ჩემს ფანჯარასთან რომ ცხოვრობს აკაცია,
ისეთი ლამაზი და წარმტაცია,
ყველაზე მაღალი და მამაცია,
ჩემს ფანჯარასთან რომ ცხოვრობს აკაცია.
მზე რომ ჩრდილით ხატავს აკაციას,
იატაკზე მიწევს, ზარმაცია,
ჩემი სიყვარული აკაცია,
ჩემთან მოვიდა და დამაქცია.
ტუჩებში რომ მკოცნის აკაცია,
გაზაფხულიანი ღალატია,
ისეთი ეკლები აქვს აკაციას,
ისეთი სიხარული დამაფრქვია.
ჩემს ფანჯარასთან რომ ცხოვრობს აკაცია,
ისე ცოტა და დარდიანია,
ისეთი კაცია, ა, კაცია?!
ჩემს ფანჯარასთან რომ ცხოვრობს აკაცია.
აკაცია
ოქტომბერი 24, 2009
ვითომ პოეზია აკაცია, ანა სიდამონიძე, პოეზია დატოვე კომენტარი
მე შემიძლია…
ოქტომბერი 24, 2009
ვითომ პოეზია ანა სიდამონიძე, პოეზია, შემიძლია დატოვე კომენტარი
მე შემიძლია ვიყო შენი,
მე შემიძლია ვიყო გველი,
ვიყო ვეშაპი…
მე შემიძლია ვიყო მწველი
ვით გველეშაპი.
მე შემიძლია ვიყო სველი,
როგორც ქალთევზა.
მე შემიძლია ვიყო მშვიდი,
როგორც მეთევზე.
მე შემიძლია ვიყო სუნი
დილით ბალიშზე.
მე შემიძლია ცოლის ყურში
ვიყო საყურე.
მე შემიძლია ყველაფერი,
გარდა ერთისა.
ოცნებებშიც კი არ მაქვს ფრთები,
მე არ ვარ ზეცის.