კაბალა არის მეცნიერება, რომელიც აკრძალულიც იყო, დაფარულიც და ამავე დროს შეუძლებელია მისი დაფარვა, მისი სწავლება ან ამ ცოდნის გადმოცემა.

კაბალა გულისხმობს ცოდნას, რომელიც კაცობრიობას, განურჩევლად ეპოქისა, ადამიანების, ქვეყნების და ა.შ. მიეცათ, ანუ ცოდნას რომელსაც ჩვენ ვფლობთ მაგრამ შესაძლოა ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდეთ. ზოგადად კაბალა არის ბედისწერის მართვის მეცნიერება.

კაბალისტს როგორც წესი ორივე რეალური სამყაროსა და ზესამყაროს ხედვის უნარი აქვს და ის აღწერს ზესამყაროს, რეალური სამყაროსთვის გასაგები ენით. თვითონ კაბალისტები ეწინააღმდეგებოდნენ იმას რომ კაბალა ყოფილიყო დაშვებული, ღია მეცნიერება და მხოლოდ მეოცე საუკუნის 90-იანები წლებიდან გახსენს ის, რადგან როგორც მიხაილ ლეიტმანი ამბობს ადამიანებმა შეწყვიტეს პრიმიტულად აზროვნება და ზეარსებების წარმოდგენა, ქალთევზების, კენტავრების, ანგელოზების და ეშმაკების სახით. მათ ღმერთი და ზესამყარო ენერგიისა და ენერგოველების აღქმასთან დააკავშირეს. ანუ სხვა ეტაპზე გადავიდნენ ადამიანები რის გამოც კაბალისტებმა ჩათვალეს რომ სამყარო მზად იყო ამ მეცნიერების სწორად მისაღებად და გახსნეს ის.

კაბალაში მთავარი კითხვა არის რატომ ვარსებობთ? ზოგადად ფსიქოლოგები თვლიან რომ ეს გარდატეხის, მოზარდობის ასაკისთვის დამახასიათებელი კითხვაა და ადამიანი რომ იზრდება ამ კითხვაზე მისთვის სასურველ პასუხს პოულობს. თუმცა თაობები ისე მიდიოდნენ რომ მათგან მხოლოდ რჩეულებს შეეძლოთ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. კაბალისტების აზრით, კაბალას სინამდვილეში ის ჩაწვდება, ვინც ზრდასრულ ასაკშიც კი “იტანჯება” შეკითხვით “რატომ ვარსებობთ?”

კაბალა ცივილიზაციის მამოძრავებლად სურვილს მიიჩნევს. ითვლება რომ ადამიანების სურვილები იცვლებოდა საუკუნეების და ათასწლეულების მანძილზე, რაც დრო გადიოდა მით დიდი იყო სურვილები და მით უფრო არარეალურიც კი, მაგრამ ეს იყო მიზეზი რაც კაცობრიობას წინსვლის საშუალებას აძლევდა.

კაბალა კაცობრიობის სურვილებს 5 ეტაპად ყოფს

პირველყოფილი სურვილი – სექსი და ჭამა
მეორე ეტაპის სურვილი – იყო მდიდარი
მესამე ეტაპის სურვილი – გქონდეს ძალაუფლება
მეოთხე ეტაპის სურვილი – გქონდეს ცოდნა
მეხუთე ეტაპის სურვილი – განვითარდე სულიერად, იყო შემოქმედი

კაბალა ამ უკანასკნელ სურვილს ადამიანის სულს ეძახის. კაბალა ასევე იკვლევს სულის კონსტრუქციას, რისგან შედგება ის, ამ ეტაპზე კაბალის სწავლებაში არის სულის 600 000 ნაწილი, რომელიც ყველა ადამიანშია.

კაბალისტური ასტროლოგია მოიცავს ზესხეულებს, ნიშნებს, პლანეტებს, დიალქეტებსა და სახლებს. დავიწყებ ნიშნებიდან

კაბალისტურ ასტროლოგიაში, ასტროლოგიური ნიშნები წარმოადგენენ ადამიანის ორგანიზმის ენერგო-ინფორმაციული ნაკადების ცვლის ძირითად არხებს. ისინი 7 ზესხეულისგან შედგება, რომლებიც გადაიკვეთებიან ნიშნებით.

პირველი 6 ნიშანი განასახიერებს დაღმავალ არხებს:

ვერძი – ატმანურიდან ბუდხალურისკენ
კურო – ბუდხალურიდან კაზუალურისკენ
ტყუპები – კაზუალურიდან მენტალურისკენ
კირჩხიბი – მენტალურიდან ასტრალურისკენ
ლომი – ასტრალურიდან ეთერულისკენ
ქალწული – ეთერულიდან ფიზიკურისკენ

მომდევნო 6 ნიშანი განასახიერებს აღმავალ არხებს:

სასწორი – ფიზიკურიდან ეთერულისკენ
მორიელი – ეთერულიდან ასტრალურისკენ
მშვილდოსანი – ასტრალურიდან მენტალურისკენ
თხის რქა – მენტალურიდან კაზუალურისკენ
მერწყული – კაზუალურიდან ბუდხიალურისკენ
თევზები – ბუდხიალურიდან ატმანურისკენ


ესეც ალქიმიური სქემა ზესხეულებისა და ადამიანის ორგანიზმის ძირითადი ნაკადების შესახებ

ადამიანის ორგანიზმსა და ზესხეულებს შორის რომ გავავლოთ პარალელები დაახლოებით ასეთ სურათს მივიღებთ
უმაღლესი სხეული (სული) – ატმანური და ბუდხალური სხეული
დამაკავშირებელი სხეული (სოციალური) – კაზუალური, მენტალური, ასტრალური სხეული
მყარი სხეული – ეთერული და ფიზიკური სხეული

შემდეგ ასევე სხეულების ევოლუციის ფაზებსაც განვიხილავ და უფრო დეტალურადაც თითოეულ მათგანს, მაგრამ ახლა წარმოდგენისთვის თითო წინადადებით შემოვიფარგლები.

ატმანური სხეული – ყველაზე ზედა სხეულია ზესხეულებიდან, ჩვეულებრივი გონებისთვის ის საოცრად დელიკატურია, მისი გააზრება რაციონალური აზროვნებისთვს თითქმის შეუძლებელია. ის მოიცავს ინფორმაციას, უფრო სწორად კი ადამიანის მისიის შესახებ ინფორმაციას, ასევე მისი ბედისწერის მონახაზის შესახებ ინფორმაციას რომლის ფარგლებშიც იქნება შესაძლებელი სწორედ ამ მისიის განხორციელება.

ბუდხალური სხეული – მასში ადამიანის როგორც შინაგანი სამყაროს, ასევე იმ გარემოს შესახებ რომელშიც ის არსებობს მხოლოდ ძირითადი ინფორმაციაა ჩადებული, კონკრეტიკისა და დეტალების გარეშე.

კაზუალური სხეული – ძირითადი ცნებები, რომელიც ამ სხეულს უკავშირდება არია: მოვლენა, მოქმედება, შედეგი. პირველი ადამიანის პასიურობას განასახიერებს, მეორე აქტივობას (ბუდხალური და ატმანური) და ორივე ერთად ე.წ. ადამიანის სულს შეადგენს. კაზუალური კი მიწაზე დაშვებას გავს, ზე სხეულები და ქვესხეულები ერთმანეთისგან ვიბრაციებით განსხვავდებიან. ქვემოთ სვლისას სხეული უფრო და უფრო ქვესხეულად წარმოგვიდგება. კაზუალური სხეული ადამიანის ღირებულებების და იდეალების შესახებ ინფორმაციას წარმოადგენს.

მენტალური სხეული – ის სამ ზესხეულსა და სამ ქვესხეულს შორისაა, გარდამავალია. ამიტომ მას საკუთარი “ინდივიდუალური” მნიშვნელობის გარდა ადამიანის ორგანიზმში განსაკუთრებული კომუნიკაციური თავისებურებები შემოაქვს, რომელიც ამ „შვიდართულიანი სახლის“ სამ ზედა და სამ ქვედა სართულს ერთმანეთთან აკავშირებს. ეს სხეული ფლობს ინფორმაციას სამყაროსა და ევოლუციის შესახებ, განასახიერებს ადამიანის გონს, როგორც ევოლუციის უმაღლეს საფეხურს.

ასტრალური სხეული – ის განასახიერებს ემოციებს, ინსტინქტებს, შეგრძნებებს, ფლობს ინფორმაციას პირველყოფილობის შესახებ და ის უფრო მეტად გამოხატულია ადამიანებში, ასოციალურებსა და დაბალი თვითშეფასების მქონეებში, ანუ ადამიანებში დაბალი განვითარებით და ექვემდებარება ეთერულ სხეულს.

ეთერული სხეული – ის ფიზიკური სხეულის შედეგია, ფიზიკურად ენერგეტიკული ველი მასებით იქმნება. ის განასახიერებს ადამიანი იმუნიტეტის და ზოგადად ფიზიკური სხეულის შესაძლებლობებს, ჯანმრთელობა, სასიცოცხლო ენერგიას.

ფიზიკური სხეული – ის ძალიან ახლოს დგას კაზუალურთან, ის ატარებს ინფორმაციას ყველა იმ სხეულის შესახებ, რომელიც ფიზიკურად არსებობდა, ასევე ძლიერი ცოდნა სიმბოლოების, კაზუალურთან პარალელი ეს ძლიერ ეგრეგორთან კავშირივითაა ამ შემთხვევაში, რომელიც მის გარშემო მოვლენების განვითარებას ზედმიწევნით აკონტროლებს. ფიზიკური სხეული ქვესხეულებს შორის უკანასკნელია, ყველაზე „მყარი“.

ინდური სიბრძნე არსებობს, რომ ყველაფერს რასაც ადამიანი ხედავს მაიაა, ილუზია, მაგრამ მანამ სანამ ადამიანის თვალთახედვა მჭიდროდაა დაკავშირებული მის ქვესხეულებთან, ამის დაჯერება შეუძლებელია.

თვითონ სიტყვა ებრაული წარმოშობისაა lekabel აქედან მოდის რაც ნიშნავს მიღებას. კაბალა ეხმარება ადამიანს იმუშაოს იმაზე თუ როგორ უნდა მოიპოვოს ადამიანმა სიმშვიდე, როგორ მიიღოს ის სამყაროს შემქმნელისგან, როგორ მოიპოვოს უკვდავება და კმაყოფილება. რაც მთავარია კაბალა არ უკავშირდება რელიგიას, ის მეცნიერებაა. კაბალა სწავლოს ასე ვთქვათ პარამეცნიერებების ფიზიკას. ის არ არის კავშირში არც რელიგიასთან და არც იუდაიზმთან. ეს არის მეთოდი თუ როგორ უნდა “შევასწოროთ” სული, კაბალა არ გავალდებულებს დაიცვა რაიმე რიტუალი, არ გზღუდავს და არ გაკისრებს რაიმე პასუხისმგებლობას.

რაც შეეხება კაბალისტურ ასტროლოგიას, ის უბრალოდ სრულყოფს იმ წარმოდგენას რასაც ჩვენ ტრადიციული ასტროლოგია გვაძლევს. სამყაროში ყველაფერს რაც არსებობს ან “არარსებობს” აქვს ენერგია რომელიც მოქმედებს ყველაფერზე რაც არსებობს ან “არარსებობს”. იმის თქმა მინდა რომ თუ პლანეტას შეუძლია ენერგიით იმოქმედოს ადამიანზე მხოლოდ იმიტომ რომ ის ხილულია, არ ნიშნავს რომ ის რაც ჩვენთვის უხილავია არ მოქმედებს ჩვენზე. ის შრეები სამყაროს რომელიც ჩვენს გარშემოა და ჩვენშია ამოტრიალებული.