მთავარი

გადმომაბრუნე…

%(count)s კომენტარი

შეგიძლია წარმოიდგინო რა შეგრძნებაა, როცა გაბრუნებენ უკუღმა მხარეს.. შიგნიდან გარეთ… ოღონდ რატომღაც არ კვდები და აი ყველაფერს გრძნობ…

როგორც ტანსაცმელი რომ ამოაბრუნო უკუღმა მხარეს ზუსტად ისე…

როგორ გაძრობენ ტყავს და ყველა კიდურს გიბრუნებენ შიგნიდან გარეთ… და ხედავ რომ ორგანოები გარედან გაქვს, ყველა ადგილზეა და მუშაობს, შენს ჩონჩხს ხედავ რომელიც შიგნით იყო და გარეთააა, შენი ტვინი ზევიდან არის… გული ფილტვები ყველაფერს ხედავ და გრძნობ…

და ყველაზე ბოლოს გიბრუნებენ თვალებს და ეს არის იმ ტკივილზე უარესი, იმიტომ რომ უკვე ხედავ იმას რაც შენს შიგნით ხდება… შენი თავის ტყვე ხდები… საკუთარ თავში გამოკეტილი…

ამას ვერ წარმოიდგენ…

გავცვალოთ…

%(count)s კომენტარი

IMAG0018 [640x480]მინდა ჩემი გული გაგიცვალო შენს მხარში. მე თავს დავადებ და ყველაფერს მოვუყვები, თორე ტუჩები შეახორცდა ერთმანეთს. შენ წინ დაიდებ ჩემს გულს და შეძლებ რომ აწამო.

მამა

%(count)s კომენტარი

ყველაზე კარგი მამა მყავს. ჩემი თეთრი ნაჭუჭია, როცა ცუდად ვარ გულში მიკრავს. ასე ნაჭუჭშემოკრული დავდივარ შემდეგ გატეხვამდე. ჩემს ყველა დავარდნაზე ჩემი მამიკო იბზარება. ოკეანე რომ არ გვაშორებდეს, ყოველ დილით მოვიდოდი შენთან ჩასახუტებლად.

ზღაპარი ჩემს გულზე

დატოვე კომენტარი

გული ამომაჭრეს, გაყინეს და ცხრა მთას იქით დამარხეს. ჩემმა გულმა მიწაში ღრმად გაიდგა ტკივილის ფესვები, გაიზარდა სიყვარულად და მოისხა ყინულის ცრემლები. ტკივილის შიშით მთელი ჩემი მოგონებები შევაგროვე, ჩავაწყვე ყუთში, დავაკარი ჩემი მარკების კოლექცია და გავგზავნე ამანათი უმისამართოთ. იმედი მაქვს ამანათს უკან აღარ მივიღებ და ჩემს ცხრა მთას იქით დამარხულ გულსაც ვეღარ ვიპოვნი.

%d bloggers like this: