ჩემს ფანჯარასთან რომ ცხოვრობს აკაცია,
ისეთი ლამაზი და წარმტაცია,
ყველაზე მაღალი და მამაცია,
ჩემს ფანჯარასთან რომ ცხოვრობს აკაცია.
მზე რომ ჩრდილით ხატავს აკაციას,
იატაკზე მიწევს, ზარმაცია,
ჩემი სიყვარული აკაცია,
ჩემთან მოვიდა და დამაქცია.
ტუჩებში რომ მკოცნის აკაცია,
გაზაფხულიანი ღალატია,
ისეთი ეკლები აქვს აკაციას,
ისეთი სიხარული დამაფრქვია.
ჩემს ფანჯარასთან რომ ცხოვრობს აკაცია,
ისე ცოტა და დარდიანია,
ისეთი კაცია, ა, კაცია?!
ჩემს ფანჯარასთან რომ ცხოვრობს აკაცია.