მთავარი

ვითომ ლექსი

დატოვე კომენტარი

ღამემ შეიკრა მორცხვად ღილები,

მთვარე უძილო კაცს დაემსგავსა.

მზემ გამოგზავნა დილის სხივები,

რომ ჩემი მკერდი ისევ გენახა.

 

 

 

დატოვე კომენტარი

თუ შენს ფანჯრებზე მზიანი დღეა

და გაზაფხულსაც ხვდები სურნელით,

ავდრიან მარტთან დამტოვებ კენტად,

ქარიან ღამეს დავიღუპები.

 

აღარასოდეს გაგიწვიმდები,

ცაში დაგტოვებ გადაღლილს ფრენით.

აგორებული წითლად მინდვრები,

სუნთქვას გაგითბობს ყაყაჩოს ფერით.

 

შენ უზარმაზარ იალქნად გაჭრი

და გადაუსწრებ ჰორიზონტს დოღში.

გადაჩეხილი ვიქნები ნავი,

ხავსმოკიდებულ ცხოვრების ზღვაში.

ჩრდილოეთი

დატოვე კომენტარი

სიტყვა გამიძუნწდა სუნთქვით დაბოღმილი,

ფიქრი ოცნებას მარხავს.

ისევ გავმაღლდი სახემოცლილი,

ნიღაბს უჯრაში ვმალავ.

 

ჩემს კარადაში დაზამთრდა დილით,

ქურქმაც ჩაიცვა კაბა.

ისვე გავთეთრდი მე, ჩრდილოეთი,

შენ მზეს გრძნობებით ფარავ.

 

გაყინული პოეზია ნაბახუსევზე

11 Comments

ჩემს ნაბახუსევს ალერგიაც დაემატა… ევკალიპტის ექსტრაქტზე მაქვს ალერგია და ჩემდა საუბედუროდ ჩემი თანამშრომლის ახალ ძვირადღირებულ სუნამოში სწორედ ეს ექსტრაქტი შედის…

რა ვქნა… ვერც ვერაფერი…

ამ გამწარებულ გულზე შემომეწერა ლექსი

ხეს ფოთლები რად უნდოდა
ზამთარი რომ გაუთოვდა,
გაიხადა მწვანე კაბა
და ლოგინში ჩაუგორდა.

აკაცია

დატოვე კომენტარი

ჩემს ფანჯარასთან რომ ცხოვრობს აკაცია,
ისეთი ლამაზი და წარმტაცია,
ყველაზე მაღალი და მამაცია,
ჩემს ფანჯარასთან რომ ცხოვრობს აკაცია.
მზე რომ ჩრდილით ხატავს აკაციას,
იატაკზე მიწევს, ზარმაცია,
ჩემი სიყვარული აკაცია,
ჩემთან მოვიდა და დამაქცია.
ტუჩებში რომ მკოცნის აკაცია,
გაზაფხულიანი ღალატია,
ისეთი ეკლები აქვს აკაციას,
ისეთი სიხარული დამაფრქვია.
ჩემს ფანჯარასთან რომ ცხოვრობს აკაცია,
ისე ცოტა და დარდიანია,
ისეთი კაცია, ა, კაცია?!
ჩემს ფანჯარასთან რომ ცხოვრობს აკაცია.

მე შემიძლია…

დატოვე კომენტარი

მე შემიძლია ვიყო შენი,
მე შემიძლია ვიყო გველი,
ვიყო ვეშაპი…

მე შემიძლია ვიყო მწველი
ვით გველეშაპი.

მე შემიძლია ვიყო სველი,
როგორც ქალთევზა.

მე შემიძლია ვიყო მშვიდი,
როგორც მეთევზე.

მე შემიძლია ვიყო სუნი
დილით ბალიშზე.

მე შემიძლია ცოლის ყურში
ვიყო საყურე.

მე შემიძლია ყველაფერი,
გარდა ერთისა.

ოცნებებშიც კი არ მაქვს ფრთები,
მე არ ვარ ზეცის.

%d bloggers like this: