მთავარი

ფორტუნის პარსი პირად რუკაში

დატოვე კომენტარი

როგორ უნდა ვიანგარიშოთ ფორტუნა რომელ ნიშანშია

ასცენდენტს+მზე-მთვარე
ასცენდენტს+მთვარე-მზე

ზოგადად ფორტუნა მიუთითებს არა იმაზე რომ რაღაც კონკრეტულში აქვს ადამიანს იღბალი და შეუძლებელია სხვაში ქონდეს. არა! ეს შესაძლებლობებს გვანახებს ისევე როგორც ყველაფერი სხვა ასტროლოგიაში.

ფორტუნა მიუთითებს იმ შესაძლებლობაზე რომელიც ადამიანს ზედმეტი ძალისხმევითაც აქვს, რაშიც ზედმეტი ძალისხმევითაც აღწევს წარმატებას, რაც თავისთავად გამოსდის. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ თუ ადამიანს განსხვავებული ინტერესები და მიზნები აქვს, თუ მას რთული გზის არჩევა ურჩევნია სხვა თვისებების განვითარება ყოველთვის შეიძლება.

აქ საუბარია შესაძლებლობებზე, მიზნებსა და თვისებებზე რომელთათვისაც ადამიანმა ზედმეტი ძალისხმევა შეუძლია არ დახარჯოს, იმიტომ რომ ის ისედაც მარტივად გამოუვა. რაც ასევე არ ნიშნავს რომ არაფერი არ უნდა გააკეთოს )))))

ახლა ფორტუნა სტიქიების მიხედვით ძალიან მოკლედ.

ფორტუნა ცეცხლის ნიშნებში

ცეცხლოვანი ფორტუნა გულუხვი და იმპულსურია საკუთარ ღირებულებებთან მიმართებაში. ის ადვილად შოულობს ფულს და ასევე ადვილად ხარჯავს.

ფორტუნა მიწის ნიშნებში

ეს ადამიანი ზუსტად განსაზღვრულ გეგმას მიყვება, აქვს დასახული კონკრეტული გრძელვადიანი მიზნები და მას არ უხვევს, არის სტაბილური, განსაკუთრებული სწრაფი და შესამჩნევი ცვლილებების გარეშე, რისი წყალობითაც აღწევს დასახულ მიზნებს.

ფორტუნა ჰაერის ნიშნებში

მატერიალურად ყოველთვის უზრუნველყოფილია, ფული თავისით მოდის, ადვილად შოულობს და სიამოვნებითაც ხარჯავს, მაგრამ არასდროს უთავდება. უნდა ერიდოს სიხარბეს, ამ ადამიანის იღბალი სანაცნობო წრეშია.

ფორტუნა წყლის ნიშნებში

ყველაზე მაღალი რისკია ფინანსური მდგომარეობისთვის ფორტუნის ასეთი მდებარეობა. ფული მათთან უკვალოდ ქრება. მიუხედავად იმისა რომ წყლის ფორტუნას ფულის დაგროვება უყვარს, მას ან იპარავენ, ან უფასურდება ან რაიმე სხვა მიზეზით.

ძალიან მოკლედ ფორტუნა ნიშნებში

ფორტუნა ვერძში

ამ ადამიანმა უნდა ისწავლოს იმპულსური ხასიათის ჩახშობა და საკუთარი შესაძლებლობები აღიქვას ადეკვატურად, გაითვალისწინოს საკუთარი გამოცდილება და ისე მოკიდოს საქმეს ხელი. შეიძება ბევრი აიღოს თავის თავზე და იმედგაცრუება დაეუფლოს, იღბალს იპოვნის ნებისმიერ საქმეში და თუ უფრო მეტად დაფიქრდება სანამ საქმეს დაიწყებს, არ აჩქარდება და საკუთარ შესაძლებლობებს ადეკვატურად შეაფასებს შემდეგ უკვე შეუძლია ენდოს ინტუიციას, რომელიც როგორც აღმოაჩენს თითქმის არასდროს ღალატობს.

ცნობილი ადამიანები ვერძი ფორტუნით: ჯორჯ ვაშინგტონი, ისააკ ნიუტონი, ალბერტ აინშტაინი.

ფორტუნა კუროში 

ისევე როგორც ვერძს კუროსაც ახასიათებს აჩქარება, მაგრამ ის მეტად სტაბილურია და კიდევ უფრო ჯიუტი. ასეთი ფორტუნა იღბლიანია თუ სოციალურ სამუშაოს მოკიდებს ხელს, ის იღბალს და კმაყოფილებას მოიპოვებს თუ ჭეშმარიტად სასიკეთო საქმეს მოკიდებს ხელს, არა ერთი და ორი ადამიანებისთვის არამედ ბევრად მეტი, მაგალითად თუ შექმნის ფონდს და ა.შ. ის აუცილებლად იპოვნის იღბალს, მას ექნება შემოსავალი რომელიც კუროს დააკმაყოფილებს და უფრო მეტიც და ის შინაგან კმაყოფილებასაც იგრძნობს

ცნობილი ადამიანები კურო ფორტუნით: მარტინ ლუთერი, გოეთე, ბეჯამინ ფრანკლინი, ბისმარკი, ტროცკი. 

ფორტუნა ტყუპებში

სხარტი აზროვნება, ადვილად სწავლობს. მისი იღბალი მდგომარეობს იმაში რომ შეუძია ქუჩაში გაჩერდეს უცხო ადამიანს გამოელაპარაკოს და ის აღმოჩნდეს ზუსტად ის ადამიანი, ვინც მას ყველაზე მეტად ჭირდება ამ კონკრეტულ მომენტში. ფორტუნა ტყუპების განვითარება ყველაზე უკეთ ფილოსოფიურ საქმიანობაში ხდება, როგორც მინიმუმ ეს მისი ინტერესის სფერო უნდა იყოს. იღბალს კარგავს როცა ის საქმიანობაში საკუთარ შესაძლებლობების რეალიზებას ვერ ახდენს.

ცნობილი ადამიანები ტყუპი ფორტუნით: დედოფალი, ვიქტორია, რუდოლფ შტაინერი, ჩე გევერა, სალვადორ დალი

ფორტუნა კირჩხიბში

ეს ადამიანი ბედნიერებს სახლში და სამშობლოში აღწევს, მისი საქმიანობაც მაქსიმალურად სამშობლოს უნდა უკავშირდებოდეს ან სახლს. ძალიან ადვილია ამ სფეროში და საკუთარ ქვეყანაში წარმატების მოპოვება. იმისთვის რომ იღბალი არ დაკარგოს უნდა დაიცვას ტრადიციები და ემსახუროს სამშობლოს.

ცნობილი ადამიანები კირჩხიბი ფორტუნით: კარლ მარქსი, ნიკოლოზ მეორე, ადოლფ ჰიტლერი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ქვეყნები.

ფორტუნა ლომში

იმისთვის რომ ლომმა ბედნიერება მოიპოვოს საჭიროა საკუთარი ემოციების პროექცია მოახდინოს ყველაფერზე რასაც ხედავს ან ეხება მისი ბედნიერება იქნება სრულყოფილი როცა ის იქნება კოლექტიური, ამიტომ მისი საქმიანობა უნდა უკავშირდებოდეს სხვა ადამიანების ემოციების გაზიარებას, სიამოვნების მოტანას, მათ დახმარებას, მათ უკეთესად ქცევას ან გაბედნიერებას.

ცნობილი ადამიანები ლომი ფორტუნით: ოლივერ კრომველი, ზიგმუნდ ფროიდი, ლენინი, ვიქტორ ჰიუგო

ფორტუნა ქალწულში

ქალწული ცდილობს ყველაფერი გაანალიზოს და კრიტიკულად შეხედოს, მისთვის წარმატებული ის სფეროებია ის გარემო სადაც მას შესაძლებლობა ექნება კრიტიკული სიტუაციები სწრაფად გადაწყვიტოს. სადაც საჭირო იქნება გადაწყვეტილების მიღება სწრაფად, უემოციოდ და გააზრებულად. თუმცა ის სრულყოფილად მხოლოდ მას შემდეგ მოიპოვებს ბედნიერებას, როდესაც ისწავლის გარშემომყოფების ნდობას.

ცნობილი ადამიანები ქალწული ფორტუნით: მახათმა განდი, ბენიტო მუსოლინი, ჟაკ ბემე

ფორტუნა სასწორში

ასეთი ფორტუნა ბედნიერებას და იღბალს მხოლოდ პირადი ურთიერთობების მოწესრიგების შემდეგ მოიპოვებს, პარტნიორებთან ურთიერთობები უჭირს, რადგან მას აქვს იდეალები, რომლებსაც ეძებს ახალ პარტნიორებში და ძალიან მალე ემსხვრევა, ასევე ასეთი ფორტუნა ცდილობს საკუთარი ინდივიდუალური თვისებები ნაწილობრივ მაინც დათრგუნოს და სოციუმისთვის სასურველი ჩარჩოებში მოექცეს რაც მას იღბალს აკარგვინებს. მან უნდა ისწავლოს საკუთარი ინდივიდუალიზმის გამოვლენა და ადამიანების ისეთებად აღქმა როგორებიც ისინი არიან სინამდვილეში, მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს კარიერაში წარმატებას მიაღწიოს რაც პირად ცხოვრებაში გააკეთებს ამას.

ცნობილი ადამიანები სასწორი ფორტუნით: კარლა ბრუნი, ოპრა უინფრი, იოსებ სტალინი, ალფრედ ჰიჩკოკი.

ფორტუნა მორიელში

მორიელი ფორუნა დიდ ენერგიას ფლობს შესაძლოა ამაში სექსუალური ენერგიაც ვიგულისხმოთ, ასეთი ფორტუნით პირად რუკაში ადამიანი ბევრ სირთულეს ხვდება, მაგრამ მას შემდეგ რაც ხდება შემოქმედი, იქნება ეს ისეთი ქმნილება რომელიც თაობებს დარჩება ან თუნდა მარტივად შვილი ადამიანის ცხოვრება უფრო მარტივი ხდება და მიზნებსაც წარმატებით აღწევს.

ცნობილი ადამიანები მორიელი ფორტუნით: ბრედ პიტი, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, ჯორჯ ბუში, ქალწული მარიამი

ფორტუნა მშვილდოსანში

ასეთი ადამიანი იღბალს იპოვნის სოციუმში და არა საკუთარ თავში, მან ფორტუნა უნდა ეძებოს სახლიდან მოშორებით, შესაძლოა სხვა ქვეყანაშიც, შესაძლოა აქ იგულისხმებოდეს მაგალითად განსხვავებული პროფესიის არჩევა თუ ოჯახის წევრებს და წინაპრებს რაღაც საერთო პროფესია ქონდათ და ა.შ. ასევე ამ ადამიანმა უნდა ისწავლოს გარემოს კვლევა, დაკვირვება ადამიანებზე და მათგან სწავლა. ეს ის შემთხვევაა როცა სხვის შეცდომებზე ნამდვილად სწავლობენ.

ცნობილი ადამიანები მშვილდი ფორტუნით: ფრედი მერკური, უილიამ შექსპირი, ბოდლერი, მიქელანჯელო.

ფორტუნა თხისრქაში

ადამიანი იღბალს იპოვნის არა სოციუმში არამედ საკუთარ თავში ჩაღრმავებით, ფასეულობებზე და ღირებულებებზე უნდა იფიქროს და უნდა მიყვეს იმ ხაზს რომელიც დაუტოვეს წინაპრებმა, მისი იღბალი ტრადიციებშია რომელიც თაობებს მოსდევდა, ხოლო მაქსიმალურ ბედნიერებას მიაღწევს მაშინ, როდესაც ამ ყველაფერთან ერთად შეძლებს საკუთარი ინდივიდუალიზმის გამოვლენას.

ცნობილი ადამიანები თხირქა ფორტუნით: ჯონ კენედი, პრინცი უილიამი, სადამ ჰუსეინი, პრინცი ჩარლზი, უინსტონ ჩერჩილი, ენდერს ბრეივიკი

ფორტუნა მერწყულში

რეფორმატურული თვისებები რომელსაც მერწყულის ნიშანი ატარებს გასათვალისწინებელია, ეს ადამიანი ფორტუნას იპოვნის, მისთვის მეტად ადვილი იქნება რაიმე ახლის გამოგონება ვიდრე ძველის შესწავლა, მისთვის ადვილი იქნება გამოიგონოს ველოსიპედი თავიდან ვიდრე ისწვლოს მასზე ჯდომა. ამაზე უნდა დაფიქრდეს, თუ შეძლებს ამ ორი ფაქტორის სინთეზი მოახდინოს და საკუთარი შესაძლებლობები უფრო პროდუქტიულად გამოიყენოს ნამდვილად მიაღწევს წარმატებას.

ცნობილი ადამიანები მერწყული ფორტუნით: ჩარლზ დე გოლი, იოჰან სებასტიან ბახი, ლედი გაგა, დონალდ ტრამპი, ნიკოლა ტესლა

ფორტუნა თევზებში

ერთის მხრივ ეს გენერლების ფორტუნაა მეორეს მხრივ მუსიკოსების, ზოგადად ეს ფორტუნა ყველაფერი კოლექტიურის მსხვრევას მგანასახიარებს, როდესაც ძველი და დრომოჭმული თვითლუსტრაციას ეწევა იმისთვის რომ ადგილი დაუთმოს ახალს და პროგრესულს. ასეთი ადამიანები ხშირად გარდაიქმნებიან, მათ საკუთარ შეცდომებზე უწევთ სწავლა და მხოლოდ გარდაქმნით მიაღწევენ წარმატებას როდესაც მოხდება ღირებულებების გადაფასება მათტვის ყველაფერი მეტად ადვილი და ხელმისაწვდომი გახდება.

ცნობილი ადამიანები თევზები ფორტუნით: ჟაკ შირაკი, ჟიულ ვერნი, აბრაჰამ ლინკოლნი, ტონი ბლერი, მადონა

ტატუები და ასტროლოგია

2 Comments

ამ პოსტზე ბევრს ვფიქრობდი, იმიტომ არა რომ ბევრია რამე საფიქრალი, უბრალოდ მეზარებოდასავით დაწერა და სულ იქით ვდებდი რატომღაც. ეს პოსტი ეხება სიმბოლოებს ჩვენს კანზე ანუ ტატუებს და მათ მნიშნელობას ჩვენს ცხოვრებაში. მოკლედ ჰაგის ახალი პოსტი ტატუებზე და ასტროლოგიზე.

ძალიან მომწონს ტატუ, ზოგადად სხეულის გალამაზება და დამატებითი ენერგეტიკა, არხი თუ უბრალოდ ბევრისთვის სამკაული, როდესაც კარგადაა შესრულებული უდაოდ მიმზიდველია. ნუ არიან ადამიანები ვისაც არ იზიდავს ტაუტები, მაგრამ ეს პოსტი მათთვის არაა 🙂 ეს პოსტი არის იმაზე, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად რა არხებს ვხსნით, რა ენერგიას ვიღებთ და უბრალოდ რა იცვლება იმით, რომ თუნდაც ერთ დამატებით წერტილს ვისვამთ სხეულზე. მთავარი არის სამი რამ: ერთი – სად ვიკეთებთ ტატუს, მეორე – რას ვიკეთებთ და მესამე – რაც ასტროლოგიას არ ეხება, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ვინ გვახატავს მას 🙂 ამ პოსტში პირველ ორზე იქნება საუბარი.

ძალიან რომ არ დაიბნეთ დავიწყებ მარტივად. მგონი ყველამ იცის თავისი ასტროლოგიური ნიშანი ამიტომ პირდაპირ დავწერ რომელი ნიშანი სხეულის რა ნაწილის და რა ორგანოს მმართველია.

ვერძი – თავი, სახე და ტვინი

კურო – კისერი, ყურები, ხორხი და იოგები

ტყუპები – მკლავები, მხრები, კუნთები, ფილტვები და ბრონქები

კირჩხიბი – მუცელი, მკერდი, დიაფრაგმა, ღვიძლის ზედა ნაწილი

ლომი – გული, ხერხემალი და მალები

ქალწული – კუჭ-ნაწლავი, საჭმლის მომნელებელი სისტემა და ღვიძლის ქვედა ნაწილი

სასწორი – თირკმელი, წელი და კანი

მორიელი – სასქესო ორგანო, შარდის ბუშტი, ნაღვლის ბუშტი, სწორი ნაწლავი, რეპროდუქციული სისტემა.

მშვილდოსანი – თეძოები და ნერვული დაბოლოებები.

თხისრქა – მუხლები, სახსრები და თმები

მერწყული  – ძვლები, კბილები და სისხლი

თევზები – ტერფები და თითები

რას ნიშნავს ეს ყველაფერი, მაგალითად მე ვარ თევზები და ჩემი სუსტი წერტილია ტერფები და თითები. მე შემიძლია ავირჩიო სიმბოლო რომელიც პირადი რუკიდან გამომდინარე გააძლიერებს ამ ენერგეტიკას ან შეიძლება ისეც მოხდეს, არასწორად არჩევის შემთხვევაში, რომ ძალიან ცუდად ჩავერიო, მაგრამ სანამ აქამდე მივალთ კიდევ ერთს შემოგაპარებთ. ყველა ნიშანს ყავს თავისი მმართველი პლანეტა, ხოლო ყველა პლანეტას აქვს გავლენა კონკრეტულ ორგანოზე. მაგალითად:

მარსი მართავს ვერძს და მორიელს, ხოლო გავლენა აქვს არტერიებზე, კუნთებზე, თმებსა და ფრჩხილებზე.

ვენერა მართავს კუროს და სასწორს, ხოლო გავლენა აქვს თირკმელზე და საჭმლისმომნელებელ სისტემაზე.

ვენერა და მარსი ერთად განაგებენ რეპროდუქციულ სისტემას.

მერკური მართავს ტყუპებს და ქალწულს, ხოლო გავლენა აქვს რესპირატორულ სისტემაზე.

ნეპტუნი მართავს თევზებს, ურანი მერწყულს. ურანსა და ნეპტუნს ერთობლივად აქვს გავლენა ენდოკრინულ სისტემაზე.

მერკურსა და ურანს კი ერთობლივად აქვთ გავლენა ტვინსა და ნერვულ სისტემაზე.

მერწყულს ურანთან ერთად მართავს სატურნიც, ხოლო თხის რქას ასე ვთქვათ დამოუკიდებლად. სატურნს გავლენა აქვს ვენებზე, კანზე, ძვლებსა და ჩონჩხის აგებულებაზე.

ასევე მორიელს მარსთან ერთად მართავს პლუტონიც, პლუტონს გავლენა აქვს სათესლე ჯირკვლებზე.

იუპიტერი ნეპტუნთან ერთად მართავს თევზებს ხოლო დამოუკიდებლად მშვილდოსანს, იუპიტერს გავლენა აქვს ღვიძლზე.

კირჩხიბს მართავს მთვარე, ხოლო გავლენა აქვს საკვერცხეებზე.

მზე კი მართავს ლომს და გავლენა აქვს გულზე.

ახლა დავლაგდეთ. შევეცდები ავხსნა მარტივად, რადგან სინამდვილეში ასეცაა. მოკლედ როგორც ვიცით უამრავი თანავარსკლავედი არსებობს ცაზე, მათ შორისაა 12 ასტროლოგიური ნიშნის თანავარსკლავედიც, რომელიც ფიზიკურად არსებობს. მზე ერთი ნიშნის გავლას 1 თვე უნდება დაახლოებით, სწორედ ამიტომაა, რომ თუ თქვენ დაიბადეთ 20 ოქტომბრისა და 20 ნოემბრის შუალედში მორიელი ხართ, ანუ მზე იყო მორიელის თანავარსკვლავედში, თუ მაგალითად 20 აპრილიდან 20 მაისამდე ე.ი. კურო ხართ და ა.შ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ თქვენ ასე ვთქვათ მზით ხართ მორიელი ან კურო იმის მიხედვით თუ მზე რომელ თანავასკვლავედს გადიოდა.

ახლა რა ხდება ხოლმე პირადი რუკის შედგენისას, საქმე იმაშია რომ თქვენი დაბადების მომენტში ყველა პლანეტას, ასტეროიდსა და მზეს ასევე, როგორც მთვარეს კონკრეტული მდებარეობა ქონდა, უნიკალური (გრადუსების გათვალისწინებით) შესაბამისად თქვენი პლანეტები შესაძლოა სხვადასხვა ნიშნებში იყოს გაფანტული. უფრო მარტივად თქვენი დაბადების მომენტში ისინი სხვადასხვა თანავარსკვლავედს გადიოდნენ. სწორედ ეს ხდის ადამიანს უნიკალურს და ანგრევს მითს “მე წავიკითხე ჩემი ნიშნის დახასიათება და საერთოდ არ დაემთხვა”. შესაძლოა თქვენ სხვა ნიშნის გავლენა უფრო მეტად გაქვთ, ამას დავამატოთ თქვენს რუკაში პლანეტების ურთიერთმიმართება ანუ ასპექტები და სახლები, თუმცა შორს არ წავალ.

დავუბრუნდეთ ტატუებს, რატომ იყო ეს ყველაფერი სათქმელი და მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ შესაძლოა თქვენ მთვარე გყავთ მაგალითად მორიელში, მორიელს მართავს მარსი, ამ შემთხვევაში მორიელი, მთვარის და მარსის მდებარეობებია მნიშვნელოვანი და ასე ყველა სხვა პლანეტაზე 🙂 საბოლოოდ ვიღებთ ობობის ქსელის რაღაც მსგავს ნახაზს, რომელსაც თქვენი პირადი ასტროლოგიური რუკა ქვია და რომელიც მნიშნელოვანია იმისთვის, რომ როცა რამეს იხატავ კანზე, სხეულის კონკრეტულ ადგილზე, ბედს არ ენდო და იცოდე რას შეცვლის ეს შენს ცხოვრებაში, რადგან ჩვენ ადამიანები კანს არ ვიცვლით.

იმისთვის რომ უფრო ცხადი იყოს რა საშიშროება შეიძლება იყოს, უბრალოდ ჩამოვწერ თუ რომელ ნიშანს რა დაავადებები ახასიათებს.

ვერძი: თავის და თვალის ტკივილი, ციება, უბედური შემთხვევები

კურო: ძირითადად ყელის ტკვილი და რაც მას უკავშირდება.

ტყუპები: ბრონქებთან დაკავშირებული დაავადებები, პლევრიტი და პნევმონია, ბრონქიალური ასთმა და ანემია.

კირჩხიბი: საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები.

ლომი: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემები.

ქალწული: კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები.

სასწორი: თირკმელებთან და ხერხემალთან დაკავშირებული დაავადებები.

მორიელი: ვენერიული დაავადებები.

მშვილდოსანი: რევმატიზმი ან სახსრების სხვა დაავადებები.

თხისრქა: ძირითადად კანთან დაკავშირებული პრობლემები.

მერწყული: ვენების ვარიკოზული დაავადებები, ავარიები და ზოგი ნერვული დაავადება.

თევზები: გაციება და ჰაერწვეთოვანი ვირუსები.

რაც მთავარია და აუცილებლად გასათვალისწინებელი, ის თუ რომელია თქვენი ნიშანი არ განსაზღვრავს ზემოთჩამოთვლილი დაავადებების მიმართ მიდრეკილებას, ეს შეიძლება იყოს მკვეთრად გამოხატული რამდენიმე ან სულაც განსაკუთრებით არცერთი, რადგან ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ თქვენს მზეზე, არამედ სრულად პირად რუკაზე.

პ.ს. იმედი მაქვს სასარგებლო და დამაფიქრებელი ინფორმაცია მიიღეთ, მათთვის კი ვისაც არ ჯერა ამ ყველაფრის იმედია პოსტით იხალისეთ, თუ ჩაიკითხეთ რათქმა უნდა 🙂

სიყვარულით თქვენი ჰაგი

%d bloggers like this: