მთავარი

ჩემი წარმოსახვითი კატა

3 Comments

ბავშვობაში მგელი მაჩუქეს. მაშინ ძაღლების არ მეშინოდა. ძალიან უყვარდა როცა  ხელით ვაჭმევდი. მუჭით ვიღებდი ხოლმე საჭმელს და ხელს ვუწვდიდი, ნაზად ლოკავდა რომ შემთხვევით კბილი არ გამოეკრა. მერე ზედ ვაჯდებოდი და ცხენივით აქეთ-იქით ვჯირითობდი. სულ ერთად ვიყავით. ის იყო დიდი და საშიში, ნებისმიერ სხვა ადამიანზე იწევდა, მისდევდა და კბენდა. თუ ვინმეზე გაიწევდა მეც ვერ ვაჩერებდი, ამიტომ დამწყვდეული ან დაბმული გვყავდა როცა მარტო არ ვიყავით. ვერ ვიტყვი რომ მიჯერებდა, არც დაძახებაზე მოდიოდა კუდის ქიცინით და არც ესმოდა რატომ არ უნდა ეკბინა ვინმესთვის. ყოველთვის იმას აკეთებდა რაც თავად უნდოდა და ეს ძალიან მომწონდა. ერთადერთი,  ვისთვისაც არც კი შეუღრენია 15 წლის მანძილზე, მე ვიყავი. ბევრჯერ გვთხოვეს დაგვეძინებინა ან სადმე ტყეში დაგვეტოვებინა, მოწამლაც სცადეს, მაგრამ მისი მოწამვლა შეუძლებელი იყო. ის მხოლოდ ჩემი ხელით გაწვდილ საჭმელს ჭამდა. მე მას ყოველთვის ვიცავდი. დიდი, თეთრი გული ქონდა და ლამაზი ვერცხლისფერი ბეწვი, მოყვითალო თაფლისფერი თვალები და დიდი ტორები.

15 წლის მერე თითქმის სულ ერთ ადგილას იწვა, თამაშიც ეზარებოდა და ისეთი ლამაზი დგომაც აღარ ქონდა, მაგრამ ხალხზე მაინც იწევდა და ამიტომ უფრო ხშირად ვამწყვდევდი. ერთ დღესაც ეზოში ჩავდიოდი, უკვე ბოლო საფეხურზე ვიდექი, როცა დავინახე როგორ აიწყვიტა ჯაჭვი და ჩემსკენ გამოიქცა. იმდენად დაუჯერებელი იყო რომ ჩემსკენ მორბოდა დასაგლეჯად თავიდან გავქვავდი. მერე დადგა წამი, როცა ჩემ თავს ვუთხარი “ან ახლა მიტრიალდები და გაიქცევი, ან დაგგლეჯს.” მერე ყველაფერი მახსოვს გვერდიდან და ცოტა ზემოდან. მე ავრბოდი კიბეზე, ის მეწეოდა დგებოდა უკანა ორ თათზე და წინა თათებით ცდილობდა ჩემს დაგდებას, მხრებზე მადებდა ტორებს და წონასწორობას კარგავდა. ისევ მეწეოდა და მე უფრო სწრაფად ავრბოდი კიბეზე. ზურგი სულ სისხლიანი მქონდა და დაკაწრული, ტანსაცმელი შემოხეული. სახლში რომ შევედი და კარი მოვიხურე გონება დავკარგე. მთელი ღამე მაღალი სიცხე მქონდა და ვბოდავდი. იმიტომ არა რომ რამე მავნო ფიზიკურად, იმიტომ რომ ეს იყო ყველაზე სასტიკი ღალატი მეგობრისგან. ეს იმდენად რთული აღმოჩნდა ემოციურად, რომ ფიზიკურად ვერ გავუძელი. ჩემმა საუკეთესო მეგობარმა მიღალატა.

მეორე დილით აპირებდნენ რომ ტყეში გაეშვათ, მაგრამ დილით მკვდარი დახვდათ. თავიდან ეგონათ რომ ეძინა. ასე გადაწყვიტა ჩემმა მგელმა, რომ სიკვდილის წინ მოვეკალი. იმ დღიდან ძაღლებს არ ვენდობი. არ მჯერა არცერთი პატრონის, რომელიც მეუბნება “არ იკბინება, არაფერს დაგიშავებს”, უბრალოდ აღარ ვენდობი. მე საკუთარმა გაზრდილმა მგელმა დამიპირა დაგლეჯვა და არ ვიღებ არცერთ არგუმენტს, რომ ის მგელი იყო. ის ჩემი მეგობარი იყო, როგორიც ძაღლია ნებისმიერი ადამიანისთვის. მეორე დილით რომ გავიღვიძე საწოლზე პატარა შავი კნუტი იწვა. დედაჩემს კატები არ უყვარს, ამიტომ ძალიან გამიკვირდა. მერე მივხვდი რომ კნუტს მარტო მე ვხედავდი. ის ჩემი წარმოსახვის ნაყოფი იყო. ასე მყავს უკვე ბევრი წელია საკუთარი წარმოსახვითი კატა, რომელსაც მხოლოდ მე ვხედავ. არც ჭამა სჭირდება, არც ქვიშის გამოცვლა, არც ბეწვი ცვივა და არც ტრანსპორტირების პრობლემები მაქვს, საერთოდ რეალურიც არ არის, მაგრამ ხანდახან ეს მავიწყდება კიდეც იმდენად ნამდვილია ჩემთვის. რაც მთავარია, ის მხოლოდ მაშინ ხდება ხილული, როცა მე მინდა მისი დანახვა ან როცა ძალიან მეშინია. შეიძლება ფსიქიატრიასავით ჟღერს, მაგრამ მეორეს მხრივ, არაფერია ცუდი იმაში, რომ მე ჩემი დანაკლისი შევივსე და წარმოსახვის რეალისტური ვიზუალიზაცია მოვახდინე. მე ამას უფრო შესაძლებლობად აღვიქვამ და არა პრობლემად. მე ვერასდროს მეყოლება ნამდვილი შინაური ცხოველი, იმიტომ რომ ვერ ვენდობი მას და ამიტომაც მყავს წარმოსახვითი.

ჩემს კოშარებში ჩემი კატა თითქმის ყოველთვის არის. ძირითადად გვერდით მიდგას და გვერდით მომყვება, ხანდახან წინ მიმიძღვის და გზას მიჩვენებს რომელიც უფრო უსაფრთხოა. მაგალითად როგორც წუხანდელ სიზმარში. პატარა ოთახში გამეღვიძა. ქვის კედლები იყო დ უფრო საკანს გავდა ვიდრე ოთახს, მაგრამ კარი ღია იყო. რკინის მთლიანი ფირფიტებით შედუღებული კარი გავაღე და მრგვალი შენობის შიგნით აღმოვჩნდი. შიდა რიკულებიან აივანზე ვიდექი, რომლიდანაც უამრავ სხვა ოთახში შესასვლელი ასეთივე რკინის კარები იყო. აივანი სპირალივით მიყვებოდა მთელ შენობას შგნიდან. არ ვიცი რომელ სართულზე ვიდექი, მაგრამ იატაკი არ ჩანდა. სიმაღლის ძალიან მეშინია, ამიტომ კედელს მივეკარი და შევეცადე ქვემოთ ჩავსულიყავი, მიწასთან ახლოს. ყოველ დონეზე ჩასვლისას ჩემი მეხსიერება ახლდებოდა. ძველი იშლებოდა და ახალი, არარეალური ემატებოდა, ქვემოთ სიარულს ვაგრძელებდი მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, წრეებზე დავდიოდი, მანამ სანამ არ მახსენდებოდა რომ ჩემი მეხსიერება წაშალეს და ახალი დამიმატეს. როგორცკი ვიხსენებდი რამოხდა ზედა დონეზე წრეებზე სიარულს ვწყვეტდი და ისევ შემეძლო ქვემოთ გავყოლოდი სპირალისებურ აივანს. პერიოდულად მქონდა მოგონებები ადამიანებზე და ვხვდებოდი ადამიანებს, მაგრამ მიჭირს იმის გახსენება რომელი იყო რეალური მეხსიერება და რომელი ყალბი 

ერთ დონეზე რომ ვიჭედებოდი და წრეებზე დავიოდი, ყველა ოთახში შესვლას ვიწყებდი. იმედი მქონდა რომ რომელიმეში კიბეს ვიპოვნიდი, მაგრამ კიბე არ იყო. ყველა ოთახში სხვადასხვა ადამიანები ან არსებები მხვდებოდნენ. ერთ-ერთი ნახევრად ღმერთებიც კი იყვნენ როგორც მითოლოგიაშია. ჩეულებრივი ნარცისები ოღონდ ზებუნებრივი ძალებით. ცდილობდნენ საკუთარი ძალები გამოეყენებინათ, რომ იქ დაეტოვებინე და ერთფეროვნება ცოტათი გაეხალისებინათ. კიდევ ეყო ერთი ოთახი სადაც სხვადასხვა წიგნებიდან ცხოველი პერსონაჟები იყო თავმოყრილი, მახსოვს ბულგაკოვის კატამ როგორც ჩამომკაწრა ფეხები როცა დარჩენაზე უარი ვუთხარი და ავდექი ოთახიდან გამოსასვლელად. ყველა ოთახი იყო უნიკალური და ძალიან ზღაპრული და ყველა ოთახი მახსოვს. სულ ქვედა სართულზე რომ ჩავედი იატაკი ჭადრაკის დაფა იყო სადაც თითო დონიდან თითო ადამიანს, ცხოველს თუ არსებას თითო ფიგურის ადგილი ეკავა. ჩემთვის შავი დედოფლის ფიგურის ადგილი იყო დარჩენილი, ხელში ავიყვანე ჩემი კატა და თამაში დავიწყეთ. ფიგურის მოკვლა უბრალოდ დაფიდან გასვლას არ ნიშნავდა, ყველას ჩვენი იარაღი გვქონდა რომლითაც უნდა მოგვეკლა მოწინააღმდეგე. ზოგს დანა ქონდა ან პისტოლეტი, იყო ხმალიც, მშვილდისარი, იყო ზებუნებრივი ძალებიც იარღის ნაცვლად მაგალითად ერთ-ერთ ნახევარღმერთს ქონდა მოთამაშეების ცოცხლად დაწვის უნარი, კიდევ ალქაჯების ოთახიდან იყო ერთი, რომელიც მოთამაშეებს პატარა არსებებად აქცევდა და ისე უსწორდებოდა, იყო ექიმიც რომელიც საწამლავს უკეთებდა შპრიცით. მე მოწინააღმდეგეებს ვკლავდი სიტყვით, თითქოს მათ თავში რა ხდებოდა გადაშლილი წიგნივით იყო ჩემთვის. ყველაზე სუსტ და მტკივნეულს ვიღებდი, მერე მიწასთან ვასწორებდი სანამ თვითმკვლელობამდე არ მიდიოდნენ. თამაში რომ დასრულდა იატაკმა ქვემოთ დაიწყო ჩაწევა და ამ შენობას კიდევ ერთი დონე დაემატა. ყველა გაქრა ჭადრაკის დაფიდან ჩემს გარდა. ზემოთ რომ ავიხედე ვიღაცეები სხვადასხვა დონეზე ჩანდნენ აივნებიდან, ქვემოთ მოდიოდნენ რომ კიდევ ერთი სასიკვდილო თამაში გამართულიყო.

გამეღვიძა.

girl_and_black_cat_by_Joysuke

შაბაში როგორც ასეთი

%(count)s კომენტარი

მე არ მაქვს პასუხი იმაზე რეალურად რა დროიდან მოდის მსგავსი რიტუალები, თუმცა შემიძლია ვისაუბრო იმაზე როდიდან გაჩნდა ცნება შაბაში დოკუმენტებში რომლებიც დღემდე არსებობს.

ეს ხდება ინკვიზიციის დროს, ევროპაში როდესაც ალქაჯებზე ნადირობა დაიწყო და ყველა მოედანზე კოცონი აენთო. დღეს უკვე შაბაშს რამდენიმე ისტორიულ და კულტურულ ფაქტორს უკავშირებენ. ერთი ნაწილი ისტორიკოსების მიიჩნევს რომ შაბაშის ისტორია ფოლკლორთან მიდის, ხოლო მეორე უფრო სოციო კულტურულ ფაქტორად მიიჩნევს მას და ისტორიულ კონტექსტში განიხილავს, რომელსაც ინკვიზიციამდე მივყავართ შუასაუკუნეებში. არსებობს შაბაშის მეცნიერული წარმომავლობის თეორიაც როდესაც შაბაშს განიხილავდნენ კულტურების კომპრომისად და არა მარტივად როგორც, დომინანტი კულტურის პროექციად. ფაქტი კი ერთია რომ დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა სტერეოტიპი შაბაშის შესახებ, რომელიც ზუსტად იმ სასამართლო პორცესებზე დაყრდნობით რომელიც შუასაუკუნეების ინკვიზიციის დროს იმართებოდა, ჩანს როგორ ხდებოდა უტრირება რიტუალის მიმდინარეობის და მისი თეატრალიზება.

მთავარი ელემენტი შაბაშის სტერეოტიპის იყო სექსუალური ორგიები, ანთროფოფაგია და ზოომორფიზმი ანუ ცხოველის სახით ღვთის თაყვანისცემა. მაგალითად ანტროფოფაგიას უმეტესად შუასაუკუნეების ერეტიკულ სექტებს მიაკუთვნებენ, ის იყო ენდოკანიბალიზმის რიტუალის ნაირსახეობა. რადგან აქ ხდებოდა ცხოველთან სისხლის აღრევით შობილი ბავშვების მსხვერპლთშეწირვა და ასე ვთქვათ იმავე „ცხოველის“ (ღვთაების) მიერ მისით კვება, სწორედ ამ ღამის შეკრებების დროს, რომელსაც მოგვიანებით შაბაშს უწოდებენ სხვადასხვა ისტორიულ თუ სასამართლო პროცესების ჩანაწერებში. ხოლო რაც შეეხება თავად ალქაჯის განსახიერებას რომელიც ჩვილების მოტაცებით და მათი მსხვეპლშეწირვით იყო დაკავებული, ბევრად უფრო საშინელია და აგრესიული.

სხვათაშორის ჯერ კიდევ კაბალაში ვხვდებით მსგავს ჩანაწერებს ქალზე რომელიც ჩვილებს იპარავს და მათით იკვებება. შესაძლოა ის იყო სწორედ პირველი ალქაჯის განსახიერება, საიდანაც გაჩნდა ზოგადად სტერეოტიპი ალქაჯების შესახებ, რადგან პირველი ალქაჯი ლილიტი იყო ქალი, ეს არის პირველი ფემინისტი შეიძლება ასეც ვთქვათ, დიდი ქალური ენერგიის მატარებებლი და ღვთის ხატად შექმნილი როგორც ადამი, მისი თანასწორი და დაუმორჩილებელი, არა კაცის მონა როგორც ევა და მისი გართობის საგანი, არამედ დამოუკიდებელი არსება, ქალი, დიდი ენერგიის მატარებელი, თავისუფლების და თანასწორობის სიმბოლოც კი, ეს თვისებები ძალიან გავს შუასაუკუნეებში ინკვიზიტორების მიერ აღწერილი ქალის თვისებებს რომელსაც ალქაჯობაში სდებდნენ ბრალს. ასე რომ არ შეიძლება ეს კავშირი უარვყოთ.

რაც შეეხება მონაცემებს იმის შესახებ რომ ალქაჯები და კუდიანები ეშმაკს სცემენ თაყვანს და ყველაფერს წმინდას შეურაცხყოფდნენ. ეს ფაქტებიც შუასაუკუნეებში იღებს სათავეს, როდესაც უკვე ქრისტიანული რელიგია მოძლიერებულია და ასე ვთქვათ ხელჩართული ბრძოლაა გაჩაღებული წარმართული და ძველი კულტურების მიმართ. აქვე აღსანიშნავია ის რომ მაგები ხშირად საკუთარ „მიმდინარეობებს“ ძველ რელიგიებს აწერდნენ, უფრო სწორად უწოდებდნენ. შესაბამისად რელიგიები რომლებიც მანამდე არსებობდა, იყო ძლიერი, მასშტაბური და ბევრად უფრო მეტ კავშირში სამყაროსთან, არა ამდენად განკაცებული რამდენადაც ქრისტიანული რელიგიაა. შესაბამისად არ არის გასაკვირი ალქაჯების, მაგების და ა.შ. წარმომავლობა, რადგან როგორც ახლაა მოძღვარი, ბერი, მონაზონი და ქრისტიანული რელიგიის სხვა მსახური, ასევე იმ დროისთვის ქრისტიანობამდე ანუ ძველი რელიგიების მიხედვით სწორედ ეს ადამიანები, შემდგომში უკვე არსებებად მოხსენიებულნი იყვნენ ამ ძველი რელიგიების მიმდევრები და თუნდაც წარმომადგენლები, მსახურები.

ყველაფერი კი დაიწყო იქიდან, რომ 1486 წელს გამოქვეყდა დემონოლოგიის ტრაქტატი „Malleus Maleficarum“ ქართულად შინაარსობლივად სწორად არ ვიცი როგორ გადმოვთარგმნო, სიტყვა სიტყით ითარგმნება როგორც „ალქაჯთა ჩაქუჩი“. ეს ტრაქტატი შეადგინა დომინიკელმა ინკვიზიტორმა ჰენრიხ კრამერმა და იაკობ შპრენჰერმა.

ტრაქტატმა დაუდო სათავე ალქაჯთა წინააღმდეგ ბრძოლას, კათოლიკური ეკლესია ქრისტიანული რელიგიის პროპაგანდისთვის და ასევე საკუთარი ჯიბეების გასუქებისთვის ქმნიდა სტერეოტიპებს და მტრებს, უტრირებულ ძალებს. რადგან მაშინ ბევრად უფრო პოპულარული და გავრცელებული იყო წარმართული და სხვა ძველი კულტურები, მრავალღმერთიანობა, ბუნებრივი სტიქიები და მათი დაკავშირება სხვადასხვა ღმერთებთან, კათოლიციზმს სჭირდებოდა არსებობა არა მხოლოდ იმისთვის რომ არ გამქრალიყო, არამედ იმისთვის რომ ფიზიკურად და მატერიალურად ეარსება. ეს ასე ვთქვათ ბიზნესი იყო, ყველაზე პოპულარული იყო ბოროტთან ბრძოლა, ხოლო ალქაჯები თავისი შაბაშით ზუსტად ჩაჯდა ამ სისიტემაში. მასა ადვილად მიიღებდა ამგვარ ინფორმაცის, ამიტომაც სტერეოტიპი ალქაჯებზე და მათ შაბაშზე ასეთი უტრირებული და მძიმე, შესაძოა საერთოდ არარეალური სახით, გახდა ძალიან პოპულარული.

ინკვიზიტორები ღვთის სახელით ავრცელებდნენ უამრავ სტერეოტიპს რომელიც სწორედ ამ ტრაქტატს ემყარებოდა. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც შესაძლოა ყოფილიყო ალქაჯი იჭერდნენ და მრავალგზის წამების შემდეგ რომლის შემდეგაც ადამიანს ნებისმიერ საქმიანობას აღიარებინებდი, იღებდნენ აღიარებას, ისეთს როგორიც თავად სურდათ. იქნებოდა ეს ცოცხზე ამხედრებული მგლის გარეგნობით ალქაჯი, რომელიც შაბაშზე მიფრინავს რათა ეშმაკს თაყვანისცეს, გაიტაცოს ბავშვები და მსხვერპლად შეწიროს ისინი. თუ უბრალოდ შავი ჭირის მიზეზი, რომ თითქოს ალქაჯმა დაწყევლა ის ქალაქი და ამიტომაა ყველა ავად.

მოკლედ სქემა ასეთი იყო ინკვიზიტორი სთავაზობდა სიუჟეტს დატყვევებულს და ყველანაირად აწამდებმად მას სანამ ეს უკანასკნელი არ აღიარებდა მის სცენარს, რის შემდეგაც მას კოცონზე წვავდნენ.

სამწუხაროდ ინკვიზიციამ გარდა იმისა რომ უამრავი აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, გააკეთა ისიც რომ უამრავი ძველი ისტორიული წყარო დაიკარგა. რადგან მათ ვისაც ისინი ქონდა ან საგულდაგულოდ მალავდა მას ან წვავდა. რადგან მათი აღმოჩენის შემთხვევაში უეჭველად სიკვიდილი ელოდა. შესაბამისად ინკვიზიციამ დატოვა ბევრი მცდარი ისტორიული წყარო ალქაჯებზე, მათ რიტუალებზე, ზოგადად ძველ რელიგიებზე, მათ მიმდევრებზე და ხელი შეუწყო უამრავი ისტორიული ფაქტის განადგურებას ამ რიტუალების ნამდვილ წარმომავლობასა და მიმდინარეობაზე.

გარდა ამისა იმ ძველი რელიგიების მიმდევრების საგულდაგულოდ დამალვა გამოიწვია. ისინი ჩრდილში დადგნენ. და ეს საკუთარი შესაძლებლობების დაბლოკვა იყო, რომ არ ყოფილიყო განსხვავებული, სხვანაირი, ყოფილიყო ისეთი როგორიც ყველა. ეს პროცესი “თვითდაბლოკვის” ხდებობოდა არა ერთი და ორი თაობის განმავლობაში.

შესაბამისად დღემდე არსებობენ ადამიანები, რომელთა წინაპრები ძველი რელიგიების მიმდევრები იყვნენ შესაძლოა და მათში არის ის გენეტიკური კოდი და მეხსიერება რომელიც მათგან გადმოეცათ თუმცა ეს „ბლოკი“ ძნელი მოსახსნელია და დიდ მუშაობას საჭიროებს.

ახლა რაც შეეხება თავად რიტუალებს და შაბაშებს მოკლედ. ოკულტური კალენდარი 13 სავსემთვარეობის დღესასწაულს და 8 შაბაშს შეიცავს.

სავსემთვარეობის დღესასწაულები

წელიწადში 13 სავსემთვარეობაა, არსებობს ვერსია რომ ამ დღეს ხდება ადამიანებში არსებული ძალების გამოთავისუფლება, ენერგიის მოზღვავება. 13 სავსემთვარეობა ზუსტად ემთხვევა 13 მთვარის დღესასწაულს. მეცნიერულად კი ამ დღეს იცვლება დედამიწაზე გრავიტაცია რაც მიქცევა-ოქცევაზეც კი აისახება, ისევე როგორც ახალმთვარეობისას.

მთვარის რიტუალი ტარდება სამყაროს შემოქმედი და მაცოცხლებელი ძალის საპატივცემულოდ. ალქაჯები ამ დღეს ბუნების უდიდეს ძალებს მოუწოდებენ, ამყარებენ სულებთან კავშირს.

შაბაში

ჯერ კიდევ 4 ათასი წლის წინ იყო მხოლოდ ორი დღესასწაული ბელტეინი და სამხეინი. ეს დღესასწაულები ორ ნაწილად ყოფს წელიწადს.

მოგვიანებით ევროპის ტერიტორიაზე ოკულტიზმი განვითარდა და კალენდარში კიდევ ორი დღესასწაული დაემატა ესენია : იმბოლგი და ლაგნასადი (ლამასი)

ამის შემდეგ გერმანელმა წარმართებმა დაამატეს კიდევ ორი დღესასწაული გაზაფხულის ბუნიობა და შემოდგომის ბუნიობა. ასე მივიღეთ რვა შაბაში.

შაბაშის თარიღს განსაზღვრავს მზის მოძრაობის ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილები, რომელსაც ის წლის განმავლობაში გადის. ითვლება რომ შაბაში, ანუ ეს დღეები წარმატების მომტანია, ის დაკავშრებულია წელიწადის დროებთან, სეზონურია. ამ დღესასწაულებთან დაკავშირებულ რიტუალებს იყენებენ იმისთვის, რომ გამოიყენონ ამ დღის ენერგია ცხოვრების გაუჯობესების და წარმატებისთვის.

სამხეინი – 31 ოქტომბერი (ჰელოუინი, სულების დღე, ჰელომუსი) ამ ღამეს შესაძლებელია უფრო მარტივად გათავისუფლდეთ წინაღობებისგან. ეს დღეები უკავშირდება სიკვდილს და მსხვერპლშეწირვასაც. ეს პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, როგორც ახალი წელი. ეს დღე არის მთავარი შაბაში.

 

 იოლი – 21-22 დეკემბერი ( ბუნიობა) ეს შაბაში საკუთარ თავში ახალი ძალების აღმოჩენას და მათ განვითარებას უკავშირდება. მედიტაციისთვის არის კარგი დღე

 იმბოლგი – 2 თებერვალი (ცნობილია როგორც ანთებული სანთლის სახელითაც, იგივე ჩირაღდნების დღესასწაული) ამ დღეს რაც შეიძლება მეტ სანთელს ანთებენ. ეს შაბაში განწმენდის შაბაშია.

 

 ოსტარა – 21 მარტი (ბუნიობა) ასევე ცნობილია რომ ოსტარა ჯერ კიდევ დიონისეს პერიოდიდან იღებს სათავეს, ასევე კელტური, ფრინველების დღესასწაულია. ამ დღეს ატარებენ რიტუალებს რომელიც მომავლის წინასწარმეტყველებას უკავშირდება, ცნობილია როგორც გაზაფხულის პირველი დღე.

 

 ბელტეინი – 1 მაისი (ბელტანი, ვალპურგის ღამე) აღინიშნება 30 აპრილი-1 მაისის ღამეს. სამხეინის საპირისპირო მხარე, მნიშვნელობით მეორე დღესასწაული. ასევე ნაყოფიერების უდიდესი დღესასწაული. ამ დღესასწაულს ასევე გერმანელი წარმართები ალქაჯების დიდ შაბაშსაც უწოდებენ.

 

 ლიტა – 21 ივლისი ძალიან ძლიერი მაგიური ღამეა, ითვლება რომ ამ დღეს სიზმარი და ცხადი შესაძლოა ერთმანეთში აირიოს.

 

 ლაგნასადი – 1 აგვისტო ამ დღესასწაულის მთავარი სიმბოლო მზეა, ეს დღე მოსავალს უკავშრდება, მიწას, ღვინოს, ხოლო ალქაჯების შაბაში ამ დღეს მზის ღმერთისთვის მოსავლის გადაცემით, ასე ვთქვათ მისთვის ძღვენის გადაცემით. ეს უფრო სამადლობელო შაბაშია.

 მაბონი – 21 სექტემბერი ეს შაბაში არ უკავშირდება ხმაურიან აღნიშვნას, ეს უფრო ჩუმი და მშვიდი შაბაშია, რომლის დროსაც ალქაჯები რუნებს აკეთებენ ხისგან.

უახლოესი შაბაშებიდან წინ გვაქვს 2 თებერვლის შაბაში, იმბოლგი. მივყვები თანმიმდევრობით და ყოველი შაბაშისთვის უფრო ვრცლად დავწერ თითოეულ მათგანზე.

პირადი გამოცდილებიდან კი იმას გეტყვით, რომ შარშან ოსტარას დროს დამცავი თილისმა დავიმზადე რომელიც ფანტასტიკურად მუშაობს 🙂

%d bloggers like this: