ძალიან უცნაური შეგრძნება მაქვს, აი როგორ ვთქვა შეგრძნება მაქვს თითქოს, რომ წარმოიდგინო რომ ყველაფერი რაც აქამდე გეგონა სამყარო უცბად აღმოაჩინე რომ ერთი ოთახია იმიტომ რომ დაკეტილ კარს მიაგენი და აღმოჩნდა რომ ძალიან ადვილად გააღე და უცბად მიხვდი რომ შენი სამყარო ერთი პატარა ოთახი იყო და მაქვს გრძნობა რომ ის მეორეც არ არის სამყაროში გასასვლელი კარი, ის სახლში გასასვლელი კარია, მაგრამ უკვე ვხვდები რომ იმასაც აქვს კარი.
ბევრი მეტაფორაა, მაგრამ იმის თქმა მინდა რომ ადრეც ვფიქრობდი და მეგონა სიღრმისეულად, მაგრამ ახლა სხვანაირად ვფიქრობ, სხვანაირად არ ნიშნავს რომ ყველაფერი შემეცვალა, წარმოდგენები, ღირებულებები, ანუ არა. უბრალოდ სხვანაირად და ჯერ ვერც ვხვდები როგორ.
2004 წელს როცა ასევე სხვანაირად დავიწყე ფიქრი რამდენიმე კვირით წავედი მარტო და მოვიარე სამცხე-ჯავახეთი. მაშინ ეს ძალიან დამეხმარა, ჩემს თავთან მარტო დარჩენაც და ზოგადად ბევრი ვისწავლე იმ “შემთხვევითი” ადამიანებისგან, რომლებიც “შემთხვევით” გავიცანი. დღეს პირველად ამდენი წლის მერე ისევ მომინდა სამცხეში წასვლა, უფრო სწორად შეგრძნება მაქვს რომ ის ადგილი მეძახის და მგონი ეს წლები და მანამდეც სულ მქონდა. უბრალოდ 2004 წლამდე არ ვიცოდი საერთოდ რომ “ის მეძახდა” და მას შემდეგ ალბათ ყურადღებას არ ვაქცევდი ამ გრძნობას. მაინც ვერ ვხვდები რა აქვს ამ მხარეს ასეთი, მაგრამ საშინლად მიმზიდველი ენერგეტიკა აქვს, თავისი მაგია. ადგილები არასდროს მომნატრებია მაგრამ ეს გამონაკლისია. იქ რომ ვიყავი სხვანაირად შევიცვალე და დავიწყე ფიქრი და ასე მგონია ამ ჩემი ოთახიდან გასასვლელის აღმოჩენით სრული ტრანსფორმაციისთვის ისევ მჭირდება იქ ჩასვლა.