შენი სიტყვები ჩემთვის მტკივნეული ხშირად იმიტომ კი არ არის რომ ისინი არაკორექტულია. უბრალოდ შენ ჩემს ტვინში ალაგებ ყველაფერს და ჩემი გრძნობების ლაბირინთიდანაც იცი გასასვლელი.
შენ რეალობაში მაბრუნებ და ეს მტკივნეულია…
მაგრამ ამათ ღირს…
ოქტომბერი 24, 2009
მინაწერები ლაბირინთი, სიტყვები, ტვინი, ტკივილი დატოვე კომენტარი
გამარჯობა მე ვარ ანა…
ოქტომბერი 24, 2009
დღიური ანა სიდამონიძე, სიტყვები, სუნამო, ტუჩები 2 Comments
გავიხდი და ჩავიცვამ. დავდგები წყლის ქვეშ და ჩამოვირეცხავ შენს სიტყვებს ტანიდან, ისევ გავიხდი და ჩავიცვამ ბევრჯერ, სახეზე საცხს წავისვამ, თვალებზე ბევრს, რომ ვერავინ შეამჩნიოს სევდა, ტუჩებზე უფრო ბევრს რომ დავემსგავსო ყველას, სუნამოს მივიპკურებ, რომ ყველა კაცმა მე მიყუროს და ვიქცე ისევ ისეთად როგორც ყოველთვის.
გამარჯობა მე ვარ ანა