2008 წელი იყო ყველაზე საშინელი წელი ჩემს ცხოვრებაში. ამ წელს დავკაგრე ბავშვი, მერე დათო იყო ომში და საერთოდ ომი იყო და ამ წელს დამისვეს ტუბერკულოზის დიაგნოზი.
ყველაფერი დაიწყო იმით რომ ჩვეულებრივად გავცივდი. ნუ თავიდან ასე მეგონა. სურდო, ხველა და დაბალი სიცხეები. მერე სურდომ გამიარა, სიცხესაც შევეჩვიე და რომ ვეღარ ვგრძნობდი აღარ გამისინჯავს, ამიტომ ჩავთვალე აღარ მქონდა, ხველა დამრჩა. პირველი კვირის განმავლობაში დამეწყო ზიზღი საჭმელის მიმართ, მაღიზიანებდა ყველა და ყველაფერი. გავხდი აგრესიული და ნერვული. რაც ყველაზე მეტად არ მახასიათებს სულ დაღლილი ვიყავი და ვგრძნობდი ყოველ დღე როგორ ვკარგავდი სასიცოცხლო ძალას. შეიძლება ეს პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ ზუსტად ამას ვგრძნობდი. მეორე კვირას უკვე საჭმლის დანახვაზეც კი გული მერეოდა. დავიკელი 10 კილო და ცხოვრებაში პირველად დღის 2 საათზე დავწექი და დავიძინე. ცხოვრებაში პირველად იმიტომ რომ მართლაც არც მანამდე და არც მას შემდეგ დღისით არ მძინებია. დედაჩემმა რომ გაიგო მეძინა, როგორც ახლა ამბობს, მაშინ შეეშინდა პირველად.
გავიღვიძე სადღაც 4 საათისთვის და როგორც ახლა ზუსტად ვიცი, რომ ერთ ტონიან ტვირთს ვერ ავწევ, ისე ვიყავი დარწმუნებული რომ ჩემი სხეულის ლოგინიდან აწევის ძალა უბრალოდ არ მქონდა და ძილი განვაგრძე. მერე უკვე მახსოვს, რომ თვალი გავახილე და დავინახე სასწრაფოს ექიმები, დათო, დედაჩემი. მე ვიყავი შიშველი და ყინულები და სველი პირსახოცები მეყარა ზედ. მეძახდნენ და მასულიერებდნენ. ცოტა რომ გადამივიდა ბინდი თვალებიდან დავინახე როგორ ამდიოდა ორთქლი სხეულიდან.
მანამდე რა მოხდა დათოს მონაყოლით ვიცი. მე რომ ჩამეძინა 4 საათისთვის ასე 3 საათი მძინებია. დათო სამსახურიდან შვიდზე მოდიოდა ხოლმე. რომ გაიგო მეძინა, ჯერ გამიკვირდა მერე ამოვედი, გაკოცეო და ისეთი ცხელი იყავი ტუჩები დამეწვაო. დაიწყო ჩემი გაღვიძება, მაგრამ ამაოდ. მე უკვე უგონოდ ვიყავი. იმხელა სიცხე მქონდა აი უკვე რომ აღარც ბოდავ )))) გამოიძახა სასწრაფო, რომელმაც გაგიკეთა სიცხის დამწევი და მითხრა სანამ წამალი იმოქმედებს ყინულით და ცივი პირსახოცებით ფიზიკურად უნდა გავაციოთო. ამ დროს მე გამოვფხიზლდი.
სასწრაფოს ექიმმა გამსინჯა, მომისმინა ფილტვებზე და მთხოვა იქნებ გადაიღო ანთება არ იყოსო. წავედი მეორე დღეს უახლოეს ოჯახის ექიმთან. გამიკეთეს ანალიზები, გადამიღეს, ამწონეს, გამზომეს და შევედი დიაგნოზის მოსასმენად, როცა ეს ექიმი გადაწვა სკამზე, მიიღო ჭკვიანური სახე და ღიმილით მითხრა, რომ მე ნევროზი მქონდა, თან ძალიან რთული, შეიძლება დეპრესიაც, იქნებ ფსიქოლოგთან მიხვიდეო ან საერთოდ მე გეტყვი ერთ რამესო, ვციტირებ “კოსმოსში უნდა გაუშვა დადებითი ემოცია და დადებითად მოგიბრუნდებაო”. წამოვედი.
ამის შემდეგ მივედი თოდუას კლინიკაში ჩვეულებრივ არაფრით გამორჩეულ თერაპევტთან, რომლის სახელიც კი არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს როგორცკი მომისმინა არ მოწმონს შენი ფილტვები იმედია ფილტვების ანთებაა მარტოო თქვა და გამიშვა გამოკვლევაზე. მერე კი პირდაპირ ფთიზიატრთან, იმიტომ რომ 100% მე ვერ გეტყვი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ტუბერკულოზიაო.
საბოლოოდ მოვხვდი ჩემი უბნის დისპანსერში ხუდადოვზე. სიტუაცია იყო დამთრგუნველი. ჯერ ერთი მე არ ვიცოდი ასე სიღრმისეულად რა გზები არსებობდა და რა შანსები განკურნებისთვის. ჩემს შემთხვევაში მე ძალიან გადამდები ფორმა აღმომაჩნდა, იმდენად, რომ აუცილებლად უნდა დავწოლილიყავი დისპანსერში, მაგრამ ჩემი სახლი და პასუხისმგებლობის გრძნობა მაძლევდა საშუალებას წამოვსულიყავი სახლში და ეს ორი თვე იზოლირებულად ერთ ოთახში გამეტარებინა. არ ვიცი შეიძლება მაშინ არასწორად მოვიქეცი, მაგრამ ამით არავინ დამიზიანებია. ერთადერთი მიზეზი რატომაც უნდა დავრჩენილიყავი იქ ჩემი იზოლირება იყო, რასაც მე სახლშიც მოვახერხებდი.
შემდეგი ორი თვე გავატარე ჩემს ოთახში. ვაკეთებდი რას, დღეში ალბათ ათჯერ ვანიავებდი ოთახს და მარტო მაშინ მქონდა უფლება არ ვყოფილიყავი ნიღბით. დანარჩენი დრო ნიღბით ვიჯექი, რომელსაც ორ საათში ერთხელ ვიცვლიდი. ოთახიდან გამოვდიოდი მხოლოდ ნიღბით და მხოლოდ ტუალეტში. ოთახში შემოდიოდა მხოლოდ დედაჩემი, დღეში სამჯერ. მხოლოდ მაშინ როცა მე ოთახი ახალგანიავებული მქონდა და ნიღაბი ახალი გამოცვლილი და მასაც ნიღაბი ეკეთა. თავისთავად ჩემს ყველა ნაცნობს, მეზობელს, მეგობარს შევატყობინე და გავაფრთხილე რომ სანახავად მოსვლა არც ეფიქრად. ყოველდღე ვსვამდი 4 აბს, რომელიც 3-3 სხვადასხვა ანტიბიოტიკს შეიცავდა. 9 აბ ფერმენტს, 3 აბ პრედნიზოლონს და 1 აბ ვიტამინს. ყოველ ორ კვირაში ერთხელ დავდიოდი ღვიძლის ფუნქციაზე.
ყველაზე მეტად მისვლა არ მიყვარდა. იმიტომ არა რომ ექიმი არ მომწონდა ან რამე სხვა. წესით გარეთ გამოსვლა უნდა გამხარებოდა და ეს მიხროდა კიდეც. მაგრამ იქ იყო რიგი. ყოველთვის, ასე საათნახევარი ვიდექი რიგში, როცა პაციენტები ყოველ 5 წუთში გამოდიოდნენ. მაგრამ რეალურად ამ ყველაფერში მთრგუნავდა ისტორიები რომელსაც ამ რიგში ვისმენდი.
მათ ვინც არ იცის, ტუბერკულოზი არის ინფექციური დაავადება, ის არ გადადის ისე იოლად როგორც ჩვეულებრივი სურდო ან გრიპი და არც უკურნებელი დაავადება არ არის. ტუბერკულოზი არის ჩვეულებრივი ინფექციური დაავადება, რომელიც ჩვეულებრივ იკურნება თუ იმკურნალებ. ზუსტად ასევე ფილტვების ანთებითაც შეიძლება მოკვდეს ადამიანი თუ არანაირ წამალს არ მიიღებს, მაგრამ უკვე დიდი ხანია ამით არავინ კვდება მგონი.
ერთადერთი და ყველაზე მთავარი პრობლემა არის ის, რომ როგორცკი იწყებ ანტიბიოტიკების მიღებას სხვა ინფექციური დაავადებებისგან განსხვავებით, პირდაპირი მნიშნელობით და უტრირების გარეშე მეორე დღესვე ჯანმრთელად და კარგად გრძნობ თავს. აბსოლუტურად ყველა სიმპტომი ქრება ერთბაშად. მაგრამ იმისთვის რომ დაამარცხო ტუბერკულოზი ამ სიმპტომების გაქრობის მიუხედავად მკურნალობას თავი არ უნდა დაანებო, რადგან ყველაზე ცოტა 6 თვეა საჭირო და ყველაზე ბევრი 2 წელი იმისთვის რომ საბოლოოდ განიკურნო.
აქ არის მთავარი პრობლემა, უამრავი ადამიანი იწყებს მკურნალობას და თავს ანებებს ძალიან მალე და ხშირად მაშინვე როგორცკი აღმოაჩენენ რომ უკეთ არიან. ხოლო როცა სიმპტომები თავიდან გამოვლინდება მერე უფრო ხანგრძლივი მკურნალობა და უფრო ძლიერი პრეპარატებია საჭირო ინფექციის დასამარცხებლად.
ეს ამდენი რატომ მოვყევი. იმ საათნახევრიან და ხშირად ორ საათიან რიგში ნაცნობი სახეები მხვდებოდნენ ხოლმე. უკვე ვიცოდი მათი ოჯახის ისტორიები, სახელები, გვარები და ა.შ. ერთი ქალი მოდიოდა შვილი მოყავდა. ეს ბავშვი წყნარად იდგა ხოლმე ხმას არ იღებდა და პერიოდულად ჩუმად აპროტესტებდა დედამისის ნათქვამს, სკოლის მოსწავლე იყო აი ძალიან ჩვეულებრივი მოზარდი ბიჭი, რომელიც დიდ დეიდებში იდგა რიგში და ისედაც მორცხვს დედამისის ნათქვამის მერე სულ ფერი ეკარგებოდა, თავს რომ ჩახრიდა ხოლმე თვალებს ზემოთ აღარც წევდა სირცხვილისგან.
დედამისმა რამდენჯერმე დაანებებინა თავი მკურნალობაზე. მარტო რაც მე დავდიოდი იმ 6 თვეში ორჯერ. პირველად იმიტომ, რომ ეგ წამლები მე მითხრეს აგიჟებსო და გიჟი შვილი მე არ მინდაო. მეორედ იმიტომ რომ დეპრესია დაეწყო ნახე რა ჩუმად არის, ბავშვებთანაც არ თამაშობსო და დეპრესიები მჭირდება ახლა მე ზუსტად და კიდე ათასი სისულელე რომ მოიგონესო, ამ წამლების გამო აქვს დეპრესიაო. ეს ბავშვი იდგა თავჩაღუნული და ასეთ მოემნტებში ლამის ცხვირს ადებდა იატაკს. საბოლოოდ ამ ბავშვის მკურნალობა სულ 6 თვე რომ უნდა გაგრძელებულიყო, მარტო ჩემს იქ ყოფნაში და არარეგულარულად წამლის მიღებებში გაიწელა 9 თვემდე. ახლა როგორაა არ ვიცი.
იყო ერთი ქალი, რომელიც შვილთან ერთად დადიოდა, ორივეს ქონდა ტუბი და ქმარმა მიატოვა, როცა გაიგო დიაგნოზი. უკვე ყველას ვატყუებ რომ ვიმკურნალე და აღარ მაქვსო. იმიტომ რომ არც მეგობრები მოდიოდნენო. ზოგი პირდაპირ მეუბნება, ზოგს სულ არ სცალია ან სახლში არ არიანო. თან სამსახურის დაკარგვის მეშინია, ქმარი რაც წავიდა მე მაწევს ოჯახი და სამსახური რომ დავკარგო რამ მეშველება არ ვიციო.
ცნობისთვის ტუბერკულოზის ყველა ფორმა არ არის გადამდები და რომც იყოს მკურნალობის დაწყებიდან გარკვეული დროის შემდეგ გადამდები აღარ ხარ. მაგალითად მე სულ 6 თვე ვიმკურნალე და გადამდები მხოლოდ პირველი ორი თვე ვიყავი.
იქ იყო კიდევ ერთი კაცი, რომლის ოჯახის წევრებმაც არ იცოდნენ მისი ავადმყოფობის შესახებ. იგივე მიზეზით, რეაქცია აშინებდა, სამსახურიდან გამორბოდა ყოველდღე წამლების დასალევად შესვენებაზე და გარბოდა ისევ უკან. თან ხუმრობდა ხანდახან, მგონი ცოლს ეჭვი აქვს, რომ საყვარელი გავიჩინეო.
ამ რიგში იყვნენ კიდევ ჩემნაირები, რომლებიც არ საუბრობდნენ და უბრალოდ ისმენდნენ. ზოგი რომ აღარ ჩანდა კითხულობდნენ კიდეც დანარჩენები, ნეტა სად არის, ნეტა როგორ არისო. ამ რიგს ქონდა რაღაც მაგიური ძალა. პატარა ფსიქოლოგიური დახმარების წრეს გავდა, მაგრამ წრეზე არ ვისხდეით. ყველას ვინც იქ იცნობდა ერთმანეთს და ყვებოდა თავის ისტორიას ერთი მიზეზი ქონდა ჩემი დაკვირვებით. სხვას ვერავის უზიარებდნენ ამ ემოციებს. ვერც ოჯახის წევრებს და ვერც მეგობრებს, იმიტომ რომ არავინ უსმენდათ.
არადა ადვილია ჩემთვის ახლა ამ პოსტის წერა კი, იმიტომ რომ ეს იყო. მაგრამ იქ რთული იყო მაშინ რიგში დგომა ორი საათი მიმღებში, რომლის გვერდითაც მორგის კარია და ხედავ როგორ გამოაქვთ ცხედარი. პრინციპში გულის სიღრმეში არც გამორიცხავ რომ იმისგან ძალიანაც შორს ხარ, მაგრამ არ იმჩნევ, ისევე როგორც სხვები არ იმჩნევენ. მერე მიდიხარ და ჯდები ერთ ოთახში, სადაც სულ მარტო ხარ და ერთადერთი ადამიანი რომელსაც ხედავ დედაა, ისიც ნიღბით და არაფერს ეუბნები, რომ გული არ აუჩუყდეს და ჩახუტება არ მოუნდეს. ტელევიზორიც მქონდა, ინტერნეტიც და მე კიდევ საოცრად კარგ პირობებში და მდგომარეობაში ვიყავი იმათგან განსხვავებით ვისაც სახლიდან აგდებდნენ, ან გაურბოდნენ, იმის ნაცვლად რომ მოესმინათ და გაემხნევებინათ იმედს უკარგავდნენ და ამცირებდნენ, როგორც იმ პატარა ბიჭს დედამისი, როცა გიჟს ეძახდა.
ახლა ვარ ჯანმრთელი და თავს კარგად ვგრძნობ. არ ვიცი შეიძლება ეს პოსტი წაიკითხოს ვიღაცამ ჩემნაირმა, როცა მე დიაგნოზის პირველ დღეს ინტერნეტში ყველა სიტყვას დავდევდი ეგებ რამე ახალი გამეგო ტუბერკულოზზე და დაკოპირებული სიმპტომების გარდა, ვერაფერი წავიკითხე პირადი გამოცდილებიდან, მაგრამ საბოლოოდ ვიტყვი, რომ მაინც ყველაზე რთული რაც იყო და რაც ყველას გვაერთიანებდა იმ რიგში ტუბერკულოზის გარდა იყო ის, რომ ჩვენ, ჩვენს მეგობრებთან და ახლობლებთან არ ვყვებოდით ჩვენს პრობლემებზე. ისინი იმიტომ რომ ეშინოდათ რეაქციის და მე იმიტომ რომ მეშინოდა ემოციის. ყოველი დღის ბოლოს ორ თვიანი კარანტინის განმავლობაში ვიწერდი ვიდეოს, სადაც ვყვებოდი როგორ გავატარე დღე. როცა თვენახევრის მერე ვეღარ მოვითმინე და ვუყურე ისტერიკამდე მივედი და ყველა ვიდეო წავშალე. იმიტომ რომ ყოველი დღე იყო ზუსტად ერთნაირი. იმიტომ რომ საერთოდ არაფერი არ მქონდა მოსაყოლი და ვერავინ დედამიწაზე ვერ მიხვდებოდა რა განსხვავება იყო ამ 38 ვიდეოს შორის.
ამიტომ ჩემი მთავარი რჩევა იქნება ნუ შეგეშინდებათ რეაქციების და ემოციების 🙂 თქვენც დაამარცხებთ ტუბერკულოზს.
სექ 18, 2012 @ 15:28:57
რიგში მოსმენილმა ისტორიებმა დამთრგუნა.
შექების მეტი რა მეთქმის? ღირსეულად გამკლავებიხარ დაავადებას და მიუხედავად რთული მომენტებისა პოსტამ პოზიტივით ამავსო. ბრავო!
სექ 18, 2012 @ 17:53:57
მადლობა 🙂 შევეცადე პოზიტიური გამოსულიყო, მაგრამ მთლად ისეც ვერ ვიზამდი, ნეგატივის გარეშე.
ნოე 27, 2012 @ 15:30:12
au shegidzlia mitkhra is patara bichi rigshi romel wels nakhe da rogor gamoiyureboda?
დეკ 02, 2012 @ 22:38:24
2009 წელი იყო მოზარდობის ასაკი ქონდა, გარეგნობა რავიცი ჩვეულებრივი, ალბათ 14 წლის, ვერ ვიტყვი ასაკს ზუსტად, გარეგნობაც რავიცი წაბლისფერი თმა ქონდა საშუალო სიმაღლის გამხდარი. არაფრით გამორჩეული ჩვეულებრივი ბიჭი იყო.
დეკ 04, 2012 @ 16:24:06
ar sheiZleba rigshi Shaeceros adamiani da saatobit ar icados. xom ar gaqvt telefonis nomeri eqimis
დეკ 04, 2012 @ 23:36:14
ექიმი რა შუაშია? უამრავი ადამიანი მოდიოდა, ექიმი დილიდან საღამომდე შესვენების გარეშე მუშაობდა და ძალიან კარგი ქალი იყო. ყოველთვის ყურადღებით მისმენდა და არასდროს არ მოქცეულა ზედაპირულად. ფიზიკურად იმდენი ადამიანი იყო უკვე დილიდან, რომ რიგი თავისთავად დგებოდა და მუდმივად მოდიოდნენ იქ რიგში დგომისასაც. აბა ერთდროულად ჰო არ მიგვიღებდა ყველას 🙂
იან 15, 2013 @ 23:05:16
დიდი ხანია ასეთი დამთრგუნველი თემის შესახებ ასეთი პოზიტიური პოსტი არ წამიკითხავს, ძალიან დიდი მადლობა :))
იან 16, 2013 @ 02:43:01
მადლობა 🙂 მიზანიც ეგ იყო
აპრილი 16, 2013 @ 23:28:31
rac ak weria kvelafers me exla gavdivar )) mesame tvea vmkurnalob ukve
მაისი 19, 2013 @ 08:24:56
წარმატებას გისურვებ დამარცხებაში 🙂 მთავარი ნებისყოფაა
ივნ 03, 2013 @ 12:46:01
ძალიან ძლიერი ადამიანი ყოფილხართ,ყველას გამძლეობას და გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,უფალი გფარავდეთ
ივნ 13, 2013 @ 14:12:52
მადლობა 🙂
ნოე 29, 2013 @ 16:41:18
me exa agmomachnda dalian ganvicdi
ნოე 29, 2013 @ 16:44:40
tan bronqoskopia ver gavikete da ganvicdi
დეკ 02, 2013 @ 00:14:05
ნუ განიცდი, პირველ რიგში სულ გახსოვდეს რომ ეს ავადმყოფობა განკურნებადია, როგორც მაგალითად ფილტვების ანთება, რომლის მკურნალობაც ასე 1 საუკუნის წინ ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენდა.
მეორეც არ უნდა დაივიწყო რომ ის არ არის მარტივი დაავადება რომელსაც გრიპივით გადაიტან. თუ ექიმის ინსტრუქციას მიყვები ყველაფერი კარგად იქნება. ცოტა მატყუარა დაავადებაა უცბად უკეთ იგრძნობ თავს და არ მოგატყუოს.
არ დაუჯერო ცრურწმენებს და არ მოუსმინო ადამიანებს. ზოგი გეტყვის უკეთ რომ გახდები მალე ვაიმე იქნებ ექიმი შეცდაო, ზოგი ათას სისულელეს მოგიყვება, მილიონ ამბავს გაიგებ, არ მოუსმინო არავის. სწორი მკურნალობის შემთხვევაში აუცილებლად დაამარცხებ ტუბერკულოზს 🙂
და ბრონქოსკოპიაზე კიდე არ იღელვო, მეც არ გამიკეთებია, როცა ისედაც არის შესაძლებელია დიაგნოზის დასვმა ბრონქოსკოპიას არ აკეთებენ. ეგ არის უკიდურეს შემთხვევაში თუ არსად არ ამოითესება.
უბრალოდ თვითნებურად ექიმთან არ იმკურნალო. მიდი დისპანსერში და ჩაერთე პროგრამაში, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია კურირებს (თუ უკვე არ ხარ) იმიტომ რომ მათი საფეხურებრივი პროგრამა ბევრად უფრო გამოცდილია ვიდრე თუნდაც ძალიან სანაქებო ექიმის თვითნებური მკურნალობა, რომლის უფლებაც არ აქვს. და წამლებსიც უფასოა სამკურნალო ყველა გამოკვლევასთან ერთად.
დეკ 05, 2013 @ 22:39:02
me redgenma axchvena ro inplataciuri rgveve maq ramdenad sashishia .tqven rogori tubi gkondA.madloba
დეკ 05, 2013 @ 22:42:20
მე 6 სანტიმეტრი მქონდა ფილტვის რღვევა, როგორ გითხრა საშიში დაავადება არ არისთქო, მაგრამ არც სავალალოა. უბრალოდ აუცილებლად უნდა იმკურნალო, რადგან ყველაზე მთავარი ისაა, რომ განკურნებადია. ყველაფერი აღდგება 🙂
დეკ 16, 2013 @ 19:45:05
2kviraa vsvsv camals da isev 37 maq sagamos sicxe es imas xoar nishnavs ro camali ar moqmedexebs shen ramden xanshi gagixdA temperatura 36 d a 5?
დეკ 16, 2013 @ 21:17:51
ასე ზუსტად არ მახსოვს, მე რომ დავიწყე მკურნალობა საკმაოდ მაღალი ტემპერატურა მქონდა 39 და ზემოთ და მახსოვს რომ მალე დამიწია, მაგრამ დაბალი სიცხე კიდევ მქონდა რაღაც დროის მანძილზე. ეს დაავადება ჰომ ინფექციურია და ამას უკავშირდება სიცხეც, სანამ ინფექციური ფონი არ შესუსტდება მანამდე გექნება სიცხეები, არ ინერვიულო. ცოტა უფრო ხანგრძლივი დრო ჭირდება უბრალოდ მკურნალობას 🙂 ყველაფერი კარგად იქნება
დეკ 16, 2013 @ 22:17:33
gmerti rogor gishvelis chemi dacknarebistvis.me usiptomom mimdioda temperarurac 37 mqonda meti ara.bednieri barbaroba gagitenos gmerma kide asi celi
დეკ 16, 2013 @ 22:23:42
მეც უსიმპტომოდ მქონდა სანამ ერთ დღეს ძალიან ცუდად არ გავხდი, შენ კიდევ დროზე მისულხარ. უბრალოდ ზუსტად ვიცი რას განიცდი, მეც ძალიან განვიცდიდი თავიდან, იმდენად ცოტა ინფორმაციაა და უამრავი ცრურწმენა. ცოტახანში შენც უფრო ოპტიმისტურად იქნები აი ნახავ. მადლობა მოლოცვისთვისაც და დალოცვისთვისაც, მეც გილოცავ ბარბარობას და მომავალ წელს შენც გამოჯანმრთელებული შეხვედროდი 🙂
იან 08, 2014 @ 18:18:00
Moklet gishincin garet gavedi da shemcivda gushin da dges sicxe maq37da2.sheidleba aman tubi gaartulos.ukve nervozi maq kovel saatshi sicxes vizomav.kovel xazs kuradgebas vaqcev.ahen mkurnalobis pariodshi ar gaciebulxar?
იან 08, 2014 @ 18:32:18
Moklet megobrebo nervozi maq da damexmaret tqveni gamocdileba daceret.piradi gamocdileba.29shi ori tve misruldeba.da gamokvlevebi iqneba axali dzaaneshinia am dgis ;-(;-(
იან 15, 2014 @ 18:16:00
როგორ ხარ თამო? კი მეც გავცივდი მკურნალობისას, საერთოდ სასურველი არ არის, მაგრამ არც კატასტროფაა. უბრალოდ უნდა მეტად გაუფრთხილდე შენს თავს მკურნალობის განმავლობაში.
პირველი ანალიზის წინ მეც მახსოვს როგორ ვნერვიულობდი, საშინლად დეპრესიული ვიყავი და ყველაზე ცუდზე ვფიქრობდი, რატომღაც კარგზე არც მეფიქრებოდა. არაუშავს გადალახავ, არ უნდა იფიქრო ცუდზე, იმიტომ რომ მე ამან არაფერი მომიტანა ფუჭად ნერვიულობის გარდა. როგორიც არ უნდა იყოს პირველადი პასუხი, ეს მაინც პირველადი პასუხია და წინ კიდევ მკურნალობის მთელი პერიოდია, არ დანებდე და აუცილებლად მომწერე რას გეტყვიან 29ში
იან 19, 2014 @ 18:09:49
Kargat madloba ubrot ori tve xdeba rac camlebs vsvav magram temperatura xan 36.8 maq xan 37.2 ver vxxebi mgonia camali ar moqmedebs raxan 36.dA 5 ar gamixda
იან 19, 2014 @ 21:51:01
ეს იმიტომ რომ ასე ერთბაშად არ იკურნება, დრო უნდა და რადგან ინფექციური დაავადებაა პერიოდულად სიცხე მაინც გექნება დაბალი, ის რომ ხანდახან აღარ გაქვს ხოლმე სიცხე უკვე ძალიან კარგის ნიშანია დარწმუნებული ვარ 🙂
იან 19, 2014 @ 23:08:16
Diiidi malobaaa:-*:-*
თებ 01, 2014 @ 14:23:45
Gushin vikavi pasuxebze original tvis cinadeli da gushindeli redgeni sheadara eqima dzvelebur redgenze piltvi dargveuli mqonda gushindelze surati agdgenli iko is rgveva eqima or tveshi ase agdgeniliko piltvi ar maxsovso
თებ 01, 2014 @ 15:38:31
Naxvelis analizis pasuxi jer ar iko magram eqimma roca redgeni aseti kargia naxvelshi araperia iknebao.2camali mo.ixsna da 2ga unda davlio .sheidleba ro amis meter rezistentuli gavxde?
თებ 01, 2014 @ 18:06:13
აი ჰო ხედავ როცა მკურნალობას მიყვები ყველაფერი კარგად არის, განწყობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს 🙂 რეზისტენტული რომ ყოფილიყავი ეს შედეგიც არ გექნებოდა, გილოცავ ასეთ კარგ პასუხს, ძალიან მიხარია შენი ამბავი 🙂
თებ 01, 2014 @ 22:10:46
Au martla?anu rezistentuli ro vkopilikavi arc agdgeboda.orive redgeni damido da sheni tvalit naxe rakargi shedegi gakoo.arada martla su amovsebuli iko marto surati patara certili iko da otxi tveshi kide cin gakoo da gaivliso.me shen damexmare da mama gabrielis zeti didi madloba kvelapristvis
თებ 03, 2014 @ 19:43:18
პირიქით, ძალიან ძლიერი ადამიანი ხარ და შეგიძლია ამით იამაყო და სხვებსაც დაეხმარო შენი მაგალითით, იმიტომ რომ ზუსტად იცი რამდენად რთული პროცესია ეს ემოციურად. დარწმუნებული ვარ რომ დაამარცხებ ტუბერკულიოზს, გამოჯანმრთელებას გისურვებ და ძალიან მიხარია შენი ასეთი კარგი შედეგი 🙂
მარ 13, 2014 @ 18:52:57
yovelive sauketesos gisurveb , bednieri qalbatoni yopiliyavi ❤ dzalia miyvars shennairi pozitiuri adamianebi ❤ :*
აპრილი 12, 2014 @ 19:33:52
5tve gamixdeba mkurnalobidan 23 analizebi micevs tavs kargat vgdnob 5 kilo movimateeeeeeeeeee
აპრილი 20, 2014 @ 14:40:44
გილოცავ ❤ ძალიან კარგი ამბები გაქვს როგორც ვატყობ. დარწმუნებული ვარ მალე დასრულდება შენი მკურნალობის კურსი და აბსოლუტურად გამოჯანმრთელდები 🙂
აპრილი 23, 2014 @ 14:42:24
Pirvel rigshi aeavis cru rcmenas ar unda daujero imis shesazeb ro vitm tubi ar ikurneba orshabats pasuxebi iqneba.didi madloba sakvarelo dzaan mixariaa
აპრილი 29, 2014 @ 16:04:34
Gushin abalizis pasuxaebi iko da dzaan kargi pasuxebi mqonda.maisshi maq sabolovo analizebi tu kargi shedegebi mqonda 6tvian kurs davxurav
მაისი 01, 2014 @ 17:30:02
კი ნამდვილად 🙂 სამწუხაროა რომ ასეთი ცრურწმენები არსებობს და ეს ალბათ ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი ინფორმაციის ნაკლებობის ბრალია
მაისი 01, 2014 @ 17:30:38
ძალიან მიხარია შენი კარგი ამბები და გგულშემატკივრობ. დარწმუნებული ვარ კარგი პასუხები გექნება 🙂
მაისი 01, 2014 @ 21:35:52
Iqneb tqveni mainx amixsnat rit gansxvavdeba inflatranciuli rgveva kavernisgan romeli uproaro sashishi bodishit tu tavi nogabezret ubralot tqveni es ukve carsilshi datovet da gaekveuli xart.tqventan dialogi fsigologiurat mshvelis
მაისი 01, 2014 @ 21:39:55
ჯერ ერთი შენობით შეგიძლია მომმართო ))) ზუსტი განმარტება არ ვიცი და არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ მე მქონდა ინფილტრაციული რღვევა ეს არის როცა ქსოვილი ირღვევა და ეგ შეხორცებადია მკურნალობის ბოლომდე უნდა შეხორცდეს და მერე ხდება კავერნად ანუ იკირება მარტივად როგორც ეძახიან. მე კალციუმი დამინიშნეს მკურნალობის შემდეგ რომ ჩაკირულიყო და რამდენჯერმე დამჭირდა ტომოგრაფიის გაკეთება რომ დარწმუნებულიყვნენ რღვევის აღდგენაში. ანუ ახლა მაქვს დარჩენილი ტუბერკულიომა ე.წ. ნაწიბური რღვევის შემდეგ, ჩემი არ ჩაიკირა
მაისი 01, 2014 @ 21:40:32
და არ მოგერიდოს მოწერა, ეს პოსტი იმიტომაც დავწერე, რომ ვინმეს მაინც დაეხმაროს 🙂 ძალიან მიხარია თუ გეხმარები, ვიცი რას ნიშნავს ამ დროს მორალური თანადგომა
მაისი 02, 2014 @ 13:23:16
Didi madloba.nkurnalobis periodshi redgens ro iketebdi ar iko agdhenili rgveva?ori tvis tavze gaketebul redgenze patara certili mqonda darchenili.exa 20 maiss micevs.ise ar xdeba rom ise agdges ar chagekiros arc naciburi dagches?anu sul suptat?
მაისი 02, 2014 @ 13:36:33
Me mitxres ro kaverna piltvis gaxvreta rgveva jobiao.ar sheidleba piltvi isev agdges arc kaverna arc naciburi darches?anu su suptat.ramdenad srupasovnat cxovrob aris shansi ro naciburi gaixsnaS.kargat tanamdebobaze vmushaobdi da megona vkvdebodi kvelaperi mivatove exa vnanob
მაისი 02, 2014 @ 13:41:11
Is tua martali gripze da gaciebaze gameordeba daavadebaaa.exa tu iketebdi kontrolis miznit gamokvlevas da rogor xar .
მაისი 28, 2014 @ 22:19:42
მკურნალობის პერიოდში როგორ არ ჩანდა, თავიდანვე გამოჩნდა რღვევა 6 სანტიმეტრიანი, არც ისე პატარა და რაც უფრო პატარაა, მაგალითად შენი შემთხვევა, მით ნაკლება შანსი რომ დატოვოს კვანძ ან ჩაკირვა. შესაძლებელია აღდგეს თავისთავად, აუცილებელი არ არისრამე დატოვოს როგორც ვიცი. მეც ეგრე გავაკეთე მივატოვე ყველა სამსახური, მაგრამ მე გადამდები ვიყავი და დისპანსერში რომ არ დავრჩ ხელწერილის დაწერა მომიხდა, კი შემეძლო შვებულება ამეღო, მაგრამ რატომღაც არ გავაკეთე ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, არც ვიცოდი პრინციპში რამდენი ხანი დამჭირდებოდა მკურნალობისთვის 😦 გრიპს რაც შეეხება, გრიპთან არაფერ შუაშია ტუბერკულოზი, თუ არ გაგირთულდა და ფილტვებზე არ გადაგივიდა ან ფილტვების ანთება და ა.შ. არ დაგემართა არ არის აუცილებელი, ისე კი პირველი ორი წელი სასურველად ითვლება ყველა შემთხვევაში რომ მაინც აკონტროლო რეციდივი და მერე ჩვეულებრივი გრიპი ფილტვებზე თუ არ მოგცა გართულება არ არის საშიში. ისედაც არ არის აუცილებელი რომ რეციდივი მოგცეს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ჯობია მაინც გააკონტროლო, ყოველი შემთხვევისთვის 🙂
ივნ 02, 2014 @ 17:05:08
Mec didi ubani mqonda dargveuli.dges davamtavre 6 tviani kursi carmatebit.moxda chakirva dargveuli ubnis.eqima asi celi ese geqneba chkiruli arapers nishnavsi.am kvirashi kt viketeb chemi servilit.tu kt rame iko darchebili ar shegeshindes agsdgebao.dges meoret davibade
ივნ 02, 2014 @ 17:29:45
გილოცავ! ძალიან გამეხარდა შენი ამბავი, მართლა არაფერი მოუვა ჩაკირულს 100 წელი. ძალიან ძალიან მიხარია რომ შენც დაამარცხე ტუბერკულოზი 🙂
ივნ 10, 2014 @ 18:09:27
Dges iko chemi kt pasuxi.gulma ver mo.itmina gavikete.kvelaperi chakiruli iko.ubralot bronquli xea marcxena mxares deformirebuli.ganvikurneeeeeeeeeeeeeeeeeeee
ივნ 20, 2014 @ 22:19:03
გილოცავ ❤ ძალიან ძალიან მიხარია ^_^ ვერც წარმოიდგენ როგორ 🙂 ყველაფერი გამოგივა და ყველაფერს დაძლევ ჰო ხედავ, მთავარია გჯეროდეს ❤
ივნ 21, 2014 @ 01:28:00
მეც დავამარცხე ტუბერკულოზი, ოღონდ თქვენგან განსხვავებით, 2 წელი ვმკურნალობდი, მეორე რიგის წამლებით (რეზისტენტული აღმოვჩნდი), დღეში 15 აბს ვყლაპავდი (რომლებიც როგორც ზემოთ აღნიშნული ქალბატონი ჰყვებოდა თავის შვილზე, ,,მაგიჟებდა” )) ).
ამ ყველაფერს ემატებოდა ის, რომ ყოველდღე მიწევდა უბნის დისპანსერში მისვლა და წამლების ადგილზე მიღება, 10-15 ადამიანთან ერთად, 20მ. კვ. ოთახში :დ მოკლედ რომ ვთქვა, ის 2 წელი მე არ მეკუთვნოდა, არ მიცხოვრია. მაგრამ მაინც მივედი ბოლომდე და ვამაყობ ჩემი თავით! :დ მთავარია საკუთარი თავის რწმენა.წარმატებებს გისურვებთ!
ივნ 21, 2014 @ 01:56:31
ეგ ოთახი მეც მახსოვს, პირველი ორი თვე მოქონდათ ხოლმე ჩემთან სახლში, იმის გამო რომ იზოლირებული ვიყავი. მოდიოდნენ, მათ თვალწინ ვსვამდი და პირს ვუღებდი რომ დარწმუნებულიყვნენ გადავყლაპე თუ არა აბი. შემდეგი 4 თვე მეც მაგ ოთახს ვსტუმრობდი წამლის მისაღებად, ვსვამდი და პირს ვაღებდი რომ ჩაეხედათ. ის ოთახი ჰო საოცარი იყო, მაგრამ ეს პირის გაღება მახსოვს ყველაზე ცუდად, თავს ვგრძნობდი კენ კიზის წიგნის გმირად. ძალიან ზუსტი აღწერაა ალბათ ის რომ შენს თავს არ ეკუთვნი მაგ დროს, მაგრამ დიდწილად გარემოს ბრალია. იმდენად არაადეკვატური რეაქცია ქონდა და აქვს ბევრს ამ ავადმყოფობის სახელის გაგონებაზე, რომ მირჩევნია ხოლმე ხშირად არ გამოვიდე ჩემი კომფორტის ზონიდან და არ ვისაუბრო საერთოდ ამ თემაზე, თუმცა მერე მახსენდება, რომ თუ არ ვისაუბრებ ალბათ ვერც ვერასდროს გაიგებენ რა არის ტუბერკულოზი.
გილოცავთ დამარცხებას, თქვენ უფრო რთული გზა გაგივლიათ 🙂
ივნ 21, 2014 @ 02:20:05
შენ ალბათ მთავარი დისპანსერის ოთახს გულისხმობ.მე ჩემი უბნის დისპანსერზე ვამბობ, რომელთან შედარებითაც, ხუდადოვი ჰაი-კლასის სასტუმროს ნომერია :დ პირში ჩახედვები ჩვენთან არ იყო :დ მაგრამ მკაცრად გვაკონტროლებდა 2 ექთანი.
ნუ გარშემომყოფების რეაქციებში მე გამიმართლა, უმეტესწილად.თითქმის ყველამ ისე მიიღო, როგორც საჭირო იყო და გვერდში მედგნენ ბოლომდე.
პროფილაქტიკის მიზნით დადიხარ ხოლმე რენტგენზე? და სიგარეტს ეწევი?
ივნ 21, 2014 @ 02:34:25
კი სიტუაცია ბევრად უკეთესია ხუდადოვზე, თავიდან დიდუბის დისპანსერში ვიყავი მგონი და მიტოვებულ, დაბომბილ შენობას გავდა იქაურობა 😦 ნუ ჩემს ახლობლებში მეც გამიმართლა, მაგრამ რამდენჯერმე თავის მართლება მაინც მომიწია ახალ გარემოში იმასთან დაკავშირებით რომ ჩემთან ერთად ერთ ოთახში ყოფნა სიცოცხლისთვის საშიში არ იყო. პირველი რამდენიმე წელი კტზე დავდიოდი სისტემატურად, შემოდგომით ისევ უნდა გავიკეთო. დიაგნოზი რომ დამისვეს მწეველი ვიყავი უკვე, პერიოდულად სინდისი მქენჯნის ხოლმე და თავს ვანებებ, მაგრამ მერე ისევ ვიწყებ სამწუხაროდ 😦
ივნ 21, 2014 @ 02:51:57
ჰოო, სიგარეტი სერიოზული რისკ-ფაქტორია, მაგრამ მეც შენს დღეში ვარ :შ მკურნალობის პერიოდში 20 თვით დავანებე თავი, მაგრამ ბოლოსკენ ისევ დავიწყე.
გადაგედო ვინმესგან, თუ სტრესის შედეგად იჩინა თავი? მძიმე წელი მქონდაო წერ და…
და ბოლო შეკითხვა :დ I რიგის წამლებს რაიმე უკუჩვენება ჰქონდა?
ივნ 21, 2014 @ 02:54:27
ჰო და კიდევ, 2 თვე იზოლირებულად ყოფნა ზედმეტია.მკურნალობის დაწყებიდან 2-3 კვირის თავზე, გარშემომყოფებისთვის აღარ წარმოადგენ საშიშროებას.მე 1 კვირაში ,,გავმინუსდი”.
ივნ 21, 2014 @ 02:57:41
ჰო მეც დავანებე მაშინ თავი, მერეც ბევრჯერ, ახლა ვფიქრობ ელექტროსიგარეტზე გადავიდე და იქნებ ასე მაინც შევეშვა ამ მავნე ჩვევას 😦 წარმოდგენა არ მაქვს საიდან, როგორ. არის შანსი რომ სტრესისგან მქონოდა, ბავშვის მერე ოპერაცია რომ გავიკეთე გონზე ვერც მოვედი ისე დაიწყო ომი და ფაქტობრივად იმ ერთ კვირაში სიგარეტზე და ყავაზე ვიყავი, მერე ვერც აღვიდგინე მადა, კი ძალიან დავისტრესე და ალბათ მარტივი სამიზნე გავხდი ამ ინფექციისთვის. წამლებს ჩემზე არ მოუხდენია არანაირი უკუჩვენება.
ივნ 21, 2014 @ 03:13:37
უეჭველად სტრესის და იმუნიტეტის დაქვეითების შედეგად დაგემართა.
რეალურ ცხოვრებაში არავის ვიცნობ ტუბ-გადატანილს და მომინდა უცებ აქ ,,ჩემნაირებთან” აზრების გაზიარება :დ
წარმატებებს და ძლიერ იმუნიტეტს გისურვებ! :დ
ივნ 21, 2014 @ 12:02:24
ან, ძალიან ძალიან საშინლად მიხარია რომ გადარჩი ❤
ძალიან დავითრგუნე და არ ვიცი ვერ ვხვდები როგორ შეუძლიათ ადამიანებს იყვნენ ისეთები როგორებიც არიან :((
რამდენიმე წლის წინ ჩემ კლასელს გოგოს მასზე ერთი წლით უფროსი და გარდაეცვალა ტუბერკულიოზით. არ ვიცი საშინელებაა… ჩემი სკოლელი იყო იყო ის გოგო პანაშვიდზე ყოფნისას ვიხსენებდი როგორი ხალისიანი იყო ლამაზი, ძალიან ლამაზი. და დაუდევრობის გამო ზუსტად იმიტომ რომ ეგონა განიკურნა თუ ბოლომდე არ მიჰყვა მკურნალობას გარდაიცვალა..
ყოჩაღ! ვამაყობ რაღცნაირად და ძალიან ვბედნიერდები როცა ვიცი რომ შენნაირი ადამიანები არსებობენ ❤ ძლიერები და ჯადოსნურები :))))
ივნ 23, 2014 @ 14:04:41
Me saertot sircxvilit vicvebodi kontrolze ro mivdiodi sul vtirodi.pirveli rigis camlebs gverditi reaqcia ar konia.me arc kavas vsvav da arc sigareti momicevia cxovrebashi ojaxshic aravin eceva.sigarettan araper shuashia .
ივნ 23, 2014 @ 14:15:45
Exa imis meshinia gripi ar shemxvdes.arada patara bavshvi mkav.da xshirad civdeba bagis gamo.celicadshi ertxel ari kontroli sachirovo eqimaa orives celio mere sul daivicke ro gkondao.rato dadixart ase xshirad kontrolze?nuttu agar damtavrdeba?
ივლ 09, 2014 @ 12:52:24
საერთოდ 2 წელი უნდა კონტროლი ნამდვილად და გაციებისაც არ შეგეშინდეს, მარტივი გაციება და ვირუსი არაფერია, თუ გართულება მოგცა მერე უბრალოდ სასურველია რომ გაესინჯო ფილტვებზე, თორემ არც ეგაა რაიმე განსაკუთრებული საფრთხის მქონე, თავის დაზღვევის მიზნით. საერთოდ განწყობა ბევრს ნიშნავს, ნუ გეშინია 🙂 მე მაგალითად ცე ვიტამინს ვსვამ ხოლმე ზამთარში თუ ოდნავ შევატყობ რომ მეწყება ან ვინმე ვირუსიანთან მქონდა კონტაქტი მაგ პერიოდშიც და ეს რამდენიმე ზამთარია არაფერი გადამდებია.
მარ 16, 2015 @ 09:12:17
salami HAG, kochag, mixaria rom shenc daamarcxe tubi da sxvebsac exmarebi amashi. shegidzlia mitxra xudadovze romelma ekimma gimkurnala, chemi meuglistvis mchirdeba. madlobaaa
მარ 20, 2015 @ 20:16:26
გამარჯობა 🙂 ხუდადოვზე ყველა ექიმი კარგი ყავთ და როგორც ვიცი შენ ვერ ირჩევ ქუჩის მიხედვით გხვდება, მეც ბრმად მივედი. თანაც ყველა ექიმს აქვს კონკრეტული გეგმა რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან აქვთ მიღებული სხვადასხვა ფორმებს როგორ უნდა უმკურნალონ და ამიტომაც დიდი განსხვავება არ არის ვინ შეგხვდება. თუმცა ჩემი ექიმის სახელი და გვარი ლია წივწივაძეა 🙂
ძალიან კმაყოფილი ვარ მე ზოგადად ხუდადოვზე ყველა თანამშრომლით, ყურადღებიანები არიან. მადლობა გამხნევებისთვის და გამოჯანმრთელებას ვუსურვებ თქვენს მეუღლეს 🙂
ივლ 09, 2015 @ 00:44:20
gamargoba hag me maqvs dawyebiti tubi var dz emociuri da dz vnerviulob exla tan parelelurad gvidzlze vmkurnalob 6tve unda vimkurnalo gadamdebi ar maq magram mainc mitxra eqima iolirebuli iyavi bavshvisgano shenit dzalian vamayob yochag rom am yvelapers gaumklavdii da shedzeli damarcxeba
ივლ 20, 2015 @ 20:49:00
მადლობა 🙂 ძაან მიხარია რომ მომწერე. მეც ემოციური ადამიანი ვარ და ემოციები ასეთ დრო მგონი ნორმალურიცაა. დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად გექნება. აუცილებლად იმკურნალე და არ დაუჯერო ცრურწმენებს და ხალხურ მედიცინას არ ენდო. ექიმის დანიშნულებას მიყევი და კარგად გექნება ყველაფერი. დაწერე აუცილებლად როგორი შედეგები გექნება. წარმატებები 🙂
მარ 11, 2016 @ 12:54:17
/
მარ 11, 2016 @ 12:55:06
gamarjoba. mainterebs sisxlis saerto anazis shesadzlebelia tu ara tuberkuliozis dadgena?
მარ 23, 2016 @ 19:38:23
არა, არ არის შესაძლებელი როგორც ვიცი
აპრილი 21, 2016 @ 13:51:34
❤
როგორ კარგად მესმის შენი
აპრილი 21, 2016 @ 14:46:37
ჩემი ექიმიც ლია იყო 🙂
აპრილი 04, 2017 @ 21:05:26
dzalian gulze momxvda es istoria magram imedi momeca
აპრილი 06, 2017 @ 18:42:33
გამarjoba hag rogor xar ager ukve sami celimisruldeba kargat var sheni ambavi mainteresebs rogor xar?megobrebi tubekulozi inkurneba❤❤
აპრილი 20, 2017 @ 22:37:51
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროღ გოგონავ!!!
ნოე 17, 2017 @ 22:26:48
am daavadebas tan tu axlavs naxveli da uhaeroba ?
დეკ 18, 2018 @ 19:51:27
Ra kargad gadmoeci es ambavi..sasiamovnoa aset dadebit posts rom wavawydi..namdvilad mainteresebda Ras nishnavdes tuberkuliozi da rogor ijurneboda
იან 06, 2019 @ 08:51:31
ყოჩაღი და მებრძოლი ადამიანი ხარ.მკურნალობა ტუბერკ-ზის ერთგვარი კულტურაა იმიტომ რომ არ გადასდო სხვას(ყველა ინფექციური დაავადება.).მეორე პლანზეა მკურნალობის ფინანსები.აქვსკი ყველას?.
აგვისტო 17, 2019 @ 00:42:26
გამარჯობა მეც აღმომაჩმდა ტუბი მინუსი მაქვს 3 კვირა გახდება რაც ხუდადოვზე ვწევარ ,29 ში უნდა დავთესო ნახველი ახლიდან და შემდეგ ღმერთის წყალობით სახლში განვაგრძობ მკურნალობას .აქ წვანან პაციენტები რომლებიც უკვე მესამე და მეოთხე თვეა აქ არიან და ძაან მეშინია მეც არ მითხრან დარჩენაზე ,მაინტერესებს ვინც დაამარცხეთ ტუბერკულიოზი ეხლა როგორ ხართ და რამდენი წელი გავიდა ამ დაავადების შემდეგ.მე მჯერა რომ განვიკურნები ეხლა თან აპლიკაცია გააკეთეს გატანენ სახლში ერთი კვირის წამლებს და ამ აპლიკაციის საშუალებით შეუთანხმდები შენს ექიმს და როგორც სკაიპში ისე დაელაპარაკები დალევ მის თვალწინ წამალს და სულ ეს არის აღარ არის საჭირო ყოველ დღე მისვლა ,თან ვისაც ტელეფონი არ აქვს აძლევენ და ძალიან კარგია ჩემი აზრით მოკლედ ეხლა პალატაში ვწევარ და იქიდან ვწერ ამ პოსტს 19 წლის ვარ თავიდან გამიჭირდასავით მაგრამ ეხლა მხოლოდ განოურნებაზე ვფიქრობ წამლებზეც არ მაქვს გვერდითი მოვლენები ყველაფერი კარგად მიდის უკვე ორჯერ გამიკეთეს ანალიზები და ყველაფერი წესრიგშია .მოკლედ ყველას გამოჯანმრთელებას გისურვებთ❤❤