მოთმინება არ მყოფნის ტკივილისგან ისე ვარ გამოხრული. გრძნობებს ვერ ვუძლებ, ნაძვისხის ძველი სათამაშოსავით დაბზარული და აქერცლილი ვარ, მაგრამ სიცოცხლე მაინც ვერ მიმეტებს გამოსაცვლელად.
საახალწლო განწყობა გაზაფხულზე
ოქტომბერი 24, 2009
დღიური გრძნობები, დაბზარული, მოთმინება, ნაძვისხე, სათამაშო, ტკივილი დატოვე კომენტარი
ოქტომბერი 24, 2009
მინაწერები ლაბირინთი, სიტყვები, ტვინი, ტკივილი დატოვე კომენტარი
შენი სიტყვები ჩემთვის მტკივნეული ხშირად იმიტომ კი არ არის რომ ისინი არაკორექტულია. უბრალოდ შენ ჩემს ტვინში ალაგებ ყველაფერს და ჩემი გრძნობების ლაბირინთიდანაც იცი გასასვლელი.
შენ რეალობაში მაბრუნებ და ეს მტკივნეულია…
მაგრამ ამათ ღირს…
ვიზიტი ექიმთან
ოქტომბერი 24, 2009
დღიური ავადმყოფობა, ბავშვი, ექიმი, ტკივილი დატოვე კომენტარი
მთელი დედამიწა ჩემს საპირისპიროდ ბრუნავს. გავრბივარ, გავრბივად და მაინც ვერ ვეწევი. ვიღლები და ვჩერდები, ისევ უკან ვბრუნდები და თავიდან გავდივარ ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო მომენტს, მერე ისევ გავრბივარ, გავრბივარ და ვერ ვეწევი და ისევ ვჩერდები და უკან… ისევ თავიდან განვიცდი ყველა მომენტს. ისევ გავრბივარ… და მგონი საერთოდ არ ვიძვრი ადგილიდან. ხანდახან მინდა ავტირდე და გულში ჩამიკრან პატარა ბავშვივით, ან ექიმის შემდეგ ვიზიტამდე უბრალოდ მეძინოს, აი ისევ გავრბივარ…
ოქტომბერი 23, 2009
მინაწერები ანა სიდამონიძე, დღიური, სიკვდილი, ტკივილი დატოვე კომენტარი
ჰაერივით უფერული ვარ. სულ გავიფანტე და კიდევ ერთხელ დავამტკიცე, რომ არ ვარსებობ. ჩემი ფიქრები აწეწილია, როგორც მტვერი ფანჯრიდან შემოსულ მოყვითალო დილის სხივებში. შენი შეხება თითებში მებურდება და სასწრაფოდ ვიცვამ ხელთათმანებს, რომ ნაკლებად ვიგრძნო ენერგია რომელიც შენგან მოდის და ასე მაშინებს.
შვილი
ოქტომბერი 23, 2009
დღიური ანა სიდამონიძე, ბიოგრაფია, დღიური, ტკივილი, შვილი დატოვე კომენტარი
გამომშიგნეს, უკვდავებით დამაჯილდოვეს და ასე ცარიელი დამტოვეს დედამიწაზე საუკუნოდ სატანჯველად. ტკივილსაც კი ვეღარ ვგრძნობ. ჩემი გული ჩემმა ჯერარდაბადებულმა პატარა შვილმა წაიღო და აღარასდროს დამიბრუნებს.
ოქტომბერი 23, 2009
მინაწერები ანა სიდამონიძე, ბიოგრაფია, დილა, დღიური, ელექტრონული, ტკივილი დატოვე კომენტარი
ჩემი დილა XXI საუკუნეში ელექტორნული და მტკივნეული, მაგრამ მაინც პრიმიტიულია და ეს ბედნიერს მხდის
დილა
ოქტომბერი 23, 2009
დღიური ავადმყოფობა, ანა სიდამონიძე, ბიოგრაფია, დილა, დღიური, ტკივილი დატოვე კომენტარი
დილიდან დაიწყო…
კანი გადმოვიბრუნე და ფანჯრის წინ გაჭიმულ სარეცხის თოკზე გადავეფინე შეგრძნებებისგან დასაწურად. ჩემი შეგრძნებები მკლავს. ყოველ დილით სარკეში ვიხედები და ერთ ნაწილს ვიბრუნებ შიგნიდან გარეთ. ნეკნებს გავიწევ და ჩემს შიგნით დატყვევებულ ორგანოებს გავათავისუფლებ ჩემგან ტყვეობისგან. ისეთი ავადმყოფური ვარ, რომ მეცოდებიან… დღითიდღე უფრო და უფრო…
ეს შეგრძნებები მკლავს, რომელიც ჩემი ტვინიდან მოდის… მარტოობის შეგრძნებამ მიმატოვა, თანაგრძნობის შეგრძნებამ, დაღლილობის შეგრძნებამ, სიყვარულის შეგრძნებამ…
ტკივილის შეგრძნება ნელნელა მტოვებს, ეს კარგი იქნებოდა გაყუჩების შეგრძნებას რომ არ მივეტოვებინე დიდი ხნის წინ…
მარტო სუიციდი დამრჩა… ეს შეგრძნება არ დამტოვებს… მე უნდა დავტოვო… პრობლემა მხოლოდ გამბედაობის შეგრძნებაშია, რომელიც მებღაუჭება…
მინდა გადმოვბრუნდე, უკუღმა მხრიდან დავინახო ჩემი თავი სარკეში, გული მქონდეს ჩემი მაისურის ჯიბის ადგილას, და ტვინი თმის ნაცვლად… ასე ყველაფერი ბევრად მარტივი იქნებოდა… და ალბათ ჩემი ცისფერი თვალებიც მომიხდებოდა… ჩემი თვალები შიგნიდან ცისფერია… ვიცი…