ყველაფრის, რასაც ვერ ვხედავთ, არსებობას ვივიწყებთ და ყველაფერი, რასაც მუდამ ვხედავთ, გვავიწყდება.  ძეგლი როგორც ასეთი, არის ადამიანის უკვდავყოფა მეტალით, ქვით ან სხვა მასალით, არსებობს კიდევ თავმოჭრილი გარდაცვლილების განსხეულების მცდელობა, ბიუსტი. ის რომ ძეგლი როგორც ასეთი პატივის მიგების და ხსოვნის შენარჩუნების ერთ-ერთი ფორმაა არის კაცობრიობის, საზოგადოების და დედამიწაზე მცხოვრები ყოველი ადამიანის პირადი ტრაგედია. ჩვენ ყველას ამნეზია გვაქვს. გვინდა რომ მკვდრებს ვუყუროთ. ჩვენ მასობრივი ფობია გვაქვს სიკვდილის და ამიტომ ვუცხადებთ ერთმანეთს ომს და მერე ძეგლებს ვუდგამთ მათ ვისაც ვკლავთ. ჩვენ ყველა მატყუარები ვართ, იმიტომ რომ ვცრუობთ. ჩვენ თვალთმაქცები ვართ იმიტომ რომ ვთვალთმაქცობთ, ჩვენ შეზღუდულები ვართ იმიტომ რომ არ ვაძლევთ ადამიანებს უფლებას ეგონოთ თავი ნაპოლეონი და იარონ თავისუფლად ქუჩებში, სადაც ნაპოლეონების ძეგლები გვიდგას. ჩვენ  გვეშინია ვაღიაროთ რომ ვართ მტაცებლები ბუნებით, პოლიგამები არსით და ბისექსუალები ორიენტაციით. ჩვენ ვხდებით ვეგეტარიანელები და ჰეტეროსექსუალები. ჩვენ ვამბობთ უარს ხორცზე გარყვნილების ან სისასტიკის მოტივით და არაფერს ვაკეთებთ რომ საკუთარი თავები გადავირჩინოთ. ჩვენ  არ ვფიქრობთ ჩვენს ღირებულებებზე და ფასეულობებზე, იმიტომ რომ ამაზე უკვე იფიქრეს. ჩვენ ვართ საკვები ჯაჭვის ბოლო რგოლი, იმიტომ რომ ტყეში ვეღარ გადავრჩებით.  ჩვენ არ ვართ გაბრაზებულები. ჩვენ ვართ დანებებული და ფარხმალდაყრილი ადამიანები. ჩვენ ყველა ლუზერები ვართ იმიტომ რომ ამ ყველაფრის აღარ გვჯერა.

embrion4.jpg