სამწუხაროა თუ ჩემზე ასეთი შთაბეჭდილება გაქვს, მაგრამ ოდესმე ავაშენებ სახლს ტბის პირას, დავრგავ ხეს, დავწერ წიგნს, მერე ჩემივე დარგული ხიდან მოვწყვეტ ფოთოლს ჩავდებ წიგნში, წავაწერ ჩემს მეგობარ “L”-ს და აუცილებლად გამოგიგზავნი
სიზმარი
ოქტომბერი 23, 2009
სიზმრები ანა სიდამონიძე, ბიოგრაფია, დღიური, მე და შენ, სახლი, სიზმარი დატოვე კომენტარი
ვითომ პატარა სახლში ვცხოვრობდით ცის პირას, ზევით იყო დიდი დედამიწა და ერთ დიდ მუხის ხეზე ეკიდა ჩვენი სახლი. მერე შენთვის ვახშამის მომზადება დავიწყე. სარკესთან დავდექი, გული ამოვიჭერი და შეგიწვი. გემრიელად ჭამდი. მერე წვიმა ამოვიდა ციდან და აგვავსო.