სული მემტვრევა. სიტყვებს ვერ ვპოულობ, რომ დავწერო, როგორ მტკივა ჩემი ამოგლეჯილი შვილი.
შვილი
ოქტომბერი 24, 2009
დღიური დავწერო, მტკივა, სული, შვილი დატოვე კომენტარი
ოქტომბერი 24, 2009
მინაწერები გაფრცქვნა, გაყუჩება, სული, ფრჩხილები, ჩავიხშო, წამლები დატოვე კომენტარი
თითებით ვიფრცქვნი სულს. ფრჩხილებში ხორცი მაქვს ჩარჩენილი და ცოტა ტკივილიც. ერთმანეთის მიყოლებით ვსვამ წამლებს, რომ გავყუჩდე… არ მოქმედებს. სული მინდა ჩავიხშო… გამომრთეთ
ავადმყოფი
ოქტომბერი 24, 2009
დღიური ზეწარი, კატა, ნამუსი, რაფა, სული, ხორცი დატოვე კომენტარი
ზეწარს გადმოვფენ ფანჯრიდან და რაფაზე დავიძინებ. მთვარე გააბამს სხივებით სიმებს და ძილისპირულს დამიკრავს, ზედ კატები ჩამოსხდებიან და დამიცავენ ავი სულებისგან, ნიავი გამაგრილებს რომ არ დამცხეს, გამთენიისას მზე ამოსვლას იჩქარებს რომ გამათბოს და ნამუსი გამაღვიძებს რომ გადავიფარო ზეწარი. ჩემი ხორცი ავადმყოფია, მაგრამ ლამაზი და მიყვარს.