მთავარი

გულახდილობის აპოთეოზი

დატოვე კომენტარი

ზაფხულისგან გათანგული, სასტუმროს ძებნაში სადმე საქართველოს ფარგლებში. კრიტიკულ სიტუაციაში, როცა 1 დღე გაქვს არჩევანისთვის სად წახვიდე დასასვენებლად, ღამის 12 საათია, ამიტომაც არ გპასუხობს მობილურზე უმეტესობა და ასეთ დროს ხვდები რა გჭირდება ყველაზე მეტად. კი დასვენება მჭირდება!

უშედეგო ძიებისგან გაქანცულმა გადავწყვიტე ჩემი გალაქსი ს3-სთვის, რომელიც ჯერ არც კი მიყიდია, ლამაზი ქავერი შემერჩია ამაზონზე. ავარჩიე სამი ფერის. ოქროსფერი, შავი და ვარდისფერი. უცბად მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრების ეს რამდენიმე წამი უნიჭო რომანის ერთადერთი საინტერესო აბზაცივით იყო. როცა კითხულობ და ხვდები, რომ ნაგავია, მაგრამ უცბად კარგი ფრაზა გამონათდება.

რამდენი რამე მაქვს რაც არ მჭირდება. საერთოდ არაფერში მჭირდება. მაგალითად ზამთარში ჰო ერთი პალტოც გამათბობს, მაგრამ მე სამი მაქვს ფერებით, კურტკები, თბილი, ბეწვით, უბეწვოდ. ფეხსაცმელი ჰო ჩემი სისუსტეა, აი რატომ, რაში მჭირდება 28 წყვილი ფეხსაცმელი ამიხსნას ვინმემ. სეზონი გადის და ვერ ვიცვამ. ერთი ფეხსაცმელი მაქვს სულ ერთხელ მეცვა ზუსტად და საერთოდ რაში მჭირდება 3 გარდერობი ტანსაცმელი. ან  6 დუშგელი ხასიათის მიხედვით, ჰო არის სისულელე, ერთით ვერ ვიბანავებ? ყველაფერი რაც ჩემს გარშემოა ან იმის 99% საერთოდ არაფერში მჭირდება. იმისთვის რომ ვიცხოვრო ზუსტად ისე როგორც ახლა და ვიყო ბედნიერი, ამ ყველაფრის 1 პროცენტიც მეყოფოდა.

ეს ყველაფერი გავიფიქრე ასე 2 წამში და ამოვიღე ვიშლისთიდან ვარდისფერი და შავი ქავერი 🙂 კი ჩემი მომავალი ტელეფონისთვის ოქროსფერი ქავერიც საკმარისია გავიფიქრე კმაყოფილმა და ნამუსდამშივდებულმა

3 წლის ანა

%(count)s კომენტარი

საერთოდ მიყვარს ადამიანები, ყველა გამოვლინებაში და ფორმაში, როგორი ძნელი დასაჯერებელია ვიცი.

ბავშვობაში როცა ვმედიტირებდი, მიუხედავად იმისა რომ ჯერ ეს არ ვიცოდი რას ნიშნავდა, ვგრძნობდი როგორ მიყვარდა ყველა ადამიანი. არ ვიცი გიგრძვნია თუ არა ეს ოდესმე, საოცარი შეგრძნებაა, როცა გრძნობ ერთდროულად და თან ცალ-ცალკე ყველას სიყვარულს. ძლიერი გრძნობაა, ვიმუხტები მაგ დროს, დადებითად.

რაც უფრო ვიზრდებოდი და რაც უფრო ბევრი ცუდი, განსხვავებული თუ კიდევ რამე სხვა სახის ადამიანები მხვდებოდნენ და ეს ადამიანი იყვნენ ბევრი და მრავალნაირი, სულ ვფიქრობდი პატარა 3 წლის ანაზე, რომელიც იჯდა ბნელ ოთახში საათობით, მედიტირებდა და გრძნობდა როგორ უყვარდა მთელი კაცობრიობა, დიახ არც მეტი არც ნაკლები მთელი კაცობრიობა.

იმის თქმა მინდა, რომ ცხოვრებაში ვინც არ უნდა შემხვედროდა და რაც არ უნდა დაეშავებინა, ეთქვა და ა.შ. ვცდილობდი იმდენად არ დაეშავებინა რომ ის 3 წლის ანა გამქრალიყო. ძალიან ვუფრთხილდები, უდაბნოში ოაზისივთ მყავს, სადღაც შიგნით და ღრმად ისე რომ სხვის თვალს არ დაენახოს, ფაქტიურად მზეთუნახავია, იმდენად არ ვანახებ არავის, რომ ამაზე პირველად ვწერ.

ყოველთვის თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ ადამიანები ასეთებად არ იბადებიან და ამის მართლაც მწამს, ყველა ადამიანი კარგია უფრო მეტად ვიდრე ცუდი და აზრი არ აქვს ვინ რას ფიქრობს მე ასე მჯერა. ადამიანები უფრო კარგები არიან როცა ვინმეს ან ვიღაცეებს სჯერათ რომ ის კარგია. როცა გარშემო ადამიანები გყავს, რომლებსაც შენი სჯერათ გინდა რომ უკეთესი იყო, სადღაც გულის სიღრმეში მაინც.

3 წლის ანა ძალიან მეხმარება იმაში რომ მაშინაც როცა არავის სჯერა ჩემი მე დავრჩე მე. არ ავყვე დროს, გარემოს, ადამიანებმა არ შემცვალონ, არ იმოქმედოს ჩემზე არავინ. იმიტომ რომ მე ვარ 3 წლის ანა, შეხედულებები შემეცვალა და ბევრი სხვა რამ, მაგრამ შეგრძნებებით ვარ იგივე. ამას როგორ ვუფრთხილდები რომ იცოდე.

როგორია 3 წლის ანა? ყველაფერს უკეთებს ადამიანებს, როგორ მომწონს არ იცი როცა ვინმეს უხარია, არასდროს აკეთებს რამეს იმ მიზნით რომ უკან დაუბრუნდება, უბრალოდ აკეთებს რა. ბედნიერი ადამიანია მოკლედ.

ცუდი არავის რომ უნდა უსურვო ხშირად მახსენებს, ვინმე რომ მაწყენინებს იმასაც რომ არ უნდა ვუსურვო ამასაც მახსენებს. როცა ვბრაზობ სინდისი მქენჯნის, 3 წლის ანა ასე არ იზამდა, ასე არ იტყოდა.

ყველაზე მეტად მისი დაკარგვის მეშინია. ცოტავდება, მე ვიზრდები და ის ცოტავდება. არის პერიოდები როცა ბრუნდება კიდეც დიდი ნაწილი, მაგრამ უფრო სტაბილური დაცოტავებაა, ვხარჯავ ყველაფერს ადამიანურს რაც გამაჩნია.

ძნელია არ დახარჯო როცა სათქმელი გაქვს ღამის 3 საათზე, სახლში მარტო ხარ, ყურმილს იღებ და დასარეკი არავისთან გაქვს, იმიტომ რომ ყველა ვისთანაც შეგეძლო დაგერეკა და გული გადაგეშალა შენივე უხასიათობით დაკარგე.

უკიდურესობები მკლავს 3 წლის ანა ძალინა განსხვევბულია, 4,5,6,7,8,9,10,11,12,13,14,15,16,17,18,19,20,21,22,23,24,25,26 წლის ანებისგან. ბევრია ჰო? და 3 წლის ანა ერთია, ძლიერი, კეთილი, ადამიანური, ყველა უყვარს და საერთოდ საუკეთესო ადამიანია რომელიც ოდესმე შემხვედრია, არ მინდა რომ დავკარგო.

3 წლის ანას ერთი ნაკლი აქვს, როცა ბევრი ბრუნდება და ძალიან ბევრი, იმდენად ბევრია, რომ საკუთარ თავსაც მავიწყებს, მთლიანად სხვებისთვის ვიწყებ ცხოვრებას, საკუთარ თავზე აღარ ვფიქრობ, საკუთარ თავზე აღარ ვზრუნავ, საკუთარ პრობლემებს აღარ ვაგვარებ, საკუთარი დროს აღარ განვკარგავ.

3 წლის ანა იდეალურად კეთილია დიდ დოზებში და ჩემთვის მავნებელი. იმიტომ რომ მერე ისევ რომ ცოტავდება, ყოველთვის მარტო და არაფრის გარეშე ვრჩები. ყოველთვის ნულიდან ვიწყებ, ყოველთვის მარტო, ყოველთვის ახალი ცუდი თვისებებით, ყოველთვის ცოტათი უფრო ცუდი ვიდრე აქამდე, ახალი ეგოიზმებით და ყოველთვის ახალ ადამიანებთან.

3 წლის ანა არის ის რაც მკლავს, უკეთესს მხდის და მაბედნიერებს, მაგრამ ყოველთვის მარტო მტოვებს.

HAG SHOW…

6 Comments

ჩემს საკუთარ საავტორო რადიო გადაცემას ვაკეთებ, “HAG SHOW”…

2 კვირაში პილოტი და ახალი წლებიდან გადაცემა იქნება…

გადაცემა იქნება ქალებზე და ქალებისთვის, ყველა პრობლემაზე და უბრალოდ ამბებზეც…

მთლიანად პირად ისტორიებზე აგებული…

არანაირი სტუმარი მე ვიქნები და ჩემი მსმენელი პირისპირ და ვისაუბებთ…

არანაირი დაყენებული ხმა და “პოზა”… უბრალოდ ვისაუბრებთ როგორც ორი ადამიანი მე და მსმენელი…

მე HAG და ჩემი მსმენელი… 🙂

HAG იმიტომ რომ HAG ვარ… 🙂

ჩემი გადაცემა არავის და არაფერს გავს, ჩემია, ჩემი შვილია… მე შევქმენი და მიყვარს…

ბლოგი მინდა ქონდეს გადაცემას, მინდა კიდევ მეტი ადამიანი გავიცნო, მესაუბროს მომიყვეს თავისი ისტორიები და საერთოდ ქონდეს საშუალება ხმა მიაწვდინოს ადამიანებს, არა მარტო რადიო ეთერის საშუალებით, არამედ მსოფლიოს მიაწვდინოს ხმა 🙂

არც რჩვევების მიცემას ვაპირებ ვინმესთვის, არც ჭკვიანური სახით და დაყენებული ხმით მაღალ მატერიებზე საუბარს…

უბრალოდ ვიქნები ადამიანი რომელსაც ღამით 12 საათზე დაურეკავ და მოგისმენს…

ეს იდეა საერთოდ მაშინ გამიჩნდა, როდესაც მქონდა მძიმე პერიოდი ჩემს ცხოვრებაში და ძალიან მინდოდა უბრალოდ ვინმეს მოესმინა… ტელეფონი რომ ავიღე მივხვდი რომ დასარეკი არ მქონდა არავისთან…

კი მქონდა მაგრამ არ მინდოდა მოსმენა რჩევების და არ მინდოდა ჭკუის დარიგების მორიგი სერია… უბრალოდ მოსმენა მინდოდა…

რადგან ეს გადაცემა კი გადაცემაა, მაგრამ მთლიანად მხოლოდ ჩემთან იქნება ასოცირებული ანუ HAG-თან… ვფიქრობ ახალი ბლოგი შევქმა გადაცემისთვის თუ უბრალოდ ჩემს ბლოგზე ვწერო ამ თემებზეც…

რა ვქნა?? რას ფიქრობთ???

ძალიან გამოუცდელი ვარ ბლოგინგში, ჩემზე ბევრად გამოცდილები ხართ ბევრი… რჩევა მინდა უბრალოდ…

%d bloggers like this: