მთავარი

რა შემიძლია…

დატოვე კომენტარი

ათასი სისულელე გავაკეთე, მაგრამ სულ გიფრთხილდები, გიფრთხილდები, გიფრთხილდები… ერთი წყენა ვერ მაპატიე… მაშინ გამიშვი. მე არც დამარცხებას გთხოვ და არც გამარჯვებას ვითხოვ. მე სიამაყით არ გიყურებ ზევიდან და ყინულივით ცივ სიტყვებს არ გესვრი შორიდან. მე არ ვლაპარაკობ შენზე მესამე პირში შენი თანდასწრებით

მე არაფერს არ გთხოვ არასდროს… უბრალოდ ვარ და ერთადერთი რაც შემიძლია აღარ ვიყო

დატოვე კომენტარი

არც ჭრიჭინა ვარ, არც შავგვრემანი ეშხიანი ქალი. ფიფქივით თეთრი ვარ, ყინულივით ცივი, თოვლივით წარმავალი, ჩემს წითელ თმას კი კარგი არავისთვის მოუტანია და საერთოდ შორს ვარ იმისგან რასაც შეუძლია შენი დანაღვლიანება, სიმართლე ნათელია როგორც ღამით ტბაში არეკლილი მთვარე.

%d bloggers like this: