რამდენიმე დღეა ყველა ჯეოსტარზე წერს, მანამდე ყველა საუბრობდა :))) უფრო ადრე უმესიჯებდა და ოდესღაც იდეაც იყო.
იდეა სავარაუდოდ იყო გაეკეთებინათ პოპულარული, გასართობი, მუსიკალური გადაცემა, რომელიც ახალ სახეებს შექმნიდა ქართულ რეალობაში…
რა მივიღეთ… ნუ პოპულარული დიახ, გასართობი ხშირად მათთვის ვინც მუსიკის მოყვარული არ არის… თუმცა გულახდილად რომ ვთქვა ეს კონკურსია და მე დამიჭერია ჩემი თავი როცა ვერ ამიტანია და ჩამიწევია კიდეც ტელევიზორისთვის, ან საერთოდ გადამირთავს…
მაგრამ სნობიზმი დამიძლევია, იმიტომ რომ ეს კონკურსია და იმიტომ რომ მიუხედავად ყველაფრისა ჩემი თავიც კი დამიყენებია კონკურსანტების ადგილას როცა ერთ კვირაში შეიძლება ძალიან სერიოზული და რთული კომპოზიცია გქონდეს მოსამზადებელი…
დღეს კვირაა, არც ვმუშაობ, არც მაინცდამაინც გადატვირთული ვარ და უამრავი დრო მქონდა ყველა პოსტი წამეკითხა რაც კი ჯეოსტარზე დაიწერა, უმეტესობა იყო უარყოფითი და არც მე მომწონს ბევრი რამ ამ პროექტში, მაგრამ…
ეს არის რეალურად პირველი ასეთი სახის პროექტი საქართველოში, რომელმაც ასეთი პოპულარობა მოიპოვა… საიდანღაც უნდა დაიწყო… ფაქტია რომ პირველი ჯეოსტარიდან დღემდე პროგრესია…
ეს კონკურსანტებზეც აისახება, რეპერტუარზეც და იმაზეც ვის უჭერს მხარს მაყურებელი…
მე ვუყურებდი ჯეოსტარს ყოველ კვირა… არა იმიტომ რომ განსაკუთრებული და განუმეორებელი შესრულება მომესმინა რომელიმე კომპოზიციის, არამედ იმიტომ რომ მაინტერესებდა რას იზავდნენ ეს ადამიანი, როგორ შეასრულებდნენ, რას იმღერებდნენ, როგორ გამოუვიდოდათ…
გამეცინა სულელურ შეცდომებზე, მომწონებოდა კარგი შესრულება ან ხმა დამეწია საშინელი მუსიკალური ნომრის დროს… მაგრამ შანსი მიმეცა ჯეოსტარელებისთვის და მიუხედავად ყველაფრისა მაინც მომესმინა მათი გამოსვლები
პ.ს. მომიტევოს იმედგაცრუებულმა მკითხველმა, რომელიც ელოდა რომ პოსტი ჟიურის სუბიექტურობასა ან ნაკლებზე, მონაწილეების უსმენობასა ან უნიჭობაზე და გულშემატკივრის უგემოვნობაზე იქნებოდა : ))))
ჩემი პოსტი სპეციალურად ნიჭიერისთვის ჯეოსტარზეა, პროექტზე რომელიც დამწყები მომღერლისთვის ან უბრალოდ თამამი, მაგრამ არც ისე ნიჭიერი ადამიანებისთვის ცხოვრების საინტერესო ეტაპია
იან 17, 2010 @ 14:02:03
ვინ ამბობს რომ ცუდია, ძაან მაგარი პროექტია!
სამაგისო მონაცემები რომ მქონდეს აუცილებლად გავიდოდი :yes:
იან 18, 2010 @ 08:44:10
მე ყოველ ორშაბათს ვერ ვუყურებდი, მაგრამ როცა ვუყურებდი, უფრო მეტი კარგი შესრულება მახსოვს ვიდრე საშინელი.
მოკლედ მიხაროდა თუ სახლში აღმოვჩნდებოდი, თანაც ტელევიზორთან და ამ დროს “კურიერს“ ან “ქრონიკას“ ან რამე მსგავს მარაზმს კი არ ვუყურებდი, არამედ “ჯეოსტარს“. მე გავერთე, ტქვენი არ ვიცი! 😉
იან 19, 2010 @ 23:20:32
mec davcere posti 🙂
da mec vgebulob monacileobas am konkurshi 🙂
ar vici ratom 🙂
good luck 🙂
იან 20, 2010 @ 06:27:43
BloggerGirl: იმდენი პოსტი წავიკიტთე ამ ბოლო დროს ჯეოსტარზე რომ, მაგრამ შენი უნდა მახსოვდეს წესით… ალბათ არ წამიკითხავს… გამოვასწორებ : )))