მთავარი

ზამთრის მეორე დღეს

7 Comments

ზამთრის მეორე დღეს რა ხდება… ძლივს ავდექი ჯერ კიდევ დამრჩა ალკოჰოლი ორგანიზმში… 2 დღის წინ ანუ შემოდგომის ბოლო დღეს ჩემი დიდი სიყვარულის დაბადების დღე იყო და ახლა ზამთრის მეორე დღესაც ჯერ კიდევ ისე არ ვარ როგორც უნდა ვიყო… როგორც ჩანს 1 ბოთლი კონიაკი 20 წლის დაძველებით სადღაც ტვინში მიდევს და ყველაფერში ხელს მიშლის…

რას ვამბობდი, დილით რომ ავდექი დიდის გაჭირვებით და ვისაუზმე??? სარკეში არც ჩავიხედე ისე გამოვედი, დეპრესია რომ არ დამწყებოდა… ესე უფრო ადვილად ვიჯერებ რომ არც ისე ცუდად გამოვიყურები… ეხლა სამსახურში ვარ, ყავა დავლიე, მოვწიე, კიდევ დავლევ ყავას არ მიშველის, მაგრამ მაინც იმედით დავლევ რომ მიშველის…

მოვიწყინე, დავიღალე, მეძინება და ვიფიქრე დავწერთქო…რაღაცის დაწერა მინდოდა და ვერ ვიხსენებ…

პ.ს. დიახ… გამახსენდა… მინდოდა დამეწერა რომ ზამთარზე ვგიჟდები ისე მიყვარს…

თანაც ჯერ კიდევ გუშინ, მაგრამ მხოლოდ დღეს მივხვდი რომ უკვე ზამთარია… მომიტევეთ…

წარმოსახვითი ალპინისტი…

დატოვე კომენტარი

თვალი გავახილე და ჩავისუნთქე. ჩემი მომწარო ყავის გემო მინდა ვიგრძნო ამ დილით. ლოგინიდან ფრთხილად ვდგები, ვსწორდები, ჯერ ერთი ფეხის წვერს ვახებ ცივ იატაკს, მერე მეორეს. ნელა წამოვდგები, რომ არ დავიმსხვრე. ცხელი ფეხისგულებით ვდგამ პირველ ნაბიჯს და მსიამოვნებს დილის ცივი იატაკი. გამოვიგონებ პატარა ქვებს ტბის მეორე მხარეს რომ გადავყავარ. ერთ ქვაზე წერია “დილა”, მეორეზე “მშვიდობის”, მესამეზე წერია “არაფერი”, კარს ვეჯახები, იმიტომ რომ ჩემს წარმოსახვაში კარი არ არის. ყოველ დილით 10:09 წუთზე უცნაური გრძნობა მიპყრობს, მომავალი მინდა გამოვიგონო, ჩემი ბებერი თავი სარკეში და შვილები, მაგრამ ფანტაზია არ მყოფნის. ჰაერი არ მყოფნის რომ ვიყო ჯანმრთელი, ფული რომ ვიყო საკმარისად მდიდარი, დრო… დრო მარტო ტრაგედიებისთვის მყოფნის, რადგან ტრაგედიისთვის ერთი წამიც საკმარისია. გამბედაობა არ მყოფნის, რომ მთასვლელი ვიყო და ამიტომ მხოლოდ ვწერ მწვერვალებზე, რომლის დაპყრობაც მსურს.

%d bloggers like this: