რამდენი ხანია ჩემი ამბავი აღარ გიკითხავს. ჩემი თვალები ცისფერია შიგნიდან. გადმომაბრუნე, წაღმა მხარეს მიცნობს ყველა. ჩემი უკუღმართი სახე დაგანახო და ჩემი ლურჯი თვალები შიგნიდან, სულში რომ იყურება. ცრემლებად ვიღვრები, ავივსე და ვეღარ მეტევა გული ნეკნებში. ჩემი ტკივილი გადამიტანს. მინდა ჩემი გული შენს მხარში გაგიცვალო. მე თავს დავადებ და ყველაფერს მოვუყვები, თორე პირი შემიხორცდა. შენ გულს დაიდებ წინ და აწამებ.