მთავარი

აკაცია

დატოვე კომენტარი

ჩემს ფანჯარასთან რომ ცხოვრობს აკაცია,
ისეთი ლამაზი და წარმტაცია,
ყველაზე მაღალი და მამაცია,
ჩემს ფანჯარასთან რომ ცხოვრობს აკაცია.
მზე რომ ჩრდილით ხატავს აკაციას,
იატაკზე მიწევს, ზარმაცია,
ჩემი სიყვარული აკაცია,
ჩემთან მოვიდა და დამაქცია.
ტუჩებში რომ მკოცნის აკაცია,
გაზაფხულიანი ღალატია,
ისეთი ეკლები აქვს აკაციას,
ისეთი სიხარული დამაფრქვია.
ჩემს ფანჯარასთან რომ ცხოვრობს აკაცია,
ისე ცოტა და დარდიანია,
ისეთი კაცია, ა, კაცია?!
ჩემს ფანჯარასთან რომ ცხოვრობს აკაცია.

დატოვე კომენტარი

ისეთივე მოხუცი გავჩნდი, როგორიც სამყაროა, რაც დრო გადის ვპატარავდები და იმედი მაქვს, როცა იმ ერთ უჯრედს მივაღწევ, რითიც სხვა ადამიანები იწყებინ, სამყარო შემიბრალებს და თავიდან დამიწყებს, რომ მივხვდე, როგორია იცხოვრო ისე როგორც ყველამ

დატოვე კომენტარი

თავს შენს ხელში ძაფზე აცმულ მძივად ვგრნობ, რომელიც გაწყვიტე და სულ დააბნიე

გამარჯობა მე ვარ ანა…

2 Comments

aniგავიხდი და ჩავიცვამ. დავდგები წყლის ქვეშ და ჩამოვირეცხავ შენს სიტყვებს ტანიდან, ისევ გავიხდი და ჩავიცვამ ბევრჯერ, სახეზე საცხს წავისვამ, თვალებზე ბევრს, რომ ვერავინ შეამჩნიოს სევდა, ტუჩებზე უფრო ბევრს რომ დავემსგავსო ყველას, სუნამოს მივიპკურებ, რომ ყველა კაცმა მე მიყუროს და ვიქცე ისევ ისეთად როგორც ყოველთვის.

გამარჯობა მე ვარ ანა

წამლები

დატოვე კომენტარი

ადამიანებმა ჯერ იმისგან მიმკურნალეს რითაც ავად არ ვიყავი, ეხლა იმისგან მკურნალობენ რაც მკლავს, მაგრამ მე ყველა ქიმიურ შენაერთს გავუძლებ რომელსაც ადამიანები ჩემთვის დაამზადებენ და ჩემს სისხლში შეუშვებენ, იმიტომ რომ მე დიდი ხანია ადამიანი აღარ ვარImage035

მე ვულკანი

დატოვე კომენტარი

მიწა ვარ, რომელმაც გული იგრძნო და ამოხეთქა. ვულკანი ვარ, რომელიც ღმერთებმა დასაჯეს და ქალად აქციეს.

ვულკანი ვარ, შიგნიდან დაფლეთილი და გადამწვარი, ლექსად ამოხეთქილი და გრძნობებისგან დაცლილი, ცრემლად გადმოღვრილი და დიდი ხნის წინ ჩაძინებული ვულკანი ვარ

მე შემიძლია…

დატოვე კომენტარი

მე შემიძლია ვიყო შენი,
მე შემიძლია ვიყო გველი,
ვიყო ვეშაპი…

მე შემიძლია ვიყო მწველი
ვით გველეშაპი.

მე შემიძლია ვიყო სველი,
როგორც ქალთევზა.

მე შემიძლია ვიყო მშვიდი,
როგორც მეთევზე.

მე შემიძლია ვიყო სუნი
დილით ბალიშზე.

მე შემიძლია ცოლის ყურში
ვიყო საყურე.

მე შემიძლია ყველაფერი,
გარდა ერთისა.

ოცნებებშიც კი არ მაქვს ფრთები,
მე არ ვარ ზეცის.

დატოვე კომენტარი

ზოგისთვის სიყვარული ერთადერთია,ზოგისთვის ძნელია, ზოგისთვის ბევრია, ზოგისთვის დამთრგუნველი და მშვენიერია.

ჩემი სიყვარული არის ყველაფერი ეს ერთად აღებული და გაერთიანებული ავანწიურით, რომელიც თან გასდევს მთელს ჩემს ცხოვრებას.

დატოვე კომენტარი

ჩემს სიცარიელეს ისე შევეჩვიე კანივით შემახორცდა ტანზე. მარტოობისგან გატყავებული და გრძნობებისგან შიშველი ვარ. მე კარს გაგიღებ, შენ ნუ შემოხვალ თუ ჩემს ჩაცმას არ აპირებ გრძნობებით.

წერილი

2 Comments

იმ წერილს ვგავარ კონვერტს რომ გახსნი და აღმოაჩენ, რომ ცარიელია.

Older Entries

%d bloggers like this: