მთავარი

დამთავრდი

%(count)s კომენტარი

ვერ ვწერ… დეკემბერში ვიცლები და მილეული წელივით მეც ვმთავრდები, ვცოტავდები, ვპატარავდები და ვთავდები…

ყველაზე მეტად რა არ მიყვარს რომ მკითხო დეკემბერია…

მოგონებებითაც, განწყობითაც და ზოგადად არ მიყვარს დეკემბერი…

დღეს დილით 7 ზე გამეღვიძა ცხოვრებაში პირველად… მარტო დეკემბერში თუ დამიფრთხებოდა ასე დილის ძილი…

და ყავის სმის დროს ვფიქრობდი რატომ მიყვარდა ასე ძალიან ახალი წელი, ის ჰომ დეკემბერშია…

და მივხვდი ახალი წელი კი არ მიყვარს, 31 დეკმებერი რომ არის და 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1 იანვარია, ეს მიყვარს…

დილა

დატოვე კომენტარი

დილით ფილტვებს ვკიდებ სარეცხის თოკზე, რომ დღესაც შევძლო სუნთქვა. გულს ვალღვობ მიკროტალღურ ღუმელში რომ საუზმეზე გემრიელად მიირთვა. გპირდები რომ წავალ ჩემს სულს დაგიტოვებ ანდერძად ღამით საბნად რომ დაგეფაროს და გაგათბოს.

დატოვე კომენტარი

ჩემი დილა XXI საუკუნეში ელექტორნული და მტკივნეული, მაგრამ მაინც პრიმიტიულია და ეს ბედნიერს მხდის

დატოვე კომენტარი

ერთ მშვენიერ დილას, რომ გავიღვიძე სისხლისგან ვიყავი დაცლილი და მართლა ძალიან შემეშინდა, ვერაფერს რომ ვერ შევადრი ისე, სიკვდილის კი არა გაქრობის შემეშინდა უკვალოდ. მგონი უკვდავების კომპლექსი მაქვს

დილა

დატოვე კომენტარი

დილიდან დაიწყო…

კანი გადმოვიბრუნე და ფანჯრის წინ გაჭიმულ სარეცხის თოკზე გადავეფინე შეგრძნებებისგან დასაწურად. ჩემი შეგრძნებები მკლავს. ყოველ დილით სარკეში ვიხედები და ერთ ნაწილს ვიბრუნებ შიგნიდან გარეთ. ნეკნებს გავიწევ და ჩემს შიგნით დატყვევებულ ორგანოებს გავათავისუფლებ ჩემგან ტყვეობისგან. ისეთი ავადმყოფური ვარ, რომ მეცოდებიან… დღითიდღე უფრო და უფრო…

ეს შეგრძნებები მკლავს, რომელიც ჩემი ტვინიდან მოდის… მარტოობის შეგრძნებამ მიმატოვა, თანაგრძნობის შეგრძნებამ, დაღლილობის შეგრძნებამ, სიყვარულის შეგრძნებამ…

ტკივილის შეგრძნება ნელნელა მტოვებს, ეს კარგი იქნებოდა გაყუჩების შეგრძნებას რომ არ მივეტოვებინე დიდი ხნის წინ…

მარტო სუიციდი დამრჩა… ეს შეგრძნება არ დამტოვებს… მე უნდა დავტოვო… პრობლემა მხოლოდ გამბედაობის შეგრძნებაშია, რომელიც მებღაუჭება…

მინდა გადმოვბრუნდე, უკუღმა მხრიდან დავინახო ჩემი თავი სარკეში, გული მქონდეს ჩემი მაისურის ჯიბის ადგილას, და ტვინი თმის ნაცვლად… ასე ყველაფერი ბევრად მარტივი იქნებოდა… და ალბათ ჩემი ცისფერი თვალებიც მომიხდებოდა… ჩემი თვალები შიგნიდან ცისფერია… ვიცი…

%d bloggers like this: