მეშინია, რომ ერთხელაც უკან წაიღებ ყველა სიტყვას, რომელიც ტანზე შემახორცდა და მე დავიმარხები ჩემს მარტოობაში, დავიფარები ჩემი ცრემლებით და დავიღუპები ჩემი სიჩუმით. ოკეანის ფსკერზე გაწოლილ და საუკუნეების წინ ჩაძირულ გემს დავემსგავსები. აურაცხელ და შეუფასებელ განძს რომ ინახავს, მაგრამ არ არსებობს, რადგან მისი არსებობის შესახებ არავინ იცის.
მეშინია…
ოქტომბერი 24, 2009
დღიური სიჩუმე, ფსკერი, შემახორცდა, შეუფასებელი განძი, ჩაძირული გემი, ცრემლები დატოვე კომენტარი
ოქტომბერი 24, 2009
მინაწერები გატყავებული, გრძნობები, მარტოობა, სიცარიელე, ტანზე, შემახორცდა, შიშველი დატოვე კომენტარი
ჩემს სიცარიელეს ისე შევეჩვიე კანივით შემახორცდა ტანზე. მარტოობისგან გატყავებული და გრძნობებისგან შიშველი ვარ. მე კარს გაგიღებ, შენ ნუ შემოხვალ თუ ჩემს ჩაცმას არ აპირებ გრძნობებით