მთავარი

მე მიყვარს დედამიწა

5 Comments

მე ვარ ლომი, გამოქვაბული, თოვლი, მდინარე, მიწა, ქვა…

მედიტირებისას ვგრძნობ, რომ დედამიწის ერთი პატარა და უმნიშვნელო ნაწილი ვარ, მაგრამ ამავე დროს მთელი დედამიწა…

მე მიყვარს დედამიწა…
მე ვგრნძობ დედამიწას…

მიყვარს ლომები აფრიკაში, სპილოები ინდოეთში, პინგვინები ანტარქტიდაზე, თეთრი დათვები ალიასკაზე და ციმბირული ვეფხვი, მიყვარს დედამიწის ყველა უჯრედი და ატომი…

მიყვარს ტირილამდე და სიკვდილამდე…

ვგრძნობ ქვას როგორც ჩემს სხეულს, ჩანჩქერს როგორც სისხლს, ვგრძნობ ხეებს როგორც კიდურებს, ვგრძნობ ბალახს როგორც კანს, ვგრძნობ მიწას როგორც ხორცს და ლავას როგორც გულს…

როდესაც მარტო ვრჩები ჩემს თავთან პირველყოფილ ადამიანს ვგრძნობ ჩემში და ამ მოასფალტებულ და აგურის ჯუნგლებში, უფრო ახლოს ვარ ბუნებასთან, ვიდრე ავსტრალიელი წარმოშობის შამანი…

ვგრძნობ როგორ სტკივა ანტილოპას, როდესაც მკერდიდან აგლეჯენ შიგნეულს და ჭამენ, ვგრძნობ როგორ ნაყრდება ლომი ამავე შიგნეულით…

ვგრძნობ როგორ მყარად დგანან სპილოები მიწაზე და როგორ გრძნობენ მცენარეები სპილოს წონას…

ვგრძნობ როგორ ეშინია კურდღელს ღამე და როგორ უმძიმს ჭიანჭველას…

ვგრძნობ როგორ გრძნობს წყალს თეთრი დათვი ცურვისას და რას გრძნობს გაყინული წყალი… ვგრძნობ როგორ ღელავს ოკეანე და როგორ ვერ იმორჩილებს თავს ქარი…

ვგრძნობ როგორ ბრუნავს დედამიწა და როგორი ჰარმონიულია ყველაფერი ცივილიზაციის გარეშე…

ვგრძნობ როგორ შიათ პინგვინებს როცა თევზები აღარ რჩებიან მათ სანაპიროებთან, ვგრძნობ რომ სიგრეტის ყოველი მოწევისას გამოშვებული ბოლი, სადღაც ამაზონის ჯუნგლებში აჭკნობს მცენარეებს, ვგრძნობ როდესაც მეგობრის საჩუქარს ვფუთავ პოლიეთილენის ქაღალდით, როგორ კვდებიან დედამიწის მეორე მხარეს ცხოველები დაბინძურებული წყლით…

როცა ვქოქავ მანქანას ვგრძნობ როგორ იხოცებიან ცხოველები გვალვისგან, როდესაც ავდივარ ჩემი ხის კიბით სახლში, ვგრძნობ როგორ სტკიოდა როდესაც ჭრიდნენ და როგორ ვერ გადაარჩინა კოდალამ ბარტყები, რადგან მათ ჯერ ფრენა არ იცოდნენ…

ვგრძნობ როგორ გაუმართლა ალიასკაზე დათვს იმიტომ რომ ნანახი აქვს ჩრდილოეთის ნათება… როგორ გაუმართლა პინგვინს, იმიტომ რომ არ ფიქრობს რა დაუჯდება თხილამურებით სრიალი და ფულის გადახდა მათში… იმის, რასაც ხეების მკვლელობით და დედამიწის განადგურებით ამზადებენ… როგორ გაუმართლა ლომს იმიტომ რომ მეფეა, პატივმოყვარეობის, პოლიტიკისა და მილიონების გარეშე… როგორ გაუმართლა ცხენს თავისუფლებაში და მგელს ოჯახში… როგორ გაუმართლა მაიმუნს, იმიტომ რომ მისი ტვინი ვერასდროს შექმნის რამეს ისეთს, რაც დედამიწას განადგურებამდე მიიყვანს…

ვგრძნობ როგორი “ლუზერები” ვართ მაღალტექნოლოგიურ და დემოკრატიულ გარემოში მცხოვრები “კულტურული” ადმიანები, რომ დიდი ხნის წინ დაგვავიწყდა ის რაც ყველაფერზე მნიშვნელოვანია და ვცდილობთ ის ნაწილი, რაც ჯერ კიდევ თავს გვახსენებს გავანადგუროთ

ვერ ვხვდებით, რომ დედამიწა ვართ ჩვენ…

თავს ვინადგურებთ და ამას ტექონოლოგიურ წინსვლას ვუწოდებთ…

ამ ყველაფრის განცდის შემდეგ ფიზიკურად მტკივა გული და რამდენიმე საათიანი ტირილის შემდეგ, ვცდილობ კიდევ დიდი ხანი არ დავკავდე მედიტაციით, იმიტომ რომ მე ვარ საცოდავი ადამიანი და ვცდილობ დავივიწყო ის ყველაფერი რასაც ვგრძნობ…

Advertisements

დამთავრდი

%(count)s კომენტარი

ვერ ვწერ… დეკემბერში ვიცლები და მილეული წელივით მეც ვმთავრდები, ვცოტავდები, ვპატარავდები და ვთავდები…

ყველაზე მეტად რა არ მიყვარს რომ მკითხო დეკემბერია…

მოგონებებითაც, განწყობითაც და ზოგადად არ მიყვარს დეკემბერი…

დღეს დილით 7 ზე გამეღვიძა ცხოვრებაში პირველად… მარტო დეკემბერში თუ დამიფრთხებოდა ასე დილის ძილი…

და ყავის სმის დროს ვფიქრობდი რატომ მიყვარდა ასე ძალიან ახალი წელი, ის ჰომ დეკემბერშია…

და მივხვდი ახალი წელი კი არ მიყვარს, 31 დეკმებერი რომ არის და 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1 იანვარია, ეს მიყვარს…

ზამთრის მეორე დღეს

7 Comments

ზამთრის მეორე დღეს რა ხდება… ძლივს ავდექი ჯერ კიდევ დამრჩა ალკოჰოლი ორგანიზმში… 2 დღის წინ ანუ შემოდგომის ბოლო დღეს ჩემი დიდი სიყვარულის დაბადების დღე იყო და ახლა ზამთრის მეორე დღესაც ჯერ კიდევ ისე არ ვარ როგორც უნდა ვიყო… როგორც ჩანს 1 ბოთლი კონიაკი 20 წლის დაძველებით სადღაც ტვინში მიდევს და ყველაფერში ხელს მიშლის…

რას ვამბობდი, დილით რომ ავდექი დიდის გაჭირვებით და ვისაუზმე??? სარკეში არც ჩავიხედე ისე გამოვედი, დეპრესია რომ არ დამწყებოდა… ესე უფრო ადვილად ვიჯერებ რომ არც ისე ცუდად გამოვიყურები… ეხლა სამსახურში ვარ, ყავა დავლიე, მოვწიე, კიდევ დავლევ ყავას არ მიშველის, მაგრამ მაინც იმედით დავლევ რომ მიშველის…

მოვიწყინე, დავიღალე, მეძინება და ვიფიქრე დავწერთქო…რაღაცის დაწერა მინდოდა და ვერ ვიხსენებ…

პ.ს. დიახ… გამახსენდა… მინდოდა დამეწერა რომ ზამთარზე ვგიჟდები ისე მიყვარს…

თანაც ჯერ კიდევ გუშინ, მაგრამ მხოლოდ დღეს მივხვდი რომ უკვე ზამთარია… მომიტევეთ…

მე მონსტრი

%(count)s კომენტარი

მიყვარს – ცოტა რამ მაგრამ საშინლად და ავადმყოფურად

ვოცნებობ – ყოველთვის არარეალურსა და რამე ისეთს რაც ვიცი რომ ვერ ამიხდება

ვფიქრობ – ბევრს… ძალიან ბევრს… 😀

კმაყოფილი ვარ – ყოველთვის სხვების ნამოქმედარით და არასდროს ჩემი თავით

მძულს – ალბათ, მაგრამ ვერ ვიხსენებ

ვნანობ – არასდროს და არაფერზე, იმიტომ რომ ის რაც არ გვკლავს გვაძლიერებს

მსურს – ვიყო მაღალი, ჯანმრთელი და მილიონერი 😀

მაღიზიანებს – იშვიათად რამე, მაგრამ უფრო სხვადასხვა სიტუაციები და სხვადასხვანაირი ადამიანები

ვგრძნობ – სწრაფად იცვლება ის რასაც ვგრძნობ

მეშინია – სიმაღლის და გაშლილი სივრცის

ვიცი – ყველაზე კარგად ჩემი თავი

არ ვიცი – ქიმია 😀

შემიძლია – ბევრი ლაპარაკი (ჩემს თავზე)

არ შემიძლია – დასარტყამ ინსტრუმენტზე დაკვრა 😦

ვმეგობრობ – ხანდახან ადამიანებთანაც

ვაპატიებ – ყველაფერს ურთიერთობის გაგრძელების გარეშე, ოღონდ მთელი გულით 😀

ვტირი – უაზრო და სენტიმენტალურ ფილმებზე

ვიცინი – ყველაზე ხშირად ჩემს შეცდომებზე

ვეძებ – სიმშვიდეს

ღირსი ვარ – ხანდახან არაფრის

ვკარგავ – უფრო ხშირად თავს

მშურს – ქერების

ვემალები – ძაღლებს

ვემტერები – ცოტა ხნით, მერე მავიწყდება…

მაინტერესებს – ასტროლოგია

არ მაინტერესებს – კოსმოსური ბიოფიზიკა

მახსოვს – ციფრები

მრცხვენია – უსირცხვილო ვარ

უარვყოფ – ჩემს სიჯიუტეს

ვავადვმყოფობ – გულით, ტვინით და ფილტვებით

ვმალავ – ბევრ რამეს ჩემი პირადი ცხოვრებიდან

ვინახავ – ათას ფურცელს და ყველა მინაწერს, რომელიც არ ვიცი რაში მჭირდება

მწამს – იმის რომ ღმერთი ყველასთვის ერთია

მიკვირს – იშვიათად

მიხარია – მამას ზარი

ვჭორაობ – ყველაზე და ყველაფერზე

ვდარდობ – იშვიათად მაგრამ ავადმყოფობამდე

ვამაყობ – ჩემი მეგობრებით

ვაკეთებ – ათას სისულელეს ერთდროულად

ვეფერები – მხოლოდ საყვარელ ადამიანს

მსიამოვნებს – ყურადღება, ოღონდ ისე არა როგორც ყველას. განსაკუთრებით!

მესიზმრება – კოშმარები

ვეწევი – სიგარეტს

მწყინს – მარტო მეგობრებისგან

ვხარჯავ – ყველაზე კარგად ფულს 😀

ვღალატობ – არავის :გამოუცდელისახით:

ვკამათობ – ხშირად და მიყვარს კამათი

ვუხეშობ – როცა მდგომარეობიდან გამოვდივარ

ვუსმენ – და ვუყურებ – ვუსმენ იმას რაც აიპოდში მაქვს და ვუყურებ იმას რაზეცაა გადართული…

ვყოყმანობ – სულ და ყველაფერზე

ვკითხულობ – სტატიებს ყველაფერზე

ვამზადებ – ყველაზე გემრიელად ტირამისუს 😀

ვკლავ – დროს და ჩემს ჯანმრთელობას

ვაფუჭებ – ხასიათს

ვცხოვრობ – დედამიწაზე

ვცემ – მხოლოდ ბოლთას

ვყვირი – როცა მეკეტება

ვმღერი – ბოლო დროს იშვიათად

ვასრულებ – სიამოვნებით მხოლოდ სურვილებს

დავდივარ – როცა არ ვიჭედები ლიფტში 😀

ვმკურნალობ – ფილტვებს

ვერიდები – თვითკმაყოფილ და საკუთარ თავზე შეყვარებულ ადამიანებს

ვთამაშობ – გატაცებით პოკერს და მონოპოლიას

ვიტყუები – ხშირად როცა ახსნა მეზარება

ვეთაყვანები – მის უდიდებულესობა მარტოობას

ვგიჟდები იმაზე, რომ – ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ 😀

ვაგროვებ – რკინის ფულს, მარკებს და სალაროს ქვითრებს 😛

ვიხდი – ამ თვეში დენის, გაზის, 2 ბანკის კრედიტს და ინტერნეტის გადასახადს

ვეჭვიანობ – არასდროს და არაფერზე

ვკაიფობ – ამერიკულ, იდიოტურ, უნიჭო, ახალგაზრდულ საშინელებათა ფილმებზე. (გზიდან რომ გადაუხვევენ, მანქანა რომ გაუფუჭდებათ და ბოლოს ერთი რომ რჩება ცოცხალი)

ვიზიდავ – ძირითადად კაცებს

ვილამაზებ – ბანალურია, მაგრამ ცხოვრებას

%d bloggers like this: