რამდენი ხანია ჩემი ამბავი აღარ გიკითხავს. ჩემი თვალები ცისფერია შიგნიდან. გადმომაბრუნე, წაღმა მხარეს მიცნობს ყველა. ჩემი უკუღმართი სახე დაგანახო და ჩემი ლურჯი თვალები შიგნიდან, სულში რომ იყურება. ცრემლებად ვიღვრები, ავივსე და ვეღარ მეტევა გული ნეკნებში. ჩემი ტკივილი გადამიტანს. მინდა ჩემი გული შენს მხარში გაგიცვალო. მე თავს დავადებ და ყველაფერს მოვუყვები, თორე პირი შემიხორცდა. შენ გულს დაიდებ წინ და აწამებ.
ოქტომბერი 24, 2009
მინაწერები გაფრცქვნა, გაყუჩება, სული, ფრჩხილები, ჩავიხშო, წამლები დატოვე კომენტარი
თითებით ვიფრცქვნი სულს. ფრჩხილებში ხორცი მაქვს ჩარჩენილი და ცოტა ტკივილიც. ერთმანეთის მიყოლებით ვსვამ წამლებს, რომ გავყუჩდე… არ მოქმედებს. სული მინდა ჩავიხშო… გამომრთეთ
ოქტომბერი 24, 2009
მინაწერები კარი, სარკმელი, ურდული, ჩავრაზე, ციხესიმაგრე დატოვე კომენტარი
კარი ჩავრაზე ურდულით და სარკმელი ამოვაშენე. ჩემი სხეული ჩემი ციხესიმაგრეა. გამოვიკეტე
ოქტომბერი 24, 2009
მინაწერები ეკუთვნოდეს, უყვარდეს, ქალი დატოვე კომენტარი
ყველა ქალს შეუძლია ეკუთვნოდეს ერთს და უყვარდეს ერთი
ყველა ქალს არ შეუძლოა ეკუთვნოდეს ბევრს, მაგრამ მხოლოდ ერთი უყვარდეს
და მხოლოდ მე შემიძლია არავის ვეკუთვნოდეს და მიყვარდეს ბევრი
ოქტომბერი 24, 2009
მინაწერები გარიყული, ზღვა, კლდეები, ნივთები დატოვე კომენტარი
ვგრძნობ რას განიცდის ზღვა, როდესაც მასში შეჩვეულ და ყველსგან მივიწყებულ ნივთებს გამორიყავს ნაპირზე. მინდა ავღელდე და მივენარცხო კლდეებს, რომელიც გარს მარტყავს, მაგრამ ზღვა არ ვარ.
ოქტომბერი 24, 2009
მინაწერები კუნთები, მარტოობა, მოვათვინიერე, ობიექტი, სიბრაზე დატოვე კომენტარი
ჩემი მარტოობა მოვათვინიერე და ვეღარ მტანჯავს. ჩემი სიბრაზის ობიექტი დავკარგე და ისე დავგროვდი რომ კუნთები დამისივდა და კანი მინდა გავიხადო.
ოქტომბერი 24, 2009
მინაწერები გატყავებული, გრძნობები, მარტოობა, სიცარიელე, ტანზე, შემახორცდა, შიშველი დატოვე კომენტარი
ჩემს სიცარიელეს ისე შევეჩვიე კანივით შემახორცდა ტანზე. მარტოობისგან გატყავებული და გრძნობებისგან შიშველი ვარ. მე კარს გაგიღებ, შენ ნუ შემოხვალ თუ ჩემს ჩაცმას არ აპირებ გრძნობებით
ოქტომბერი 24, 2009
მინაწერები ზღვა, პირველი სხივი, ტალღები დატოვე კომენტარი
ისე მათბობ როგორც ზღვას დილის პირველი სხივი, როგორ მინდა ჩემი უძირო ტალღებით მოგეხვიო, მაგრამ მეშინია არ ჩაგაქრო
ოქტომბერი 24, 2009
მინაწერები კუნძული, მარტოობა, ოკეანე, ცრემლები დატოვე კომენტარი
ჩემი ცრემლების ოკეანეში მარტოობის კუნძულად ვიქეცი
ოქტომბერი 24, 2009
მინაწერები ალკოჰოლი, გაფანტული, მათრობს, ნაცნობი დატოვე კომენტარი
შენს სიტყვებს ისევ ასდის ალკოჰოლის სუნი. შენი სიტყვები ისეთი გაფანტულია, რომ მათრობს და წყალს მაწყურებს
შენი სიმთვრალე ჩემთვის ისეთივე ნაცნობია, როგორც ყველა ფიქრი, რომელიც შენ ჯერ არ გიფიქრია. შენთვის თვალები არ მენანება, მაგრამ ვგრძნობ როგორ გჭირდება იმის არ დანახვა რასაც შენი მთვრალი თვალებით ვერ ხედავ