ჩემს შესახებ
მიყვარს – ცოტა რამ მაგრამ საშინლად და ავადმყოფურად
ვოცნებობ – ყოველთვის არარეალურსა და რამე ისეთს რაც ვიცი რომ ვერ ამიხდება
ვფიქრობ – ბევრს… ძალიან ბევრს…
კმაყოფილი ვარ – ყოველთვის სხვების ნამოქმედარით და არასდროს ჩემი თავით
მძულს – ალბათ, მაგრამ ვერ ვიხსენებ
ვნანობ – არასდროს და არაფერზე, იმიტომ რომ ის რაც არ გვკლავს გვაძლიერებს
მსურს – ვიყო მაღალი, ჯანმრთელი და მილიონერი
მაღიზიანებს – იშვიათად რამე, მაგრამ უფრო სხვადასხვა სიტუაციები და სხვადასხვანაირი ადამიანები
ვგრძნობ – სწრაფად იცვლება ის რასაც ვგრძნობ
მეშინია – სიმაღლის და გაშლილი სივრცის
ვიცი – ყველაზე კარგად ჩემი თავი
არ ვიცი – ქიმია
შემიძლია – ბევრი ლაპარაკი (ჩემს თავზე)
არ შემიძლია – დასარტყამ ინსტრუმენტზე დაკვრა
ვმეგობრობ – ხანდახან ადამიანებთანაც
ვაპატიებ – ყველაფერს ურთიერთობის გაგრძელების გარეშე, ოღონდ მთელი გულით
ვტირი – უაზრო და სენტიმენტალურ ფილმებზე
ვიცინი – ყველაზე ხშირად ჩემს შეცდომებზე
ვეძებ – სიმშვიდეს
ღირსი ვარ – ხანდახან არაფრის
ვკარგავ – უფრო ხშირად თავს
მშურს – ქერების
ვემალები – ძაღლებს
ვემტერები – ცოტა ხნით, მერე მავიწყდება…
მაინტერესებს – ასტროლოგია
არ მაინტერესებს – კოსმოსური ბიოფიზიკა
მახსოვს – ციფრები
მრცხვენია – უსირცხვილო ვარ
უარვყოფ – ჩემს სიჯიუტეს
ვავადვმყოფობ – გულით, ტვინით და ფილტვებით
ვმალავ – ბევრ რამეს ჩემი პირადი ცხოვრებიდან
ვინახავ – ათას ფურცელს და ყველა მინაწერს, რომელიც არ ვიცი რაში მჭირდება
მწამს – იმის რომ ღმერთი ყველასთვის ერთია
მიკვირს – იშვიათად
მიხარია – მამას ზარი
ვჭორაობ – ყველაზე და ყველაფერზე
ვდარდობ – იშვიათად მაგრამ ავადმყოფობამდე
ვამაყობ – ჩემი მეგობრებით
ვაკეთებ – ათას სისულელეს ერთდროულად
ვეფერები – მხოლოდ საყვარელ ადამიანს
მსიამოვნებს – ყურადღება, ოღონდ ისე არა როგორც ყველას. განსაკუთრებით!
მესიზმრება – კოშმარები
ვეწევი – სიგარეტს
მწყინს – მარტო მეგობრებისგან
ვხარჯავ – ყველაზე კარგად ფულს
ვღალატობ – არავის :გამოუცდელისახით:
ვკამათობ – ხშირად და მიყვარს კამათი
ვუხეშობ – როცა მდგომარეობიდან გამოვდივარ
ვუსმენ – და ვუყურებ – ვუსმენ იმას რაც აიპოდში მაქვს და ვუყურებ იმას რაზეცაა გადართული…
ვყოყმანობ – სულ და ყველაფერზე
ვკითხულობ – სტატიებს ყველაფერზე
ვამზადებ – ყველაზე გემრიელად ტირამისუს
ვკლავ – დროს და ჩემს ჯანმრთელობას
ვაფუჭებ – ხასიათს
ვცხოვრობ – დედამიწაზე
ვცემ – მხოლოდ ბოლთას
ვყვირი – როცა მეკეტება
ვმღერი – ბოლო დროს იშვიათად
ვასრულებ – სიამოვნებით მხოლოდ სურვილებს
დავდივარ – როცა არ ვიჭედები ლიფტში
ვმკურნალობ – ფილტვებს
ვერიდები – თვითკმაყოფილ და საკუთარ თავზე შეყვარებულ ადამიანებს
ვთამაშობ – გატაცებით პოკერს და მონოპოლიას
ვიტყუები – ხშირად როცა ახსნა მეზარება
ვეთაყვანები – მის უდიდებულესობა მარტოობას
ვგიჟდები იმაზე, რომ – ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ
ვაგროვებ – რკინის ფულს, მარკებს და სალაროს ქვითრებს
ვიხდი – ამ თვეში დენის, გაზის, 2 ბანკის კრედიტს და ინტერნეტის გადასახადს
ვეჭვიანობ – არასდროს და არაფერზე
ვკაიფობ – ამერიკულ, იდიოტურ, უნიჭო, ახალგაზრდულ საშინელებათა ფილმებზე. (გზიდან რომ გადაუხვევენ, მანქანა რომ გაუფუჭდებათ და ბოლოს ერთი რომ რჩება ცოცხალი)
ვიზიდავ – ძირითადად კაცებს
ვილამაზებ – ბანალურია, მაგრამ ცხოვრებას
ოქტ 25, 2009 @ 20:03:07
ჩამწვდა
შემაშინა
გამაოცა
ამაღელვა
დეკ 29, 2012 @ 00:32:53
როგორ მომეწონა ეს ბლოგი ❤ მიხარია, რომ აღმოვაჩინე:))
P.S. პირველი ეფექტი იმან მოახდინა, რომ მარჯვნივ ჩემი საყვარელი ფილმების სურათები მომხვდა თვალში 😀
დეკ 30, 2012 @ 02:58:32
მადლობა ^_^ ძალიან მიჩუყდება გული როცა ამას მეუბნებიან ხოლმე, მართლა. იმიტომ რომ ჩემს უამრავ პოსტს არ აქვს ლაიქი ან კომენტარი სხვა ბლოგერებსგან და სულ არა მაგრამ ხშირად მგონია რომ საერთოდ არავინ კითხულობს ჩემ გარდა და მიხარია ხოლმე როცა ვცდები.
თებ 13, 2014 @ 23:34:01
დამაიტერესა ამ ბლოგმა და მისმა ავტორმა.
თებ 14, 2014 @ 01:08:27
მადლობა ინტერესისთვის, ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია 🙂
მაისი 10, 2014 @ 12:37:24
დამაინტერესა ამ ბლოგის ავტორმა :3 მომეწონა ❤