ზაფხულისგან გათანგული, სასტუმროს ძებნაში სადმე საქართველოს ფარგლებში. კრიტიკულ სიტუაციაში, როცა 1 დღე გაქვს არჩევანისთვის სად წახვიდე დასასვენებლად, ღამის 12 საათია, ამიტომაც არ გპასუხობს მობილურზე უმეტესობა და ასეთ დროს ხვდები რა გჭირდება ყველაზე მეტად. კი დასვენება მჭირდება!

უშედეგო ძიებისგან გაქანცულმა გადავწყვიტე ჩემი გალაქსი ს3-სთვის, რომელიც ჯერ არც კი მიყიდია, ლამაზი ქავერი შემერჩია ამაზონზე. ავარჩიე სამი ფერის. ოქროსფერი, შავი და ვარდისფერი. უცბად მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრების ეს რამდენიმე წამი უნიჭო რომანის ერთადერთი საინტერესო აბზაცივით იყო. როცა კითხულობ და ხვდები, რომ ნაგავია, მაგრამ უცბად კარგი ფრაზა გამონათდება.

რამდენი რამე მაქვს რაც არ მჭირდება. საერთოდ არაფერში მჭირდება. მაგალითად ზამთარში ჰო ერთი პალტოც გამათბობს, მაგრამ მე სამი მაქვს ფერებით, კურტკები, თბილი, ბეწვით, უბეწვოდ. ფეხსაცმელი ჰო ჩემი სისუსტეა, აი რატომ, რაში მჭირდება 28 წყვილი ფეხსაცმელი ამიხსნას ვინმემ. სეზონი გადის და ვერ ვიცვამ. ერთი ფეხსაცმელი მაქვს სულ ერთხელ მეცვა ზუსტად და საერთოდ რაში მჭირდება 3 გარდერობი ტანსაცმელი. ან  6 დუშგელი ხასიათის მიხედვით, ჰო არის სისულელე, ერთით ვერ ვიბანავებ? ყველაფერი რაც ჩემს გარშემოა ან იმის 99% საერთოდ არაფერში მჭირდება. იმისთვის რომ ვიცხოვრო ზუსტად ისე როგორც ახლა და ვიყო ბედნიერი, ამ ყველაფრის 1 პროცენტიც მეყოფოდა.

ეს ყველაფერი გავიფიქრე ასე 2 წამში და ამოვიღე ვიშლისთიდან ვარდისფერი და შავი ქავერი🙂 კი ჩემი მომავალი ტელეფონისთვის ოქროსფერი ქავერიც საკმარისია გავიფიქრე კმაყოფილმა და ნამუსდამშივდებულმა