ…
მერე აბაზანაში აღმოვჩნდი და მახსოვს ვთხოვე დარჩენილიყო ოღონდ მერე არაფერი მახსოვს… 😀
მერე მახსოვს რომ ექიმ ჰაუსს ვუყურებდი… გამოდის რომ აბაზანიდან რომ გამოვედი გადმოვწერე, მერე ფლეშზე გადავწერე, მაგრამ ამდენს ვერ მოვასწრებდი, იმიტომ რომ დილის 4 საათზე მოვედი სახლში და 6 საათზე ეს ყველაფერი უკვე მომხდარი იყო ჰაუსიც ნანახი მქონდა და უკვე ვიძინებდი…
ანუ სადღაც იმ დროს როცა ვალაგებდი ალბათ კომპიუტერი ჩავრთე და გადმოწერა დავიწყე, მერე აბაზანიდან რომ გამოვედი ალბათ ფლეშზე გადმოვწერე…
როგორ დავწექი არ მახსოვს…
ბუნდოვნად მახსოვს რომ ძალიან მაგარი სექსი მქონდა… შეგრძნებები მახსოვს… ოღონდ დარწმუნებული არ ვარ… რომ მქონდა… მაგრამ კარგი იყო ყველა შემთხვევაში…
ოღონდ მგონი ჰაუსის ყურებამდე მქონდა, იმიტომ რომ ეგრევე დავიძჲნე რომ დამთავრდა … დილის ექვსზე …
დღეს დილით გავიღვიძე ადრე… ავდექი და საწოლთან ცხოვრებაში პირველად დამხვდა დალაგებული ტანსაცმელი რაც უნდა ჩამეცვა : ))))
ეტყობა გუშინ მივხვდი რომ გამოუძინებელი ვერ მივხვდებოდი რა ჩამეცვა და ცხოვრებაში პირველად მოვიმზადე, ოღონდ არც ეს მახსოვს…
აბაზანაში როგორ მოვხვდი არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს ის მომენტი სარკეში რომ ჩავიხედე… შემეშინდა…
სახე დავიხატე რასაც ქვია და მერე მახსოვს კიბორგამ დამირეკა მე მივედიო… მანამდეც არ მახსოვს როგორ მაგრამ უკვე მანქანაში ვიჯექი…
დათომ მკითხა გუშინ ჰაუსს ბოლომდე უყურეო და მოვუყევი თავიდან ბოლომდე მთელი სერია… ერთადერთი რაც ნათლად მახსოვს ჰაუსია, დეტალებიც კი მახსოვდა…
მივედი და მახსოვს უკვე იქიდან ყავს რომ ვსვამდი… მერე რაღაცეები ბუნდოვნად…
მახსოვს ეთერი მქონდა მაგრამ რას ვკითხულობდი არ მახსოვს…
მერე კიდე მახსოვს კიბორგა, მუსიკა მახსოვს და რაღაცეებს ვტვირთავდი…
საკრედიტო ბარათი მივეცი არტურს პინკოდით???
შევუცვლითქო… შევუცვლი!!!
მერე გვიან უკვე თათიას ვუყვებოდი ამას რაც მახსოვდა და გამახსენდა რომ აბაშმაძეს დავურეკე გვიან და ვერ ვიხსენებდი რატომ დავურეკე…
ლიფტი მახსოვს და თათის ვეუბნებოდი გამახსენდა გუშინ გვიან სახლში რომ მოვედი გადავწყვიტე რომ ზუბროვკა ჩამესხა სხვა ბოთლში… ძაბრი ვერ ვიპოვნე და ასე ჩავასხი ძაბრის გარეშე ერთი ბოთლიდან მეორეში, ოღონდ წვეთი არ დამიქცევია და ისე გამიხარდა რომ აბაშმაძეს დავურეკე რომ მეთქვა ზუბროვკა ერთი ბოთლიდან მეორეში ძაბრის გარეშე ჩავასხი და წვეთი არ დამიქცევიათქო… ოღონდ დილის 5 საათზე..
აბაზანაში არისო… მერე დამავიწყდა დამერეკა…
მერე თათიამ მკითხა რატომ ასხავდი სხვა ბოთლში თუ ესხა ისედაცო? და გამახსენდა რომ რატომღაც მინდოდა რადიოში ამეტანა და დამელია დილით… ოღონდ რატომ ვასხავდი მაინც ვერ გავიხსენე…
ეს ბოლო ნახევარი საათის წინ იყო მაგრამ მაინც ბუნდოვნად მახსოვს…
იან 14, 2010 @ 21:43:55
შესანიშნავია! 🙂
იან 14, 2010 @ 21:45:38
ჰაგ, გადაცემა რა რადიოშია, რა სიხშირეზე, რა დღეებში და საათებზე?
იან 15, 2010 @ 06:06:05
🙂 likeeeeeeee 🙂
იან 15, 2010 @ 08:34:45
ჰაჰ..გადასარევია : D
სასიამოვნო შეგრძნებებია)))
იან 15, 2010 @ 09:55:24
Dv0rsky
107.4 მწვანე ტალღაზე იქნება, თებერვლიდან დაიწყება 😀
იანვრიდან ვგეგმავდი მაგრამ ვერ გავთვალე 😦
იან 15, 2010 @ 10:42:56
ზე პოსტი იყო
იან 15, 2010 @ 11:03:24
ჰაუზი როგორ შეიძლება არ დაგამახსოვრდეს : ))
იან 15, 2010 @ 23:03:40
he he … hausii chemi tkivilia 🙂 bolo sezoni vervishove versad .. ufro sworad vnaxe netshi da ubrallod dzalian gawcheda rom vwerdi da azri agar qonda gadmoweras 🙂
gadacema gadasarevia , tan radioshi:)
rom daiwyeba mogismen xolme… 🙂
mec ragac egets vapireb… netav gamomicides… yvelaze matd axla eg minda….
p.s. simtvrale dzalian magaria : )