ღამემ შეიკრა მორცხვად ღილები,
მთვარე უძილო კაცს დაემსგავსა.
მზემ გამოგზავნა დილის სხივები,
რომ ჩემი მკერდი ისევ გენახა.
თებერვალი 21, 2014
ვითომ პოეზია მზე, მთვარე, მკერდი, ღამე, ღილი დატოვე კომენტარი
ღამემ შეიკრა მორცხვად ღილები,
მთვარე უძილო კაცს დაემსგავსა.
მზემ გამოგზავნა დილის სხივები,
რომ ჩემი მკერდი ისევ გენახა.
დეკემბერი 30, 2012
დღიური ალერგია, ამინდი, თოვლი, კიტრი, მგზავრობა, მზე, მზის ალერგია, მოღრუბლული ამინდი, საყვარელი ფერი, სიზმარი, სტუმრები, ტორტის ნაჭერი, ფრანგული შანსონი, ქარი, შეღებვა, ძლი, წვიმა, Rolling Stones, U2 დატოვე კომენტარი
ძალიან ბევრი რამეა რაც გვიყვარს, მაგრამ მე ამ “ბევრს” დავყოფდი შემდეგ კატეგორიებად: არსებობს საგნები და მოვლენები რომლებიც გიყვარს მაგრამ მათი ცოდნა სხვა ადამიანებისთვის არაფრის მომცემია, მაგალითად რა ფერი გიყვარს ან რომელია შენი საყვარელი რიცხვი ))) არის მეორე კატეგორია რომელიც ისედაც ზედაპირზე ტივტივებს და ცუდ ნაცნობზე ოდნავ კარგად ვინც გიცნობს შესაძლოა ყველამ გასცეს მასზე პასუხი შენს ნაცვლად. მაგალითად ასეთია რა სტილის ჩაცმულობას ანიჭებ უპირატესობას, გიყვარს თუ არა ლუდი და ა.შ. არის კიდევ მესამე საინტერესო კატეგორია, რომელიც როგორც წესი დანარჩენ ორზე უფრო ღრმაა და ბევრად ინტიმური, შესაძლოა ეს ყველაფერი იმათმაც არ იცოდნენ ვინც ფიქრობს რომ კარგად გიცნობს.
ამ მესამე კატეგორიაზე დავწერ ზუსტად, იმ საგნებსა და მოვლენებზე რომლებიც რომ იცოდე ალბათ იმ ადამიანთან უნდა იცხოვრო კიდეც.
კიტრის სურნელი – საერთოდ კიტრი არ მიყვარს და არც მძულს, შესაძლოა რამდენიმე წელი ისე გავიდეს რომ არც გავსინჯო, მაგრამ ძალიან ხშირად ვყიდულობ, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს კიტრის სურნელი.
სტუმრები – გამიჭირდება ვთქვა რა შეიძლება მანიჭებდეს უფრო დიდ სიამოვნებას ვიდრე სტუმრები, იქნება ეს ერთი ადამიანი თუ ადამიანებით გაძეძგილი ოთახები. ჩემთვის სტუმრის მოსვლა, იქნება ის პირველად ჩემს სახლში თუ ძველი მეგობარი, არის მოვლენა, ვემზადები ყოველთვის, ვცდილობ კარგი განწყობა ქონდეს, ვცდილობ არ მოიწყინოს და ყოველთვის როცა ჩემთან მოდის ადამიანი ვცდილობ ჩემი ერთი ნაწილით მეტი გავაცნო.
ნაცრისფერი ამინდები – არ მიყვარს ბევრი მზე, ალერგია მაქვს. არ მიყვარს წვიმა, იმიტომ რომ არ მიყვარს წვიმაში ჩასაცმელი ფეხსაცმელები. არ მიყვარს თოვლი, იმიტომ რომ მხედველობა მიჭირს თეთრს რომ ვხედავ და თანაც სულ მგონია რომ ახლა უნდა გავხდე ავად და მოვკვდე. ეს ალბათ ფობიების რიცხვშიც შეგვიძლია გავიყვანოთ. არ მიყვარს ქარი იმიტომ რომ ზედმეტად ცივა თბილ ამინდშიც კი. ძალიან მიყვარს ნაცრისფერი ამინდები, როცა მოღრუბლული, წყნარი, მშვიდი ამინდია. არც ქარია, არც წვიმს და თოვს, მზისგან დამცავი კრემის წასმაც არ მჭირდება სახლიდან გამოსვლისას და თვალებიც არ მტკივა, იმიტომ რომ იდეალურად თანაბარი განათებაა.
საღამოს გაღვიძებულს ძილის შებრუნება – იშვიათად მაქვს ისეთი უქმე როცა არაფერი მაქვს საქმე. საერთოდ არ მიყვარს უსაქმურობა, მაშინაც კი როცა არ მაქვს რამე სამუშაო, მოვიგონებ ან ნამცხვარს გამოვაცხობ, ან ძველ დავიწყებულ საქმიანობას ამოვატივტივებ, ან რომელიმე ოთახს შევღებავ და ა.შ. მაგრამ იშვიათად არის ხოლმე დღეები, როცა ვიღვიძებ როცა გამეღვიძება და ეს ყოველდღე მოხდებოდა საღამოს, როცა უკვე ბნელა, რომ არა ჩემი მაღვიძარა და კეთილი ადამიანები, რომელთაც მისი ხმა ესმით. ჰოდა ხდება ასეც რომ ვიღვიძებ დაძინების დროს, გადმოვბრუნდები ამოვყოფ საბნიდან თავს და გადავბრუნდები და ეს დღეები არის ყველაზე გემრიელი ტორტის ნაჭრები.
მგზავრობის დროს ძილი – ისე გამომდის რომ ძილი მიყვარს, თუმცა არა. არასდროს მიძინია დღისით თუ არ ჩავთვლით მგზავრობის დროს ძილს. უბრალოდ მგზავრობისას მომენტალურად ვიძინებ. ეს არის ის დრო, როცა ყველა მდგომარეობაში, გარემოში, ყველანაირ ადამიანებთან და ყველანაირი ხმაურისა და მუსიკის ფონზე შემიძლია ანგელოზივით დავიძინო და სიზმარიც კი არ ვნახო.
სამაგიდო თამაშები – ძალიან აზარტული ვარ და განსაკუთრებით მიყვარს სამაგიდო თამაშები. ჩემი აზარტულობა იმდენად მაქვს გაცნობიერებული რომ ფულზე არასდროს მითამაშია, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი ბოლოს ორგანოების გაყიდვით დავასრულებ და ამიტომ მხოლოდ მეგობრებთან ერთად ვთამაშობ არაფერზე :დ უბრალოდ მოგებისთვის. ვთამაშობ ცუდად, მიმართლებს მაგრად. ცუადად იმიტომ რომ ძალიან სულსწრაფი ვარ და ყველაფერი უცბად მინდა, მიმართლებს იმიტომ, რომ როცა კარტს ვხსნი დამცინიან ამით როგორ წააგეო )))) ყველაფერს ნიჭი უნდა რას იზამ.
საჩუქრების ჩუქება – მიყვარს ადამიანების სურვილების შესრულება, ეს მანიჭებს თითქმის ფიზიკურ სიამოვნებას ))) ის მომენტი როცა ვინმეს რამე უნდა, უსრულდება და მე ვარ ის ვინც ამას ასრულებს, არის მომენტი, საკმაოდ ხანმოკლე მაგრამ საკმარისად შთამბეჭდავი. მადლობები არა, ხანდახან ისე ამისრულებია რომ არც ცოდნია ვინ აუსრულა, ამას არ აქვს მნიშვნელობა მთავარია მე ვიცი რომ ავუსრულე.
ჩემი დაბადებისდღე – მიკვირს როცა ამბობენ რომ საკუთარი დაბადებისდღე არ უყვართ. მე ყველაზე მეტად მიყვარს ეს დღე, ახალ წელსაც მირჩევნია და ყველაფერ დანარჩენსაც. არ ვიცი რომ შეიძლებოდეს თან ნაძვის ხის დადგმა, თან კვერცხების წითლად შეღებვა და თან ვალენტინობის მილოცვას ყველაფერს ერთად ვიზამდი. ისე რატომაც არა? მიყვარს იმიტომ რომ ეს ჩემი დღეა და მარტო ჩემი, ვიცი რომ ამ დღეს მე ვარ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი და ეს დღე არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის. ეს არის დღე, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრების მიზეზია და ყველაზე დიდი საჩუქარი რაც კი მიმიღია ოდესმე.
ომლეტი საუზმედ – ჩემთვის დილა დილა არ არის თუ კვერცხი არ შევიწვი. არ არსებობს არანაირი კარაქიანი პური და ბუტერბროტი, ტოსტი და ნამცხვარი, დილა არის შექმნილი სპეციალურად იმისთვის რომ ადამიანებმა მიირთვან გემრიელად მომზადებული ომლეტი.
და ვაღიარებ ფრანგული შანსონები :დ – დიახ ვაღიარებ რომ ძალიან მომწონს ფრანგული შანსონები, აი არც მეტი და არც ნაკლები, მომწონს და მორჩა, ვუსმენ ხოლმე ფლეიერშიც მაქვს ჩაწერილი U2-სა და Rolling Stones -ს შორის, ვინცობაა და დაინტერესდნენ რომ თითის მარტივი მოძრაობით ავიმაღლო მუსიკალური გემოვნება :დ არადა ფრანგული შანსონი ჰო სულ სხვაა )))
მაისი 24, 2012
ასტროლოგია ასტროლოგია, ასტროლოგიური პროგნოზი, დაავადებები, თანავარსკვლავედი, მზე, მზის სისტემა, მთვარე, პირადი რუკა, პლანეტები, ტატუ 2 Comments
ამ პოსტზე ბევრს ვფიქრობდი, იმიტომ არა რომ ბევრია რამე საფიქრალი, უბრალოდ მეზარებოდასავით დაწერა და სულ იქით ვდებდი რატომღაც. ეს პოსტი ეხება სიმბოლოებს ჩვენს კანზე ანუ ტატუებს და მათ მნიშნელობას ჩვენს ცხოვრებაში. მოკლედ ჰაგის ახალი პოსტი ტატუებზე და ასტროლოგიზე.
ძალიან მომწონს ტატუ, ზოგადად სხეულის გალამაზება და დამატებითი ენერგეტიკა, არხი თუ უბრალოდ ბევრისთვის სამკაული, როდესაც კარგადაა შესრულებული უდაოდ მიმზიდველია. ნუ არიან ადამიანები ვისაც არ იზიდავს ტაუტები, მაგრამ ეს პოსტი მათთვის არაა 🙂 ეს პოსტი არის იმაზე, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად რა არხებს ვხსნით, რა ენერგიას ვიღებთ და უბრალოდ რა იცვლება იმით, რომ თუნდაც ერთ დამატებით წერტილს ვისვამთ სხეულზე. მთავარი არის სამი რამ: ერთი – სად ვიკეთებთ ტატუს, მეორე – რას ვიკეთებთ და მესამე – რაც ასტროლოგიას არ ეხება, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ვინ გვახატავს მას 🙂 ამ პოსტში პირველ ორზე იქნება საუბარი.
ძალიან რომ არ დაიბნეთ დავიწყებ მარტივად. მგონი ყველამ იცის თავისი ასტროლოგიური ნიშანი ამიტომ პირდაპირ დავწერ რომელი ნიშანი სხეულის რა ნაწილის და რა ორგანოს მმართველია.
ვერძი – თავი, სახე და ტვინი
კურო – კისერი, ყურები, ხორხი და იოგები
ტყუპები – მკლავები, მხრები, კუნთები, ფილტვები და ბრონქები
კირჩხიბი – მუცელი, მკერდი, დიაფრაგმა, ღვიძლის ზედა ნაწილი
ლომი – გული, ხერხემალი და მალები
ქალწული – კუჭ-ნაწლავი, საჭმლის მომნელებელი სისტემა და ღვიძლის ქვედა ნაწილი
სასწორი – თირკმელი, წელი და კანი
მორიელი – სასქესო ორგანო, შარდის ბუშტი, ნაღვლის ბუშტი, სწორი ნაწლავი, რეპროდუქციული სისტემა.
მშვილდოსანი – თეძოები და ნერვული დაბოლოებები.
თხისრქა – მუხლები, სახსრები და თმები
მერწყული – ძვლები, კბილები და სისხლი
თევზები – ტერფები და თითები
რას ნიშნავს ეს ყველაფერი, მაგალითად მე ვარ თევზები და ჩემი სუსტი წერტილია ტერფები და თითები. მე შემიძლია ავირჩიო სიმბოლო რომელიც პირადი რუკიდან გამომდინარე გააძლიერებს ამ ენერგეტიკას ან შეიძლება ისეც მოხდეს, არასწორად არჩევის შემთხვევაში, რომ ძალიან ცუდად ჩავერიო, მაგრამ სანამ აქამდე მივალთ კიდევ ერთს შემოგაპარებთ. ყველა ნიშანს ყავს თავისი მმართველი პლანეტა, ხოლო ყველა პლანეტას აქვს გავლენა კონკრეტულ ორგანოზე. მაგალითად:
მარსი მართავს ვერძს და მორიელს, ხოლო გავლენა აქვს არტერიებზე, კუნთებზე, თმებსა და ფრჩხილებზე.
ვენერა მართავს კუროს და სასწორს, ხოლო გავლენა აქვს თირკმელზე და საჭმლისმომნელებელ სისტემაზე.
ვენერა და მარსი ერთად განაგებენ რეპროდუქციულ სისტემას.
მერკური მართავს ტყუპებს და ქალწულს, ხოლო გავლენა აქვს რესპირატორულ სისტემაზე.
ნეპტუნი მართავს თევზებს, ურანი მერწყულს. ურანსა და ნეპტუნს ერთობლივად აქვს გავლენა ენდოკრინულ სისტემაზე.
მერკურსა და ურანს კი ერთობლივად აქვთ გავლენა ტვინსა და ნერვულ სისტემაზე.
მერწყულს ურანთან ერთად მართავს სატურნიც, ხოლო თხის რქას ასე ვთქვათ დამოუკიდებლად. სატურნს გავლენა აქვს ვენებზე, კანზე, ძვლებსა და ჩონჩხის აგებულებაზე.
ასევე მორიელს მარსთან ერთად მართავს პლუტონიც, პლუტონს გავლენა აქვს სათესლე ჯირკვლებზე.
იუპიტერი ნეპტუნთან ერთად მართავს თევზებს ხოლო დამოუკიდებლად მშვილდოსანს, იუპიტერს გავლენა აქვს ღვიძლზე.
კირჩხიბს მართავს მთვარე, ხოლო გავლენა აქვს საკვერცხეებზე.
მზე კი მართავს ლომს და გავლენა აქვს გულზე.
ახლა დავლაგდეთ. შევეცდები ავხსნა მარტივად, რადგან სინამდვილეში ასეცაა. მოკლედ როგორც ვიცით უამრავი თანავარსკლავედი არსებობს ცაზე, მათ შორისაა 12 ასტროლოგიური ნიშნის თანავარსკლავედიც, რომელიც ფიზიკურად არსებობს. მზე ერთი ნიშნის გავლას 1 თვე უნდება დაახლოებით, სწორედ ამიტომაა, რომ თუ თქვენ დაიბადეთ 20 ოქტომბრისა და 20 ნოემბრის შუალედში მორიელი ხართ, ანუ მზე იყო მორიელის თანავარსკვლავედში, თუ მაგალითად 20 აპრილიდან 20 მაისამდე ე.ი. კურო ხართ და ა.შ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ თქვენ ასე ვთქვათ მზით ხართ მორიელი ან კურო იმის მიხედვით თუ მზე რომელ თანავასკვლავედს გადიოდა.
ახლა რა ხდება ხოლმე პირადი რუკის შედგენისას, საქმე იმაშია რომ თქვენი დაბადების მომენტში ყველა პლანეტას, ასტეროიდსა და მზეს ასევე, როგორც მთვარეს კონკრეტული მდებარეობა ქონდა, უნიკალური (გრადუსების გათვალისწინებით) შესაბამისად თქვენი პლანეტები შესაძლოა სხვადასხვა ნიშნებში იყოს გაფანტული. უფრო მარტივად თქვენი დაბადების მომენტში ისინი სხვადასხვა თანავარსკვლავედს გადიოდნენ. სწორედ ეს ხდის ადამიანს უნიკალურს და ანგრევს მითს “მე წავიკითხე ჩემი ნიშნის დახასიათება და საერთოდ არ დაემთხვა”. შესაძლოა თქვენ სხვა ნიშნის გავლენა უფრო მეტად გაქვთ, ამას დავამატოთ თქვენს რუკაში პლანეტების ურთიერთმიმართება ანუ ასპექტები და სახლები, თუმცა შორს არ წავალ.
დავუბრუნდეთ ტატუებს, რატომ იყო ეს ყველაფერი სათქმელი და მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ შესაძლოა თქვენ მთვარე გყავთ მაგალითად მორიელში, მორიელს მართავს მარსი, ამ შემთხვევაში მორიელი, მთვარის და მარსის მდებარეობებია მნიშვნელოვანი და ასე ყველა სხვა პლანეტაზე 🙂 საბოლოოდ ვიღებთ ობობის ქსელის რაღაც მსგავს ნახაზს, რომელსაც თქვენი პირადი ასტროლოგიური რუკა ქვია და რომელიც მნიშნელოვანია იმისთვის, რომ როცა რამეს იხატავ კანზე, სხეულის კონკრეტულ ადგილზე, ბედს არ ენდო და იცოდე რას შეცვლის ეს შენს ცხოვრებაში, რადგან ჩვენ ადამიანები კანს არ ვიცვლით.
იმისთვის რომ უფრო ცხადი იყოს რა საშიშროება შეიძლება იყოს, უბრალოდ ჩამოვწერ თუ რომელ ნიშანს რა დაავადებები ახასიათებს.
ვერძი: თავის და თვალის ტკივილი, ციება, უბედური შემთხვევები
კურო: ძირითადად ყელის ტკვილი და რაც მას უკავშირდება.
ტყუპები: ბრონქებთან დაკავშირებული დაავადებები, პლევრიტი და პნევმონია, ბრონქიალური ასთმა და ანემია.
კირჩხიბი: საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები.
ლომი: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემები.
ქალწული: კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები.
სასწორი: თირკმელებთან და ხერხემალთან დაკავშირებული დაავადებები.
მორიელი: ვენერიული დაავადებები.
მშვილდოსანი: რევმატიზმი ან სახსრების სხვა დაავადებები.
თხისრქა: ძირითადად კანთან დაკავშირებული პრობლემები.
მერწყული: ვენების ვარიკოზული დაავადებები, ავარიები და ზოგი ნერვული დაავადება.
თევზები: გაციება და ჰაერწვეთოვანი ვირუსები.
რაც მთავარია და აუცილებლად გასათვალისწინებელი, ის თუ რომელია თქვენი ნიშანი არ განსაზღვრავს ზემოთჩამოთვლილი დაავადებების მიმართ მიდრეკილებას, ეს შეიძლება იყოს მკვეთრად გამოხატული რამდენიმე ან სულაც განსაკუთრებით არცერთი, რადგან ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ თქვენს მზეზე, არამედ სრულად პირად რუკაზე.
პ.ს. იმედი მაქვს სასარგებლო და დამაფიქრებელი ინფორმაცია მიიღეთ, მათთვის კი ვისაც არ ჯერა ამ ყველაფრის იმედია პოსტით იხალისეთ, თუ ჩაიკითხეთ რათქმა უნდა 🙂
სიყვარულით თქვენი ჰაგი
ოქტომბერი 24, 2009
დღიური დღიური, მზე, შეხვედრა დატოვე კომენტარი
მზე უფრო ყვითელია ვიდრე ჩვეულებრივ, თბილა, მაგრამ პერიოდულად სიგრილისგან სასიამოვნოდ გბურძგლავს ტანზე. ჰაერში ნეშომპალანარევი სიცოცხლის სუნია და ძალიან ძალიან ადრე ამ ცხოვრებისთვის.