წარმატებისთვის მარტო ის არ არის საჭირო რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდე…
წარმატებისთვის მნიშვნელოვანია საშუალოდ კეთება არ შეგძელოს, იმის მიუხედავად როგორია ანაზღაურება, გარემო, სად ხარ და რას აკეთებ…
წარმატებისთვის მნიშვნელოვანია რომ ზუსტად გახსოვდეს რა გინდა და უფრო მნიშვნელოვანია არ დაგავიწყდეს…
კიდევ საჭიროა ცოტათი იდეალისტი იყო და უფრო მეტად გიჟი, იმიტომ რომ უარი თქვა ძალიან სარფიან შემოთავაზებაზე, მაგრამ ისეთზე რომელიც შენს მიზანთან არ მიგიყვანს…
მე რომ რადიოში დავიწყე მუშაობა, მას შემდეგ ორი ძალიან სარფიანი შემოთავაზება მქონდა ტელევიზიიდან, მაგრამ უარი ვთქვი მხოლოდ იმიტომ რომ ის ჩემს მიზანთან არ მიმიყვანდა…
მანამდეც მითქვამს უარი რამდენიმე ისეთ წინადადებაზე, რომელსაც რომ დავთანხმებულიყავი ახლა “ძალიან წარმატებული”, ოფისში გამოკეტილი, ერთი მოწყენილი და ძალიან დეპრესიული ქალი ვიქნებოდი, ბევრი იდეებით რომლიდანაც ერთსაც ვერ განვახორციელებდი და რაც მთავარია ძალიან უკმაყოფილო ვიქნებოდი იმით რასაც გავაკეთებდი. ერთი “რიგითი” დემოტივირებული თანამშრომელი, რომლის იდეები ოთხ კედელში იქნებოდა გამოკეტილი…
ჩემი მიზანი უფრო შორს მიდის და იმისთვის რომ წარმატებისთვის მიმეღწია ბევრჯერ მომიწია ძალიან “გემრიელ ლუკმაზე” უარი მეთქვა და გარშემომყოფებისგან საყვედურებიც კი მომესმინა იმის თაობაზე როგორი სულელი ვარ, როგორ ვინანებ და რომ ასეთი შანსი მეორედ არ მექნება…
მაგრამ მთავარია გინდოდეს…
მე ვარ ბედნიერი რომ ვარ იმ იშვიათ ადამიანებს შორის რომლებიც იმას აკეთებენ რაც მოსწონთ…
ადვილი არ არის იმიტომ რომ ამისთვის მსხვერპლია საჭირო…
თეორიულად ბევრს რომ კითხოთ, აუცილებლად გიპასუხებენ “კი მიზნის მისაღწევად ბევრ სხვა რამეზე უნდა თქვა უარიო”, მაგრამ ყველაზე მთავარი ავიწყდებათ, რომ ის “სხვა” ხშირად ძალიან მომხიბვლელია და სწორედ ამაში მდგომარეობს “უარის თქმის” სირთულე…
ამიტომ არის საჭირო იყო იდეალისტი და თანაც გიჟი, რომ მიზანს თვალი არ მოაშორო…
ეს ყველაფერი ბავშვობაში ასეთი მარტივია… აი მაგალითად ალადინი ჰო ყველას გახსოვთ, ძვირფასეულობით სავსე გამოქვაბულში ჯინის ლამპარის წამოსაღებად რომ შევიდა და არაფრისკენ თვალი არ გაექცა…
ეს ჰო ასეთი ბუნებრივი იყო ბავშვობაში, რომ ძვირფასეულობა არ უნდა აეღო და სწორედ ამიტომაც იყო მთავარი გმირი…
მაშინ რატომ მოხდა, რომ ჩემს გარშემო მყოფებიდან ბევრმა გამოქვაბულში ჯინის ლამპარი დაივიწყა და ძვირფასეულობამ თვალი მოჭრა…
რატომ დაივიწყეს ის რისთვისაც შედიოდნენ, 2 წლის ასაკშიც კი ხვდებოდნენ რომ მიზნისთვის თვალი არ უნდა მოეშორებინათ და მისთვის მსხვერპლიც კი უნდა გაეღოთ…
9 თვის წინ რადიოში აბსოლუტურად გამოუცდელი რომ მივედი და ნიუსების წამყვანობაზე დავთანხმდი, ჩემი მიზანი ნიუსების წამყვანობა არ იყო… ჩემი გადაცემის იდეა მქონდა, მინდოდა რომ ჩემი ხმა ყველასთვის ნაცნობი და ახლობელი ყოფილიყო, “ცოტა” რომანტიულია ვიცი… მაგრამ სხვებს უნდათ ცნობილი სახეები გახდნენ და მე მინდა ნაცნობი ხმა ვიყო…
დღეს კი გადაწყდა რომ არა მარტო ჩემს საავტორო გადაცემას, არამედ კიდევ ბევრისთვის ცნობილ “ამბასადორს”, “დილის სასამართლოს” და “მოგზაურთა კლუბსაც” წავუძღვები…
ასე რომ პირველი თებერვლიდან ჯერ კიდევ საინფორმაციო გამოშვების წამყვან ანა სიდამონიძეს, კვირაში ოთხჯერ, დილის 10-დან 12-მდე 107.4-ზე, “მწვანე ტალღის” ეთერში შეგიძლიათ მოუსმინოთ
დღეს ვიგრძენი, რომ მე როგორც ალადინი გამოქვაბნულიდან ჯინის ლამპარით ხელში ისე გამოვედი, რომ ვერცერთმა ძვირფასმა თვალმა ვერ მაცდუნა და თვალი ვერ მომჭრა…
გამოდის რომ წარმატების ფორმულა იმაში კი არ არის, რომ დათანხმდე და “შანსი” ხელიდან არ გაუშვა, არამედ იმაში, რომ შეგეძლოს უარის თქმა და შენი ჯინის ლამპარის პოვნა…
იან 17, 2010 @ 10:23:41
ძნელია. რთულია. მაგრამ შესაძლებელია
იან 17, 2010 @ 13:00:41
სასიამოვნო ბლოგია..
ისე ჰო გეთანხმები აბსოლუტურად.. რომ ვკითხულობდი მეგონა ჩემზე წერდი რაღაც მომენტში.. და მართლაც სწორადდ თქვი.. წარმატება არ ნიშნავს რაღაც სარფიან შემოთავაზებები მიიღო.. წარმატება ჩემთვის ძალიან ისეთი საკრალური თემაა.. ეს არის აკეთებდა იმას რაც შენ გიყვარს და გაინტერესებს.. დილით თვალებს ახელდე და ენთუზიაზმით აღსავსე დაფრინავდე იმაზე ფიქრში რომ დღეს ისევ ის საქმე უნდა აკეთო.. ეტსეტერა… 😀
იან 17, 2010 @ 17:22:17
მომეწონა პოსტი:) მართალი ხარ
იან 20, 2010 @ 12:35:18
ვაუ მაგარი იყოოო
იან 22, 2010 @ 08:27:13
just like 🙂
აგვისტო 14, 2010 @ 19:50:50
axla saqmeshi gamoiyenet es posti!
იან 08, 2011 @ 20:29:11
საინტერესოა ამ საკითხებზე მეც ბევრი მაქვს ნაფიქრი და ჩემთვის ვწერ ხოლმე ჩემს მოსაზრებებს.. ასევე მიყვარს ბრძნული გამონათქვამები… და სხვების შეხედულებები თუ როგორ შეიძლება წამატების მიღწევა.
რომ იტყვის ადამიანი წარმატებას მინდა მივარწიო, იმ წუთში ამბიციურ ადამიანად ჩათვლიან, მაგრამ მერე რა.. აბა ვიჯდეთ გულხელდაკრეფილნი და ველოდოთ როდის დაგვეხმარება სხვა…
ვფიქრობ რომ სულ “მომეცი” არ უნდა გვეკეროს პირზე და გაცემაც უნდა შეგვეძლოს… ისე საქართველოში ყველა თავდაუზოგავად, რომ მუშაობდეს ძალიან კარგი იქნებოდა ამით ერთმანეთს კარგ მაგალითს მივცემდით და მალე ფულიც გამოჩნდებოდა… გვერდს ვერ ავუვლი იმ საკითხს რომ მთავარი მოტივაცია და სტიმულის მომცემი ფულია…
მოკლედ ვიყოთ თავდაუზოგავები, ვათიოთ ბევრი ღამე თუ საქმეს სჭირდება, და ყველაფერი კარგად იქნება…
თებ 07, 2015 @ 20:37:09
^_^ რა ნაცნობია ეს ყველაფერი,თუმც მე კიდევ ჩემი მიზნისკენ მიმავალ გზაზე ვიმყოფები,ბევრი “კეთილმსურველებითურთ ” :)))