ზოგს დემონები საერთოდ არ ყავს. არ აწუხებს არაფერი რაც მის კანის ქვეშ ხდება. დილით რომ იღვიძებს ფიქრობს რამდენი კოვზი შაქარი უნდა ჩაიყაროს ყავაში და რით დაასრულოს დღე რომ ბედნიერი იყოს. კიდევ ისეთებიც არიან რომლებიც ხანდახან ჩაფიქრდებიან ხოლმე რაღაცაზე, ზოგადად, უფრო იშვიათად შემხვედრიან ადამიანები რომლებიც საკუთარ ემოციურ მდგომარეობას მუდმივად უღრმავდებიან და აანალიზებენ საკუთარ თავს. ჩემნაირს სულ რამდენიმეს ვიცნობ, დემონებით.ყველას თავისი დემონი ყავს და ყველასი განსხვავებულია. ჩემს დემონებს ჩემი სახე და სხეული აქვთ, ჩემი მანერები და საუბარი, მაგრამ ვერცერთი მათგანი ვერ შეძლებს იყოს ნამდვილი მე. ჩემს დემონებს ჩემი ჩანაცვლება უნდათ. ნაწილებად მხლეჩენ და მძიძგნიან. ახლა უკვე შევეჩვიე და ვუმკლავდები, ადრე ხშირად მქონდა მომენტები, როცა მე ჩემს თავს ვერ ვაკონტროლებდი. მე ვიდექი გვერდით და ვუყურებდი ჩემი დემონი მე, როგორ აკეთებდა ყველაფერს, რომ ჩემს ცხოვრებაში დაბრუნება აღარ მომდომებოდა და დავნებებულიყავი. ჩემი დემონები ჩემი რამდენიმე კილოგრამი კანია.

winona-ryder