მთავარი

ალტერნატიული მე

2 Comments

მე გაზაფხულის მეცხრე დღეს დავიბადე, მაშინ ნაკიანი წელიწადი იყო და ჩემს დაბადების დღეზე უჩვეულოდ თბილოდა. მე არასრულად 9 თვის დავიბადე რამდენიმე კვირით ადრე. ჩემი დაბადებისას დრო ზუსტად ცხრაზე გაჩერდა სახლში, ერთდროულად ყველა საათზე და ხატიას ნაცვლად ანა დამარქვეს. მე დაახლოებით ნახევარი საათი არ ვსუნთქავდი დაბადებიდან და საერთოდ ეგონათ, რომ უკვე მკვდარი ვიყავი მუცელშივე. მე დაბადებისას მხრებამდე შავი კულულები მქონდა და თვალები დაბადებიდან რამდენიმე წუთში გავახილე. მაშინ თვალები ცისფერი მქონდა, როგორც დედაჩემი იტყოდა ფირუზისფერი, რის გამოც ამბობდნენ, რომ კნუტს ვგავდი.

დედაჩემი შავთვალება წითურია, მამა მწვანეთვალება შავგვრემანი. ხშირად ვფიქრობდი იმაზე მწვანეთვალება წითური რომ ვყოფილიყავი ადამიანიც სხვა ვიქნებოდი თუ არა. ალბათ ის მწვანეთვალება წითური საერთოდ სხვანაირი იქნებოდა და სავარაუდოდ ხატია. ის პირველ აპრილს დაიბადებოდა, თავის დროზე და ჰოროსკოპითაც ვერძი იქნებოდა. ბავშვობაში ალბათ ძალიან კომუნიკაბელური და ცელქი გოგო იქნებოდა, ცოტა კაპრიზულიც, სათამაშოსთვის მაღაზიაში ფეხებს რომ აბაკუნებენ და დღისითაც ტკბილად სძინავთ. სწავლაც ეყვარებოდა, მაგრამ ისე არა როგორც მე, ის ნიშნებისთვის ისწავლიდა და არა სიამოვნებისთვის. წიგნების კითხვას უფრო ნაკლებ დროს დაუთმობდა, მაგრამ პაოლო კოელიო წაკითხული ექნებოდა აუცილებლად. ხატია ალბათ ბალეტსა და ციგურულ სრიალს შორის ბალეტს არ აირჩევდა, სკოლის დამთავრებისას კი დედას დაუჯერებდა და სამედიცინოზე ჩააბარებდა. ხატია სახლში არასდროს დააგვიანებდა და არც დათქმულ დროს გადააცილებდა სადმე მისვლას. ბავშვობაში ქართულ ხმებს და რუსულ პაპსას მოუსმენდა. გარდატეხის ასაკშიც მოკრძალებულად ივლიდა მუხლამდე ქვედაბოლოთი და გრძელი ნაწნავით. მერე პედიატრად დაიწყებდა მუშაობას პოლიკნინიკაში და მხოლოდ კომპწია ბიჭები მოეწონებოდა პრიალა ფეხსაცმელებით. ხატია რომ დაბადებულიყო ჩემი მშობლები ისეთივე ბედნიერები იქნებოდნენ როგორც ახლა და წარმოდგენა არ ექნებოდათ, რომ მე არასოდეს ვიქცეოდი მათ ღამის კოშმარად მაღალ კლასებში, არ გავაკეთებდი ყველაფერს ზუსტად ისე, როგორც მათ არ უნდოდათ, არ გავათენებინებდი ღამეებს და არ გავაბრაზებდი უთვალავჯერ, არ ვიქნებოდი ჯიუტი და არ ვანერვიულებდი შაქრის მომატებამდე. ხატია ალბათ მაღალი, წითური და ისეთი გოგონა იქნებოდა, ყველაფერს სწორად რომ აკეთებს.

ხატიასთვის წლების მომატება გარდერობში ფერების კლების პირდაპირპროპორციული იქნებოდა. ეყვარებოდა ტკბილეული, შემწვარი კარტოფილი და სულ ახალ დიეტაზე იჯდებოდა. ხატიას ყოველთვის დაუთოვებული ტანსაცმელი ექნებოდა და უთოს ახალი მოდელის ყიდვის შესაძლებლობას ხელიდან არასოდეს გაუშვებდა. 30 წლისას უკვე 3 შვილი ეყოლებოდა, შრომის წიგნაკი და ქმარი, რომელიც ყოველ დილით გაუთოვებული პერანგით და პრიალა ფეხსაცმელებით წავიდოდა სამსახურში. ხატია არასოდეს იოცნებებდა უზრუნველ ცხოვრებაზე სადმე ტოსკანაში, ხედით თვალუწვდენელ მინდვრებზე, სახლზე ბუხრით სადაც მოგზაურობიდან დაღლილი დაბრუნდებოდა და  არც ოთახში მთელ კედელზე გაკრულ რუკაზე იოცნებებდა, რომელზეც მოგზაურობიდან დაბრუნებული მეორე დღესვე დაიწყებდა ახალი მარშრუტის დაგეგმვას ბევრი ფერადი ჭიკარტებით, სადაც ყველა ტურს სხვადასხვა ფერის ჭიკარტებით აღნიშნავდა. მისი მოგზაურობა იქნებოდა კომფორტული, პირველი კლასით და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროთი შემოფარგლული. მისთვის შოპინგი მაქსიმალური დატვირთვა იქნებოდა ცხოვრებაში, მოლის სართულებზე სიარული მწვერვალების დაპყრობა და საყვარელი სუნამო აუცილებლად შანელი.

ხატია რომ დაბადებულიყო ეს ბლოგი საერთოდ არ იარსებებდა, რადგან ის არ მოუყვებოდა ნებისმიერ ადამიანს რა ხდება მის თავში. მისთვის რომ გეკითხათ ალბათ გიპასუხებდათ, რომ მის თავში ის ხდებოდა რაც ყველას თავში. ხატიას ლუდი არ ეყვარებოდა. საერთოდ ალკოჰოლური სასმელებიდან ალუბლის ლიქიორი და ბეილისი იქნებოდა ყველაზე ძლიერი რაც გაუსინჯავს, როგორც ქალს შეშვენის. მას ზუსტად ეცოდინებოდა, რას გააკეთებდა 5 წლის შემდეგ ამავე დღეს, თუ მანამდე არმაგედონი არ დაიწყებოდა და ღვთის წყალობით ყველა კარგად იქნებოდა.

ხატიას ყოველ ღამე ანგელოზივით ეძინებოდა. ის იქნებოდა არამწეველი, 12 საათზე რომ იძინებენ და დილით 6 საათზე უკვე ფეხზე არიან ფხიზლად, საუზმის კეთებით გართულები. ხატიას წინსაფარიც ექნებოდა და ხელში მომარჯვებული დღის გეგმა ოჯახის ყველა წევრის განრიგით. მისი მეგობრები იქნებოდნენ მხოლოდ მდედრობითი სქესის და აუცილებლად დაოჯახებული, თავისი პატარა ასლები. მისი ოცნება უზრუნველი სიბერე იქნებოდა, როცა მადლიერი შვილები მასზე იზრუნებდნენ და მეუღლე გაზეთებს იკითხავდა მთელი დღეები. ხატიას საყვარელი ფილმი ალბათ ლამაზმანი იქნებოდა და საყვარელი მომღერალი უიტნი ჰიუსტონი. ხატიას სამკაულების ტარება ეყვარებოდა და ბიჟუტერიის ყიდვის ცდუნებას ვერასოდეს გაუძლებდა. ხატიას, ისევე როგორც ყველა ნამდვილ ქალს, თავისი თავის ფასი ეცოდინებოდა და ამას ამაყად გაუსვამდა ხაზს ყოველი შესაძლებლობისას. ხატია იმ ადამიანების რიცხვში იქნებოდა საკუთარი დაბადებისდღე რომ არ უყვართ და ყოველ წელს ბერდებიან. მისი აზრით მისაბაძი და შესაშური ცხოვრება ექნებოდა და ალბათ ღრმა სიბერემდე ისე გაატარებდა ცხოვრებას, ერთხელაც არ დაფიქრდებოდა შავთვალება, შავთმიან პატარა გოგონაზე, რომელიც შესაძლოა დაბადებულიყო ანად და მისი აბსოლუტური მეორე უკიდურესობა ყოფილიყო.

e9b04e7b240979525effd8b0130c1d9f

მარტინ შულმანი კარმული ასტროლოგია – ალეგორია (თარგმანი)

2 Comments

დადგა დილა და ღმერთი წარსდა თავისი 12 შვილის წინაშე, დრო იყო ნიჭის გაცემის.

“შენ ვერძო გაძლევ თესლს, იმისთვის რომ დათესო, ყოველი მათგანი შენს ხელში გაასმაგდება და არნახულ ნაყოფს გამოისხამს, შენ არ გექნება დრო ნახო როგორ იზრდება ნაყოფი, რადგან ყოველი მათგანი უფრო მეტ თესლს მოგცემს, ვიდრე დათესვას შეძლებ. შენ იქნები პირველი ვინც ადამიანის გონებას ჩემი იდეებისთვის ნიადაგს მოუსინჯავს. მაგრამ ეს შენი საქმე არ არის დააკვირდე ამ იდეებს. შენი ცხოვრებია არის მოქმედება, ერთადერთი – მოქმედება, რომელსაც მე შენ განიჭებ. გაუღვიძო ადამიანებს სურვილი შეიგრძნონ ჩემი შემოქმედება. შენი კეთილი საქმეებისთვის კი, მე შენ გაჩუქებ თავმოყვარეობის ნიჭს”

“შენ კურო, გაძლევ ნიჭნს საკუთარი თავის სუბსტანციაში მოქსცევისას. შენი საქმე ძალიან მნიშვნელოვანია და მოითხოვს შემოქმედებას, რადგან შენ უნდა დაასრულა ყველაფერი რაც შენამდე დაწყებული აქვს ვერძს, იმისთვის რომ მოსავალი ქარმა არ წაიღოს. შენ არ უნდა შეიტანო ეჭვი, შეწყვიტო შუაგზაში საქმე და დაეყრდნო სხვებს საქმის კეთებისას. ამისთვის მე განიჭებ შენ ნიჭს – ძალას. გამოიყენე ის სიბრძნით”

“თქვენ ტყუპებო გაძლევთ უპასუხო შეკითხვებს, იმისთვის რომ ადამიანებს დაეხმაროთ იმის შეცნობაში, რასაც ყოველდღე დაინახავენ. შენ ვერასდროს მიხვდები რატომ გისმენენ ან რაზე საუბრობენ ადამიანები, მაგრამ პასუხების ძიებაში შენ იპოვნი ჩემგან ბოძებულ ნიჭს – ცოდნას”

“შენ კირჩხიბო, გაძლევ ამოცანას ასწავლო ადამიანებს როგორ იყვნენ ემოციურები, ასწავლე მათ ტირილი და სიცილი, იმისთვის რომ ყველაფერმა რასაც ხედავენ და რაზეც ფიქრობენ კმაყოფილების გრძნობით აავსოთ. ამისთვის მე განიჭებ მეოჯახეობის ნიჭს, იმისთვის რომ შენი სისავსე გამრავლდეს.”

“შენ ლომო გაძევ დავალებას ჩემი ქმნილებები მთელი თავისი დიდებულებით და ბრწყინვალებით წარუდგინო ადამიანებს. მაგრამ უნდა იყო ფრთხილად სიამაყესთან და არ დაივიწყო, რომ ისინი ჩემი ქმნილებებია და არა შენი. თუ ამ რჩევას არ გაითვალისწინებ, ადამიანები შეიძულებენ შენს ნამოქმედარს, თუ გაითვალისწინებ ისინი პატივს გცემენ. ამისთვის კი მე განიჭებ სამართლიანობის ნიჭს”

“შენ ქალწულო გაძლევ ამოცანას გამოიკვლიო და გაანალიზო ყოველივე რასაც ადამიანები გააკეთებენ ჩემი ქმნილებებისგან. შენ უნდა ყურადღებით ადევნო თვალი ყველა გამოყენებულ მეთოდს და შეახსენო შეცდომების შესახებ, იმისთვის რომ შენი დამსახურებით ჩემი ქმნილებები დროში უფრო მეტად სრულყოფილები გახდნენ. იმისთვის რომ ეს შეძლო მე გაძლევ შენ ცივი გონებით აზროვნების ნიჭს”

“შენ სასწორო გაძლევ მსახურების მისიას, იმისთვის რომ ადამიანებს ახსოვდეთ მოვალეობების შესახებ სხვა ადამიანების მიმართ, იმისთვის რომ მათ ისწავლონ თანამშრომლობა, განსხვავებული აზრის მიღება. მე ცხოვრებაში ბევრ უთანხმოებას გადაგყრით, იმისთვის რომ ისინი მოაგვაროთ, ამისთვის კი გაძლევთ სიყვარულის ნიჭს.”

“შენ მორიელო ძალიან რთულ დავალებას გაძლევ. შენ გექნება ადამიანების განზრახვის განჭვრეტის უნარი, მაგრამ მე არ გაძევ უფლებას ამის შესახებ მათ უთხრა. შენ მრავალჯერ მოგაყენებს ტკივილს ის რასაც ადამიანებში დაინახავ, ამ ტკივილის გამო შენ მე ზურგს მაქცევ და დაგავიწყდება რომ ეს ყველაფერი არა ჩემი, არამედ ჩემი იდეების არასწორად განვითარების გამო ხდება. შენ ადამიანებს იმდენად კარგად შეიცნობ, რომ მათში ცხოველს დაინახავ, საკუთარ თავში შეეცდები ამ ინსტინქტების ჩაკვლას და გზას აცდები. მაგრამ როდესაც გონს მოხვალ და დაბრუნდები ჩემთან, მე გაჩუქებ შენ უდიდეს ნიჭს, მიზანსწრაფულობას.”

“შენ მშვილდოსანო გაძევ დავალებას შეძლო ადამიანების გაცინება, რადგან ჩემი იდეების არასწორი განვითარების გამო ისინი სასტიკ არსებებად გადაიქცევიან. სიცილით შენ უნდა გააღვიძ მათში იმედი, იმედით კი შემოატრიალო ისინი ჩემკენ. შენ ცხოვრების მანძილზე ბევრ ადამიანს შეხვდები და თითოეულ მათგანში დატოვებ იმედის კვალს. შენ მშვილდოსანო მე გჩუქნი უსაზღვრო სიკეთის ნიჭს, იმისთვის რომ სამყაროს ყველაზე ბნელ კუთხესაც მიწვდე და შეძლო იქ სინათლის მიტანა”

“შენგან თხისრქა მე შრომას და ოფლის დაღვრას ვითხოვ, იმისთვის რომ შენი მაგალითით ადამიანებს შრომისმოყვარეობა ასწავლო. შენი მისია რთულია, რადგან შენს მხრებზე გადაივლის ადამიანების ძალისხმევა ვისაც კი ცხოვრების გზაზე შეხვდები და ამისთვის მე გაძლევ პასუხისმგებლობის ნიჭს”

“შენ მერწყულო, გაძლევ მომავლის იდეებს, იმისთვის რომ ადამიანებმა სხვა შესაძლებლობებიც დაინახონ. შენ დაგტანჯავს მარტოობის განცდა, რადგან მე არ გაძლევ ნებას ჩემი სიყვარული განასახიერო. მაგრამ იმისთვის რომ ადამიანების განსხვავებული შესაძლებლობები დაანახო, მე გაძლევ შენ თავისუფლების ნიჭს. შენი თავისუფლებით შენ უნდა ემსახურო კაცობრიობას”

“თქვენ თევზებო მე ყველაზე რთულ დავალებას გაძლევთ. მე გთხოვთ თქვენ შეაგროვოთ ადამიანების მწუხარება და დამიბრუნოთ ის მე. თქვენი ცრემლები უნდა იქცეს ჩემს ცრემლებად. მწუხარება, რომელიც თქვენ აგავსებთ, იქნება ადამიანების მიერ ჩემი იდეების არასწორად გაგების შედეგი. მაგრამ თქვენ უნდა შეგეძლოთ თანაგრძნობა, იმისთვის რომ ადამიანებმა შეძლონ ყველაფრის თავიდან დაწყება და შეცდომების გამოსწორება. ამიტომ მე გაძლევთ თქვენ ნიჭს ჩემი შეცნობის. თქვენ იქნებით ჩემი თორმეტი შვილიდან ერთადერთნი რომლებსაც ჩემი გაგება შეეძლებთ. მაგრამ ეს ნიჭი შეცნობისა, მხოლოდ თქვენთვისაა, რადგან როგორცკი შეეცდებით ის სხვა ადამიანებს გაუზიაროთ. თქვენ არ მოგისმენენ და უარგყოფენ.”

და მაშინ თქვა ღმერთმა

“ყოველი თქვენგანი ჩემი იდეის ნაწილის მატარებელია. თქვენ შეცდომით არ უნდა იღებდეთ მათ როგორც თქვენსას და არ უნდა შეეცადოთ ამ ნაწილების გაცვლას. რადგან ყოველი თქვენგანი დასრულებული და სრულყოფილია, მაგრამ თქვენ ამის შესახებ არ იცით და ვერც გაიგებთ სანამ არ გახდებით ერთი მთლიანი. და მაშინ ჩემი იდეის მთლიანობისა და სრულყოფილების საიდუმლოს შეიცნობთ”

და 12 შვილი წავიდა თავისი გზით, მაგრამ ბოლომდე საკუთარი დანიშნულების შესახებ ვერცერთმა გაიგო. ამიტომ ისინი მალევე დაბრუნდნენ ღმერთთან და მან უთხრა

“ყოველი თქვენგანი თვლის რომ სხვისი ნიჭი უკეთესია, ამიტომ მე მოგცემთ ნებას ისინი გაცვალოთ”

ერთი წამით თორმეტივე შვილი ბედნიერებამ და სიხარულმა აავსო, მათ დაუყოვნებლივ დაიწყეს ახალი მისიების შერჩევა და შეთანხმება ერთამენთში და მაშინ ღმერთმა უთხრა

“თქვენ არაერთხელ მობრუნდებით ჩემთან მისიის შესაცვლელად და მე თქვენ ყოველჯერზე მოგცემთ ნებას ეს გააკეთოთ. თქვენ გაივლით უთვალავ რეინკარნაციას, მანამ სანამ თავდაპირველ მისიას დაასრულებთ, რომელიც მე დაგიდგინეთ. მე გაძლევთ თქვენ განუზომელ დროს, მაგრამ მხოლოდ მაშინ დარჩებით ჩემთან როდესაც თქვენს საქმეს დაასრულებთ.”

ასტროლოგიური ნიშანი – რეალური არსება – ზებუნებრივი არსება

დატოვე კომენტარი

მოკლედ ერთ-ერთი ძალიან საინტერესო წიგნის კითხივსას, საიდანაც ეჭვი მაქვს კიდევ დავწერ რაღაცეებს. გადავაწყდი ძალიან საინტერესო ცხრილს. ეს არის ასტროლოგიური ნიშნების შესატყვისი რეალური არსებები და ზებუნებრივი არსებები. უბრალოდ ჩამოვწერ და გავერთოთ 🙂

ამ თანმიმდევრობით დავწერ

ასტროლოგიური ნიშანი – რეალური არსება – ზებუნებრივი არსება

ვერძი – ცხვარი – ერინიები
კურო – ხარი – მინოტავრი
ტყუპები – ძაღლი – ბანში
კირჩხიბი – კირჩხიბი, კუ, გველი – ვამპირი
ლომი – ლომი, კატა, ვეფხვი – დრაკონი
ქალწული – ნებისმიერი სუფთა ჯიშის ცხოველი – ქალთევზა
სასწორი – სპილო – ფერია
მორიელი – მორიელი, ობობა – ლამია
მშვილდოსანი – ცხენი – კენტავრი
თხის რქა – თხა – სატირი
მერწყული – ადამიანი – სირენა
თევზები – თევზები, ხოჭო – მაქცია

საინტერესო და უჩვეულო განმარტებები რომ არის და მსგავსს რომ ვერსად სხვაგან ვერ ნახავთ ამიტომაც შემოგთავაზეთ გასართობად 🙂

%d bloggers like this: