მთავარი

ვიზიტი ექიმთან

დატოვე კომენტარი

მთელი დედამიწა ჩემს საპირისპიროდ ბრუნავს. გავრბივარ, გავრბივად და მაინც ვერ ვეწევი. ვიღლები და ვჩერდები, ისევ უკან ვბრუნდები და თავიდან გავდივარ ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო მომენტს, მერე ისევ გავრბივარ, გავრბივარ და ვერ ვეწევი და ისევ ვჩერდები და უკან… ისევ თავიდან განვიცდი ყველა მომენტს. ისევ გავრბივარ… და მგონი საერთოდ არ ვიძვრი ადგილიდან. ხანდახან მინდა ავტირდე და გულში ჩამიკრან პატარა ბავშვივით, ან ექიმის შემდეგ ვიზიტამდე უბრალოდ მეძინოს, აი ისევ გავრბივარ…

წამლები

დატოვე კომენტარი

ადამიანებმა ჯერ იმისგან მიმკურნალეს რითაც ავად არ ვიყავი, ეხლა იმისგან მკურნალობენ რაც მკლავს, მაგრამ მე ყველა ქიმიურ შენაერთს გავუძლებ რომელსაც ადამიანები ჩემთვის დაამზადებენ და ჩემს სისხლში შეუშვებენ, იმიტომ რომ მე დიდი ხანია ადამიანი აღარ ვარImage035

დილა

დატოვე კომენტარი

დილიდან დაიწყო…

კანი გადმოვიბრუნე და ფანჯრის წინ გაჭიმულ სარეცხის თოკზე გადავეფინე შეგრძნებებისგან დასაწურად. ჩემი შეგრძნებები მკლავს. ყოველ დილით სარკეში ვიხედები და ერთ ნაწილს ვიბრუნებ შიგნიდან გარეთ. ნეკნებს გავიწევ და ჩემს შიგნით დატყვევებულ ორგანოებს გავათავისუფლებ ჩემგან ტყვეობისგან. ისეთი ავადმყოფური ვარ, რომ მეცოდებიან… დღითიდღე უფრო და უფრო…

ეს შეგრძნებები მკლავს, რომელიც ჩემი ტვინიდან მოდის… მარტოობის შეგრძნებამ მიმატოვა, თანაგრძნობის შეგრძნებამ, დაღლილობის შეგრძნებამ, სიყვარულის შეგრძნებამ…

ტკივილის შეგრძნება ნელნელა მტოვებს, ეს კარგი იქნებოდა გაყუჩების შეგრძნებას რომ არ მივეტოვებინე დიდი ხნის წინ…

მარტო სუიციდი დამრჩა… ეს შეგრძნება არ დამტოვებს… მე უნდა დავტოვო… პრობლემა მხოლოდ გამბედაობის შეგრძნებაშია, რომელიც მებღაუჭება…

მინდა გადმოვბრუნდე, უკუღმა მხრიდან დავინახო ჩემი თავი სარკეში, გული მქონდეს ჩემი მაისურის ჯიბის ადგილას, და ტვინი თმის ნაცვლად… ასე ყველაფერი ბევრად მარტივი იქნებოდა… და ალბათ ჩემი ცისფერი თვალებიც მომიხდებოდა… ჩემი თვალები შიგნიდან ცისფერია… ვიცი…

%d bloggers like this: