მთავარი

ახალი ათასწლეულის თინეიჯერები

დატოვე კომენტარი

მე და ჩემი თაობა ამ ახალი ათასწლუელის პირველი თინეიჯერები ვიყავით, საბჭოთა კავშირის შვილები, 90-იან წლებში ბავშვობა გამოვლილები, თითქმის ვერაფერი რომ გაგვაკვირვებდა არაცივილური. გართობაში კრეატიულები, აზროვნებით ანარქისტები, განწყობით მეამბოხეები, კიდევ დაკარგულებიც სადღაც ანალოგურ და ციფრულ სამყაროებს შორის, აბსტრაქტული ავტორიტეტებით გარემოცულები და მთლიანობაში გაბრაზებულები. ჩვენ არ გვქონდა ფული მაკდონალდსში ბიგმაკებისთვის და ახლადგახსნილ ერთადერთ კინოთეატრში კინოს ბილეთისთვის. ჩვენ ვიკრიბებოდით სარდაფებში, გარაჟებში და ვუკრავდით ცუდად, ხმამაღლა, მაგრამ ვსვამდით და გვეკიდა. სიმღერებს ვუსმენდით რადიოში, ვიწერდით პასტით გადახვეულ და მანიკურით დაწებებულ კასეტებზე. ჩვენ მეტროში გვიმღერია რომ სახლამდე მისასვლელი გზის ფული შეგვეგროვებინა. ჩვენ გვქონდა ფირის ფოტოაპარატები და ვამჟღავნებდით ფოტოებს. ჩვენ არ გვქონდა მობილურები და სკვერებში ვხვდებოდით ერთმანეთს, ზამთარშიც როცა ციოდა და ვმღეროდით ირაკლის სიმღერებს.

დატოვე კომენტარი

თუ შენს ფანჯრებზე მზიანი დღეა

და გაზაფხულსაც ხვდები სურნელით,

ავდრიან მარტთან დამტოვებ კენტად,

ქარიან ღამეს დავიღუპები.

 

აღარასოდეს გაგიწვიმდები,

ცაში დაგტოვებ გადაღლილს ფრენით.

აგორებული წითლად მინდვრები,

სუნთქვას გაგითბობს ყაყაჩოს ფერით.

 

შენ უზარმაზარ იალქნად გაჭრი

და გადაუსწრებ ჰორიზონტს დოღში.

გადაჩეხილი ვიქნები ნავი,

ხავსმოკიდებულ ცხოვრების ზღვაში.

%d bloggers like this: