თუ შენს ფანჯრებზე მზიანი დღეა

და გაზაფხულსაც ხვდები სურნელით,

ავდრიან მარტთან დამტოვებ კენტად,

ქარიან ღამეს დავიღუპები.

 

აღარასოდეს გაგიწვიმდები,

ცაში დაგტოვებ გადაღლილს ფრენით.

აგორებული წითლად მინდვრები,

სუნთქვას გაგითბობს ყაყაჩოს ფერით.

 

შენ უზარმაზარ იალქნად გაჭრი

და გადაუსწრებ ჰორიზონტს დოღში.

გადაჩეხილი ვიქნები ნავი,

ხავსმოკიდებულ ცხოვრების ზღვაში.